სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი

თამარ მეფის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარ მეფის ორდენი (განთავისუფლების კომიტეტი).

ორდენი საქართველოს მეფის, თამარ მეფის სახელობისაა. დამტკიცებულია 2009 წლის 31 ივლისის საქართველოს პარლამენტის № 1553 დადგენილებით. პირველი ორდენი 2011 წლის 2 სექტემბერს მიენიჭა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს, „ბრწყინვალების ორდენის“ კა­ვალერს, ცნობილ ქართველ სოპრანოს ლამარა ჭყონიას.

თამარ მეფის ორდენი
სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი
სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტიპიორდენი
სტატისტიკა
დაწესების თარიღი31 ივლისი, 2011
რიგითობა
მაღალი ჯილდოდავით აღმაშენებელის ორდენი
დაბალი ჯილდობრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

აღწერა

თამარ მეფის ორდენი არის 585 სინჯის ოქროს 100-გრამიანი ვარსკვლავი. თამარ მეფის ორდენი და მისი ესკიზი დამზადებულია ლიეტუვის ზარაფხანაში.

ორდენის ავერსი — დიდი ვარსკვლავი არის თეთრი მინანქრით, ბოლოები აქვს ოქროსფერი, ფონად დომინირებს მწვანე მინანქარი. ასევე გამოყენებულია ოქროსფერი და შავი. ცენტრში რელიეფურად (ამოწეული) გამოსახულია თამარ მეფე, გარშემო წითელი მინანქარია გამოყენებული წარწერით: „თამარ მეფე“. ქვემოთ აქვს დამუშავებული ორნამენტი. ვარსკვლავი ოქროს ყუნწით მოძრავად უკავშირდება სამაგრის რგოლს. ოქროს რგოლი ხისტად არის დაკავშირებული სამაგრთან. სამაგრის რგოლი არის მწვანე მინანქრით.

ორდენის რევერსი — ცენტრში ოქროსფერ ფონზე რელიეფურად (ამოწეული) გამოსახულია საქართველოს გერბი. გერბის გარშემო არის წრე, რომელიც დამუშავებულია ორნამენტებით. ორდენის ბაფთა არის წითელი და თეთრი.

ორდენით დაჯილდოებულები

იხილეთ აგრეთვე

  • ამავე სახელით 1915 წელს საქართველოს გარეთ შექმნილმა „განთავისუფლების კომიტეტმა“ შექმნა ჯილდო — თამარ მეფის ორდენი — რომლითაც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის სამხედრო და სამოქალაქო პირების ჯილდო იყო.

სქოლიო

Tags:

სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი აღწერასახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი ორდენით დაჯილდოებულებისახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი იხილეთ აგრეთვესახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი სქოლიოსახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი200931 ივლისიბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითამარ მეფელამარა ჭყონიაორდენისაქართველოსაქართველოს პარლამენტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჯიქიპოლიმერებიდემეტრე II თავდადებულიერეკლე II-ის ოჯახიბათუმის ბოტანიკური ბაღიდანიაზვიად გამსახურდიაჯაბა იოსელიანისატურნისულხან-საბა ორბელიანიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემასანქტ-პეტერბურგიოქტავიანე ავგუსტუსილუი XIVბუნებრივი გადარჩევახვიჩა კვარაცხელიაენერგიარეზოლუციაკუბური მეტრიაპენდიციტიკონსერვატიზმიუჯრედიანტარქტიდატონაიგავ-არაკიდიდი პარასკევინოე ჟორდანიაკორუფციაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიევროპა-აზიის საზღვარიასტიგმატიზმისოფლის მეურნეობაფსორიაზიზაფხულისასანიანთა იმპერიასაქართველოს სამხედრო წოდებებისუვერენიტეტინიკო ნიკოლაძელუქსემბურგიფემინიზმისაქართველოს სახელმწიფო გერბიირემიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაფესახიპერსონალური კომპიუტერისვანური ენაპლურალიზმივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიგანმანათლებლობანაციონალიზმილაშა ტალახაძემეორე მსოფლიო ომიყინწვისის მონასტერიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიქვეყნების სიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდიდი ხუთშაბათიქართლ-კახეთის სამეფოლაშა ბექაურირუსეთ-საქართველოს ომი (2008)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიაფრიკის ქვეყნების სიასიმონ Iოცდაათწლიანი ომიქიმიური რეაქციაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიგიორგი მაზნიაშვილივარძიაქეთო და კოტე (ოპერა)ნაპოლეონის ომებიჰეკლათითაობაზედსართავი სახელიგიორგი V ბრწყინვალეკუთხემარქსიზმი🡆 More