კლიფი

კლიფი, სანაპირო ბექობი (ინგლ.

კლიფი გავრცელებულია სანაპიროებზე, მთის რაიონებში, ესკარპებსა და მდინარეთა გაყოლებაზე.

კლიფი
დუვრის თეთრი კლდეები დიდ ბრიტანეთში
კლიფი
კლიფი

ჩვეულებრივ, ფორმირებულია ისეთი ქანების მიერ, რომლებიც მედეგია გამოფიტვისა და ეროზიის მიმართ. კლიფების ამგებელი დანალექი ქანებია ქვიშქვა, კირქვა, ცარცი და დოლომიტი. ხშირად კლიფების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ აგრეთვე მაგმური ქანებიც, მაშასადაბე, გრანიტი და ბაზალტი. განარჩევენ აქტიურ და მომკვდარ კლიფებს. აქტიურია ისეთი კლიფი, რომელიც თანადროულ დროში წყლის ტალღების გავლენით დანგრევას განიცდის, ხოლო მომკვდარი კლიფი თანამედროვე დროში აღარ ექვემდებარება ტალღების ზემოქმედებას. კლიფის საფუძველში ხშირად ზვირთცემის ნიში წარმოიქმნება.

კლიფი თანდათან იხევს უკან ხმელეთისაკენ, რაც ხელს უწყობს მის ძირში არსებული აბრაზიული ტერასის ზრდას სიგანეში. კლიფის ნაირსახეობას წარმოადგენს ესკარპი, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია რღვევებთან, მეწყერთან ან სხვადასხვა სიმტკიცის ქანების ფენების შერჩევით ეროზიასთან. კლიფების უმრავლესობას საფუძველში ფერდობული ჩამონაშალის ფორმა აქვს. სანაპირო ეროზიის შედეგია ზღვიური კლიფების წარმოშობა დამრეცი სანაპირო ზოლის გასწვრივ.

კლიფი გვხვდება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ირლანდიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, ისლანდიაში, უკრაინაში, აშშ და სხვა. კლიფი ზღვის სანაპიროდან კლდეებივით არის ამართული და სიმაღლეში ხშირად ასეულ მეტრს აღემატება. მაგ., ევროპაში არსებული კლიფები სიმაღლეში საშუალოდ 200-300 მ-ის ტოლია. აღსანიშნავია ირლანდიაში მდებარე ზღვის კლიფი — სლივ-ლიგი, რომლის მკვეთრი კლდეების სიმაღლე 596 მ აღწევს. ზოგჯერ კლიფებზე განლაგებულია არქეოლოგიური ძეგლებიც.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

გამოფიტვაეროზიაინგლისური ენამდინარემთიანეთისანაპირო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიტრიგანმანათლებლობამონა ლიზათავისუფლება (ფილოსოფია)თირკმელიკუნილინგუსიბუსეტყვამთლიანი შიდა პროდუქტიდინოზავრებიფრენბურთიზუგდიდიდაუნის სინდრომიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშარკა ბლუტაო-კლარჯეთიმყინვარწვერიგონიოს ციხეწინადადებაყაზბეგის მუნიციპალიტეტისაქართველოს დამოუკიდებლობის დღენაცვალსახელირიონიკაცხის სვეტიFacebookტოტალიტარიზმიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს მთებივირუსებიქართლის სამეფოჰედონიზმიქრისტეს თორმეტი მოციქულიჰარი პოტერიქანდაკებაგარემოს დაცვარენესანსიზვიგენებისამასი არაგველირომის იმპერიაარაბთა სახალიფოქართული მითოლოგიაოსმალეთის იმპერიაავილის მუნიციპალიტეტებიმელაბგერარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიეგზისტენციალიზმივლადიმერ ლენინიყინწვისის მონასტერიირლანდიახევისბერი გოჩაინდულგენციაოქროს საწმისიკოლოსეუმინიკოლა ტესლაჩონგურიჰექტარიბიბლიაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ნუცა ბუზალაძემარჯნის რიფისინონიმებისპილოსებრნიფობიების სიაგია ყანჩელიგიორგი მაზნიაშვილიჰარი პოტერი (პერსონაჟი)ლევიტანაპაბლო პიკასობარდა სკლიაროსისაფრანგეთის რევოლუციაგეორგიევსკის ტრაქტატიპლებისციტიადამიანიკანე კორსორაგბი🡆 More