კლოსტრიდიუმი

კლოსტრიდიუმი (ლათ.

მკაცრი ანაერობები არიან. უჯრედები (0,3–2,0: 1,5–20 მკმ) ხშირად განლაგებულია წყვილებად ან მოკლე ჯაჭვებად. სპორების წარმოქმნის დროს მრავალი სახეობის კლოსტრიდიუმის უჯრედები იბერება და თითისტარის (აქედან სახელწოდება: ϰλωστήρ — თითისტარი), ჩოგნის ან დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხის ფორმას იღებს. ცნობილია 160-მდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული ბუნებაში: ნიადაგში, შლამში, დანალექ ქანებში, მტკნარ წყალსატევებში, ცხოველებისა და ადამიანის ნაწლავის ტრაქტში და სხვ. უმეტესი სახეობისათვის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 30–40°C-ია; იზრდებიან მხოლოდ ნეიტრალურ ან სუსტ ტუტე გარემოში.

კლოსტრიდიუმი
კლოსტრიდიუმი
Clostridium botulinum
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  Bacillota
კლასი:  Clostridia
რიგი:  Eubacteriales
ოჯახი:  კლოსტრიდიუმისებრნი
გვარი:  კლოსტრიდიუმი
ლათინური სახელი
Clostridium (Prazmowski, 1880)

ხასიათდებიან მეტაბოლიზმის მკვეთრად გამოხატული დუღილის ტიპით, რომლის დროსაც შეუძლიათ გადაამუშაონ სხვადასხვა ბუნებრივი ნაერთის უმრავლესობა. განსაზღვრული სუბსტრატების გამოყენების უნარის მიხედვით განარჩევენ საქაროლიტიკურ და პეპტოლიტიკურ კლოსტრიდიუმებს; პირველები ითვისებენ ძირითადად შაქარს, მეორენი — აზოტშემცველ ნაერთებს (მ.შ. ცილებსა და ამინომჟავებს). დუღილის პროცესში წარმოქმნიან მჟავებს (ერბომჟავა, ძმარმჟავა, რძემჟავა), სპირტებს (ბუტანოლი, ეთანოლი, იზოპროპანოლი), აგრეთვე აცეტონსა და აირებს ( და ). ამას გარდა, საქაროლიტიკური კლოსტრიდიუმები აფიქსირებენ ატმოსფერულ აზოტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანაერობულ პირობებში ორგანული და მინერალური ნაერთების გარდაქმნაში.

ზოგიერთი სახეობა არის ადამიანისა და ცხოველების საშიში დაავადებების (კლოსტრიდიოზი) გამომწვევი, მ.შ. აიროვანი განგრენისა (C. perfringens, C. histolyticum), ტეტანუსისა (C. tetani), ბოტულიზმისა (C. botulinum) და სხვა საჭმლისმიერი ტოქსიკოინფექციებისა (იხ. აგრეთვე ქვეთავი ცხოველთა კლოსტრიდიოზები). ბიოტექნოლოგიაში იყენებენ გამხსნელთა (მაგ., აცეტონისა და ბუტანოლის) პროდუცენტებად, აგრეთვე ზოგიერთი ფერმენტის მისაღებად, მ.შ. პექტინაზის, პროტეაზისა და ლიპაზის.

ცხოველთა კლოსტრიდიოზები

ცხოველთა კლოსტრიდიოზები ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც კლოსტრიდიუმის გვარის სახეობები იწვევენ. უმთავრესი გამომწვევები არიან: C. tetani (ტეტანუსი), C. botulinum (ბოტულიზმი), C. chauvoei (ემფიზემატოზური კარბუნკული), C. septicum, C. perfringens, C. novyi, C. sordellii (ავთვისებიანი შეშუპება, ბრადზოტი, ცხვრის ინფექციური ენტეროტოქსემია, ბატკნის ანაერობული დიზენტერია). ცხოველთა კლოსტრიდიოზების ძირითადი პათოგენეტიკური ფაქტორია ეგზოტოქსინები. მგრძნობიარეა ცხოველთა ყველა სახეობა, განსაკუთრული ამთვისებლობით გამოირჩევა წვრილი და მსხვილი რქოსანი საქონელი. დიაგნოსტიკა დაფუძნებულია სპეციფიკური შრატების დახმარებით ძირითადი ტოქსინის იდენტიფიკაციაზე, აგრეთვე გამომწვევების გამოვლენასა და მათ იდენტიფიკაციაზე (საკვებ გარემოში ზრდის თავისებურებების, ფერმენტაციული აქტივობის, სეროლოგიური თვისებების, ვირულენტობის, ტოქსიგენობის მიხედვით). სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის იყენებენ ჰიპერიმუნურ შრატებს, ანატოქსინებს, ფორმალინიანი ვაქცინებით. დაავადებაგადატანილ და ვაქცინირებულ ცხოველებს უყალიბდებათ უპირატესად ანტიტოქსიკური იმუნიტეტი.

სქოლიო

Tags:

ანაერობული ბაქტერიებიდანალექი ქანებილათინური ენამკმსპორატუტე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შუშანიკის წამებაჭადრაკიტყეაშშ-ის ისტორიამსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)კონსტანტინოპოლისამცხე-ჯავახეთის მხარერესპუბლიკადედამიწაპოპ-მუსიკამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითხევსურეთიჟირაფისებრნიქრომოსომაიგიატომიბრაზილიაფობიების სიანოდარ დუმბაძესაქართველოს გეოგრაფიაშველიბენიტო მუსოლინიიუნესკოთავისუფლების ქანდაკებარუსეთ-საქართველოს ომი (1921)სასანიანთა იმპერიამიხეილ ჯავახიშვილიწმინდა გიორგიგერგეტის სამების ეკლესიადავით VII ულუჩინეთის დიდი კედელიენდომეტრიოზიმსოფლიოს მოსახლეობაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიბაში-აჩუკი (ფილმი)იესო ქრისტეელექტრობავერცხლიასომთავრულიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაედუარდ შევარდნაძენარიყალაგიორგი IV ლაშათითაობასაქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამარქსიზმიზაფხულიმერკურიაზიაიბერიათბილისის ზღვაადამიანიკვადრატიხარებააფხაზეთიდელფინებიკორუფციასოკოებიანტარქტიდაფრანც შუბერტიხმოვანიკალათბურთიჰაერის დაბინძურებამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითნაცვალსახელისალომე ზურაბიშვილიპრიზმადათვიმონა ლიზაპრელუდია (სექსი)სასწორი (ასტროლოგია)ილია ჭავჭავაძეთავისუფლების მოედანი (თბილისი)ნიუტონის კანონები25 აპრილიკარლეს პუჩდემონი🡆 More