მედეა ამირანაშვილი

მედეა პეტრეს ასული ამირანაშვილი (დ.

10 სექტემბერი, 1930, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2023, იქვე) — ქართველი მომღერალი (ლირიული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971), სსრკ სახალხო არტისტი (1976). ღირსების ორდენის კავალერი (1997).

მედეა ამირანაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1930
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 2 დეკემბერი, 2023 (93 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა საოპერო მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაიბადა გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერლების პეტრე ამირანაშვილისა და ნადეჟდა ცომაიას ოჯახში. 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ს. ინაშვილის კლასი). იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“), რის შემდეგ ამ თეატრის წამყვანი სოლისტია და ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“), მზია (თაქთაქიშვილის „მინდია“), ლელა (ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი„), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“ და „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური“ და „ტრავიატა“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“) და სხვა. ამირანაშვილისთვის დამახასიათებელია ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა.

1972 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში, 1982 წლიდან — პროფესორი. 1991-2006 წლებში იყო ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

2016 წელს ლეგენდარულ სოპრანოს ვარსკვლავი გაუხსნეს თბილისის ოპერის თეატრის წინ.

მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა 2023 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მედეა ამირანაშვილი ბიოგრაფიამედეა ამირანაშვილი ჯილდოები და აღიარებამედეა ამირანაშვილი ლიტერატურამედეა ამირანაშვილი რესურსები ინტერნეტშიმედეა ამირანაშვილი სქოლიომედეა ამირანაშვილი10 სექტემბერი19301965197619972 დეკემბერი2023თბილისისაქართველოს სსრ სახალხო არტისტისოპრანოსსრკ სახალხო არტისტიქართველებიღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კატალიზატორიორალური სექსიაფრიკის ქვეყნების სიაჩარლი ჩაპლინიინსულტირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)გურიაანა კალანდაძესოფლის მეურნეობაჩრდილოეთი ამერიკადისკრიმინაციაობობებიშარკა ბლუილია IIმთაწმინდამეტაფორაანდრია მოციქულიფარავანიეპილეფსიაადაპტაციასინონიმებიიგლუსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკალუდვიგ ვან ბეთჰოვენიკონცეფციასაქართველოს პრეზიდენტიინგლისიგაერთიანებული სამეფოვანიბრუნებაზოდიაქოერთეულთა საერთაშორისო სისტემაამერიკასამეგრელოზედსართავი სახელინავთობიფუტკრებისაბეჭდი მანქანასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024სსრკ-ის დაშლავეტოსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკანაწლავებიალკოჰოლური სასმელიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემატყეგიორგი ანწუხელიძეიოჰან სებასტიან ბახიბრაზილიაგამზრდელი (პოემა)ბალდუინ IV იერუსალიმელიკატანაკრძალირკინაბუალეკო ელისაშვილიმიხეილ ხერგიანიტუტე ლითონებიჰაერისაქართველო XVIII საუკუნეშინიანგებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ავტომობილიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგავიქტორ გოცირიძებელგიაბერძენ-სპარსელთა ომებიუცხოური აგენტების კანონისათბურის ეფექტიმაიმუნებითბოგამტარობა1924 წლის აგვისტოს აჯანყებაენცეფალოპათიაკაცხის სვეტირელიგია საქართველოშიჭადრაკი🡆 More