T.jl იაპონური ენა

იაპონური ენის ტესტი (შემოკლებით T.JL , – Test of Japanese Language) არის გამოცდის ერთ-ერთი სახე, რომელიც მიზნად ისახავს არაიაპონელ, უცხოელ მოქალაქეთა ენობრივი კომპეტენციების შემოწმებას წინასწარ შემუშავებული გარკვეული სტანდარტის მიხედვით.

ტესტის სახელწოდება გავრცელებულია ინგლისური შემოკლების T.JL, თი-ჯეი-ელის მიხედვით. მისი ძველი სახელწოდება კი არის ToJFL, – Test of Japanese as Foreign Language, რაც ქართულად „იაპონურის როგორც უცხო ენის ტესტი“ ითარგმნება.

თი-ჯეი-ელის ტესტები საშუალებას იძლევა არსებობდეს იაპონური ენის ცოდნის სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება უცხოელთა ცოდნის შემოწმება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. წარმატებული კურსდამთავრებულნი მიიღებენ სერთიფიკატ „The Japan Connection“-ს.

ევროპის კონტინენტზე ამ საქმეს მსახურებს „საფრანგეთ-იაპონიის საზოგადოება“ („Societé France-Japon“ (SFJ)), რომლის შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს, მონმარტრზე. 1995 წლიდან „იაპონია-საფრანგეთის საზოგადოება“-ს უფლება აქვს ჩაატაროს თი-ჯეი-ელის ტესტები.

სტრუქტურა და შინაარსი

ტესტი სირთულის მიხედვით შეიცავს 7 განსხვავებულ კიუს. (იაპონურად [kyū] კიუ = დონე); დონე VII უმარტივესი, ხოლო დონე I კი ურთულესი არის. შესასრულებელი სავარჯიშოები ე.წ. მრავალჯერადი, ან მრავალგვარი არჩევნის (Multiple-Choice) პრინციპითაა აგებული.

კურსის მონაწილეთა ცოდნა მოწმდება დიალოგების, ტრიალოგების და ა.შ. აუდირების მეშვეობით, მაგრამ ტესტი შეიცავს ასევე გადასწყვეტ სავარჯიშოებს გრამატიკაში, დიდი ყურადღება ექცევა სიტყვათა მარაგს.

გარდა ამისა, კურსის მონაწილენი მოწმდებიან იაპონიის კულტურისა და ისტორიის ცოდნაში. სწორედ ეს უკანასკნელი პუნქტი განასხვავებს იაპონური ენის დღევანდელ ტესტს - T.JL-ს, იაპონური ენის მანამდელი ToJFL-ის ტესტისაგან-ისაგან.

