გუად-იხუ

გუად-იხუ — გორა ქალაქ სოხუმის ტერიტორიაზე (43°01′09″ ჩ. გ.

41.02511° ა. გ. / 43.01933; 41.02511), სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა ხანის არქეოლოგიური ძეგლები. 1935, 1951-1953 და მომდევნო წლებში გუად-იხუს წვერზე ზედაპირულად აკრეფილია მუსტიეს ეპოქის ნუკლეუსები და ანატკეცები (მიხეილ ივაშჩენკო, მიხეილ თრაფში, ვადიმ ბჟანია). იქვე გაითხარა გვიანდელი ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი (ძვ. წ. IV - III ათასწლეული). ნაპოვნია ქვის და კაჟის შრომისა და ბრძოლის იარაღი, ტყვიის ზოდები, ბრტელძირა ან ქუსლიანი, ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი, რომელთა ზედაპირი უმეტესად ანგობიანია.

გუად-იხუს წვერზე, აღმოსავლეთ მხარეს, ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ცული და სპოლენძის წიდები. აქვე გაითხარა ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის 2 საცხოვრებელი სახლი და სამარხი, სადაც ბრინჯაოს 2 ბრტყელი სეგმენტისებრი იარაღი აღმოჩნდა.

მნიშვნელოვნაია გუად-იხუს ანტიკური ხანის (ძვ. წ. VI-III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამოსახლარზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, პირამიდული საწაფები, აგრეთვე იმპორტული შავლაკიანი კერამიკისა და მცირეაზიური კულტურის ცენტრებიდან შემოტანილი კრემაციულ სამარხებში იყო რკინის იარაღი (მახვილები, სატევრები, ცულ-ჩაქუჩები, მასრიანი შუბისა და ხელშუბის პირები), ბრინჯაოს და მინის სამკაული, სავარცხლისეული ტალღოვანი სახეებით შემკული თიხის დოქრბი და ქოთნები, იმპორტული კერამიკა.

ლიტერატურა

  • გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 285.
  • Воронов Ю. Н., Археологическая карта Абхазии, Сух. 1969;
  • Иващенко М., М., Исследование архаических памятников материальной культуры в Абхазии, «Известия Научно-исследовательского института кавказоведения», 1935, в. 3;
  • Транш М. М., Некоторые итоги археологиыеского исследования в Сухуми в 1951-1953 гг., «Советская археология», 1955, в. 23;

Tags:

ანატკეციბრინჯაოს ხანაგორაენეოლითიმუსტიეს კულტურასოხუმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიხეილ ლომონოსოვიღამურასვანეთიკორუფციავარძიატროპიკული სარტყლებირუსეთის იმპერიაგასტრიტიბალბაგიორგი II (საქართველოს მეფე)იოსებ სტალინიტრეფიკინგითურქეთიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემააკაკი წერეთელიუნგრეთიგალაკტიონ ტაბიძესაქართველოს სახელმწიფო დროშამეიოზიჰიმალაიგანათლება საქართველოშისაქართველოს ტერიტორიული მოწყობააღდგომალონდონიყივანახველაუფლისციხეთბილისის პანსიონებიეგზისტენციალიზმიზუგდიდიზაქარია ფალიაშვილიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაჰიდრავლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაეთიოპიაგურამ დოჩანაშვილიანა კალანდაძეინფორმაციაფუტურიზმიქართლის გაქრისტიანებამურა დათვიკილიმანჯაროდედოფალაჯიხვისიმკვრივესაფრანგეთი25 აპრილიმსოფლიო მიზიდულობის კანონიტერორიზმისაქართველო VI საუკუნეშიქაქუცა ჩოლოყაშვილიგიორგი IV ლაშადემეტრე II თავდადებულიუჯრედირელიგია საქართველოშიბაგრატიონებიჩრდილოეთი ამერიკამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითთბილისის მეტროპოლიტენიანანურის ციხეეთერ ლიპარტელიანისოკოებისამეგრელოდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიშინაური ძაღლიჰიპერბოლა (ენა)ვიტამინებინიკა არაბიძეშენგენის ზონამერწყულივახტანგ VIმარკ ტვენივლადიმერ ლენინიარაბთა სახალიფოპაოლო იაშვილისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაბზობა🡆 More