ხმელეთი — დედამიწის ზედაპირის მონაკვეთი, რომელიც არ არის დაფარული მსოფლიო ოკეანისა და წყლის სხვა მეგა ობიექტებით.
ნებისმიერი კუნძულისა თუ კონტინენტის ხმელეთის მონაკვეთს, რომელიც წარმოდგენილია მსხვილი წყლის ობიექტებით (მაგალითად: მდინარეებით, ტბებითა და სხვ.) ამ შემთხვევაში, ასეთ მონაკვეთს, მაინც ხმელეთი ეწოდება.
დედამიწის საერთო ფართობის 149 მლნ. კმ² ხმელეთზე მოდის, რაც პროცენტული მაჩვენებლით შეადგენს დედამიწის ზედაპირის 29,2%-ს. დანარჩენი უდიდესი ნაწილი წყალს უკავია.
ხმელეთის ვრცელი უბნებია კონტინენტები, რომელთა რიცხვი შეადგენს შვიდს (ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია); თუ მას განვიხილავთ ქვეყნის ნაწილებად ექვსს: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიკა, ავსტრალია ოკეანეთით.
ხმელეთის საშუალო სიმაღლეა 875 მეტრი, ხოლო უმაღლესი წერტილი ევერესტი — 8848 მ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ხმელეთი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.