იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტი არის გამოცდის ერთ-ერთი ნაირ-სახეობა იაპონურ ენაში.
ტესტი განკუთვნილია იმ უცხოელთათვის, ვისთვისაც იაპონური არ არის მშობლიური ენა, არამედ შეისწავლის მას, როგორც მეორე, მესამე და ა.შ. უცხოურ ენას.
იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტის სტანდარტი 1984 წელს შეიმუშავეს იაპონიის ფონდში [kokusai kōryū kikin] 国際交流基金, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ენის დაუფლების დონის საფეხურებრივი კვალიფიკაცია. ეს ტესტი ძირითადად ადგენს გამოსაცდელი პირის წერა-კითხვისა და აუდირების უნარ-ჩვევებს.
იაპონური ენის ცოდნის დონეთა ტესტი იაპონური სახელწოდება არის [nihongo nōryoku shiken] 日本語能力試験, მაგრამ უცხოელთა შორის უფრო გავრცელებულია მისი ინგლისურენოვანი სახელწოდება, – Japanese Language Proficiency Test. შესაბამისად გავრცელებულია ინგლისური აბრევიატურაც JLPT, ანუ ჯეი-ელ-ფი-თი.
ტესტი იყოფა ოთხ განსხვავებულ დონედ, რომელსაც იაპონურად [kyū] 級 კჲუ ეწოდება.
დონე | ნაწილები | ხანგრძლივობა | ქულები | შინაარსი | მონაწილეთა (2006) აკადემიური წარმატებების პროცენტული კვოტა | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 級 | წერითი ვოკაბულარი აუდირება კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა მთლიანად | 40 წუთი 45 წუთი 90 წუთი 180 წუთი | 100 100 200 400 | (ზედა საფეხური(上級))
| მონაწილეთა საერთო რაოდენობა:
| |||
2 級 | წერითი ვოკაბულარი აუდირება კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა მთლიანად | 35 წუთი 40 წუთი 70 წუთი 145 წუთი | 100 100 200 400 | (საშუალო საფეხური (中級))
| მონაწილეთა საერთო რაოდენობა:
| |||
3 級 | წერითი ვოკაბულარი აუდირება კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა მთლიანად | 35 წუთი 35 წუთი 70 წუთი 140 წუთი | 100 100 200 400 | (საწყისი საფეხური (初級))
| მონაწილეთა საერთო რაოდენობა:
| |||
4 級 | წერითი ვოკაბულარი აუდირება კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა მთლიანად | 25 წუთი 25 წუთი 50 წუთი 100 წუთი | 100 100 200 400 | (საბაზისო ცოდნა (初級前半))
| მონაწილეთა საერთო რაოდენობა:
|
ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გამოცდის მონაწილეებს მიეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი იაპონიის ფონდისაგან (The Japan Foundation). სერტიფიკატების გაცემა ცენტრალიზებული წესით ხდება. სერტიფიკატების მიღების დრო ერთ წლამდეა გასაზღვრული.
This article uses material from the Wikipedia ქართული article იაპონური ენის უნარ-ჩვევათა ტესტი (JLPT), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.