გურამ ჩაგანავა (დ.
25 დეკემბერი, 1941, უგლოვოე) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000).
გურამ ჩაგანავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1941 |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1969 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის ფაკულტეტი.
1981-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1982 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელ უნივერსიტეტში). 2009 წლიდან — შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2010 წლიდან — სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით რამდენიმე წელია უნივერსიტეტში მოქმედებს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. მისი რამდენიმე სტატია ეძღვნება ენათმეცნიერებისა და ისტორიის საინტერესო პრობლემატიკას. გამოსაცემად მზადდება სოციალური ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სალექციო კურსები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება მისივე ექსპერიმენტულ და პრაქტიკულ გამოკვლევებს. კითხულობს სალექციო კურსებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში, ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომებს, სისტემატიურად მონაწილეობს პროფესორ-მასწავლებელთა საუნივერსიტეტო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, რედაქტორობს პერიოდულ გამოცემას „ფსიქოლოგიური გამოკვლევები“, არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და პედაგოგიკის დარგის სპეციალიზირებული საბჭოს წევრი და უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი.
სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1995 წელს „პროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები“.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გურამ ჩაგანავა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.