თი-ჯეი-ელის მოსამზადებელი კურსების სასწავლო გეგმიური

დონე შინაარსი ცოდნა შენიშვნა
1 級
იკკჲუ
წერითი ვოკაბულარი,
აუდირება,
კითხვითი უნარ-ჩვევები, გრამატიკა,
სამეტყველო უნარ-ჩვევები,
ყოველდღიურობის ცოდნა.
მთავარი თემა: იაპონური ლიტერატურა.
2.000 კანჯი.
10.000 ლექსიკური ერთეული.
500 აკადემიური საათი, გაკვეთილი.
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 4 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 70%
2 級}}
ნიკჲუ
წერითი ვოკაბულარი,
აუდირება,
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა,
სამეტყველო უნარ-ჩვევები.
„იაპონიის ისტორია დღემდე“,
ყოველდღიურობის ცოდნა.
მთავარი თემა: იაპონური ხელოვნება
1800 კანჯი.
7.000 ლექსიკური ერთეული.
300 აკადემიური სთ., გაკვეთილი
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 70%
3 級
სანკჲუ
წერითი ვოკაბულარი,
აუდირება,
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა,
სამეტყველო კომპეტენციები,
„იაპონიის ისტორია 1945 წლამდე“,
ყოველდღიურობის ცოდნა.
მთავარი თემა: რელიგიები იაპონიაში
1500 კანჯი.
5.000 ლექსიკური ერთეული.
300 აკადემიური სთ., გაკვეთილი
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 70%
リスニング გამოცდა აუდირებაში – 40 მოსამზადებელი სთ. - გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 1 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 85%
4 級
ჲონკჲუ
წერითი ვოკაბულარი,
აუდირება,
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა,
სამეტყველო კომპეტენციები,
„იაპონიის ისტორია 1935 წლამდე“,
ყოველდღიურობის ცოდნა.
მთავარი თემა: იაპონური ხელოვნება
1.200 კანჯი.
3.500 ლექსიკური ერთეული.
250 აკადემიური სთ., გაკვეთილი
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 70%
5 級
გონკჲუ
წერითი ვოკაბულარი,
აუდირება,
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა,
„იაპონიის ისტორია 1800 წლამდე“,
ყოველდღიურობის ცოდნა.
მთავარი თემა: იაპონიის ეკონომიკა
950 კანჯი.
2.000 ლექსიკური ერთეული.
250 აკადემიური სთ., გაკვეთილი
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 60%
6 級
როკუკჲუ
წერითი ვოკაბულარი,
აუდირება,
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა,
„იაპონიის ისტორია ქრისტეს დაბადებიდან 1500 წლამდე“,
ყოველდღიურობის ცოდნა.
მთავარი თემა: შინტო და ბუდიზმი
650 კანჯი.
1.000 ლექსიკური ერთეული.
150 აკადემიური სთ., გაკვეთილი
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 60%
漢字実科
აგრეთვე:
実科 კანჯი
შესავალი კანჯიში ცნებათა დეფინიციები (მაგ. ლოგოგრამები და პიქტოგრამები, რადიკალები,)
ჰანჯისა და ჰანჯას განმარტებები,
ტრანსკრიბირების სისტემები,
300 კანჯი
წერითი სავარჯიშოები,
40 აკადემიური სთ., გაკვეთილი
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 1 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 70%
კანა 才能
მარცვლოვანი ანბანის სახეობები: ჰირაგანა და კატაკანა ორივე მარცვლოვანი ანბანი.
25 აკადემიური სთ., გაკვეთილი
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 1 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 95%
7 級
შიჩიკჲუ
წერითი ვოკაბულარი,
აუდირება,
კითხვითი კომპეტენციები და გრამატიკა,
„იაპონიის ისტორია ქრისტეს დაბადებიდან 1000 წლამდე“,
გეოგრაფიული ცოდნა,
ყოველდღიურობის ცოდნა
60 კანჯი.
400 ლექსიკური ერთეული.
40 აკადემიური სთ., გაკვეთილი
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ.
ჩასაბარებლად საჭიროა: 60%

იხილეთ აგრეთვე

Tags:

აბრევიატურა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თემურლენგის ლაშქრობები საქართველოშილუდვიგ ვან ბეთჰოვენიფოცხვერიმარჯნის რიფინივთიერებაირანიმიგრაციავერძი (ასტროლოგია)მასონობასოკოებიმიწისძვრაგრემიალექსანდრე ჭავჭავაძელუი XIVეპითეტიკასპიის ზღვაპუნიკური ომებიარგენტინასისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშვედეთიჭადრაკიცვალებადობათა ფორმებინაცვალსახელინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)შიომღვიმეაფხაზური ენაკავკასიონიწითელი წიგნივენეციაგიორგი ლეონიძეYandexსამანიშვილის დედინაცვალიტემპერამენტის ტიპებიკალათბურთიქართვლის დედაძველი ეგვიპტესაქართველო XV საუკუნეშილევანის ტბაათონის ივერთა მონასტერი30 აპრილისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაავსტრალიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისპილოსებრნიკონცეფციაალექსანდრე მაკედონელილომისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიაფხაზეთის ისტორიავანიქვათახევიფარსმან II ქველიდედამიწაიოსებ სტალინიტაო-კლარჯეთიასტიგმატიზმისოხუმიხალხთა დიდი გადასახლებამიხეილ მესხის სტადიონიეგზისტენციალიზმითერგდალეულებილევან სამხარაულიახალი ზელანდიაპროტესტანტული რეფორმაციასაქართველოს სახელმწიფო გერბიგულინაწლავებიაბრეშუმის დიდი გზააფხაზებიმორზეს ანბანიინგლისური ენასიღნაღიმოსაზღვრე პიროვნების აშლილობაშინაური კატააპენდიციტიგიორგი მაზნიაშვილი🡆 More