ხუთი ფუტი და ორი დუიმი

გაგა: ხუთი ფუტი და ორი დუიმი (ინგლ.

ფილმი ასახავს მისი მეხუთე სტუდიური ალბომის Joanne (2016) შექმნისა და გამოშვების პროცესს. მასში აგრეთვე ნაჩვენებია გაგას მზადება სუპერ-ბოულ LI-ის შუალედური შოუსათვის. ფილმის რეჟისორი არის ვიზუალური მხატვარი კრის მუკარბელი. მისი პრემიერა შედგა 2017 წლის 8 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო მოგვიანებით 22 სექტემბერს ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს მასშტაბით Netflix-ზე.

„გაგა: ხუთი ფუტი და ორი დუიმი“
ხუთი ფუტი და ორი დუიმი
ჟანრი დოკუმენტური
რეჟისორი კრის მუკარბელი
პროდიუსერი
  • ბობი კემპბელი
  • კრის მუკარბელი
  • ჰეტერ პარი
  • ლედი გაგა
როლებში ლედი გაგა
მონტაჟი გრეგ არატა
სტუდია
  • Live Nation Productions
  • Mermaid Films
დისტრიბუტორი Netflix
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური

სიუჟეტი

Netflix-ის თანახმად, ფილმი არის სინემა ვერიტის სტილის, რომლის გათვალისწინებით იგი მაყურებელს აძლევს შანსს, დაინახოს გაგას ერთი წლის ცხოვრების „გაუფილტრავი, უკანა-სცენები“, რომელშიც ნაჩვენებია მისი მეხუთე სტუდიური ალბომის Joanne (2016) შექმნისა და გამოშვების პროცესი. ფილმში ნაჩვენები მრავალი მოვლენა ასახავს მის პროფესიულ გამოცდილებას, მოულოდნელ შეხვედრებს გულშემატკივრებთან და მის ბრძოლას ფიბრომიალგიისგან გამწვეული მწვავე სხეულის ქრონიკულ ტკივილთან. ფილმი მაყურებელს აგრეთვე სთავაზობს კრიტიკოსების მიერ აღიარებული სუპერ-ბოულ LI-ის შუალედური შოუს შესრულების მზადების პროცესს. დამატებით ფილმში აგრეთვე ნაჩვენებია გაგას შინაური ცხოვრება და ტელესერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეექვსე სეზონის,„როანოკის“ გადაღებები. სხვადასხვა საკითხებთან ერთად გაგა აგრეთვე განიხილავს მის დაპირისპირებას ამერიკელ მომღერალ მადონასთან.

როლებში

  • ლედი გაგა
  • ენჯელინა კალდერონე ჯერმანოტა, ბებია
  • სინტია ჯერმანოტა, დედა
  • ჯო ჯერმანოტა, მამა
  • ნატალი ჯერმანოტა, და
  • სონია დურჰემი, Haus of Gaga-ს წვერი და მეგობარი
  • ბობი კემპბელი, მენეჯერი
  • ტონი ბენეტი, მუსიკოსი
  • ბრაიან ნიუმანი, მუსიკოსი
  • ფლორენს უელჩი, მუსიკოსი
  • BloodPop, პროდიუსერი
  • მარკ რონსონი, პროდიუსერი
  • რიჩი ჯექსონი, ქორეოგრაფი
  • ფრედერიკ ასპრისი, თმის სტილისტი
  • რუთ ჰოგბენი, კინორეჟისორი
  • დონატელა ვერსაჩე, მოდის დიზაინერი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

ხუთი ფუტი და ორი დუიმი  კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.

Tags:

ხუთი ფუტი და ორი დუიმი სიუჟეტიხუთი ფუტი და ორი დუიმი როლებშიხუთი ფუტი და ორი დუიმი რესურსები ინტერნეტშიხუთი ფუტი და ორი დუიმი სქოლიოხუთი ფუტი და ორი დუიმიJoanne (ალბომი)Netflixდოკუმენტური ფილმიინგლისური ენალედი გაგატორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კანონიერი ქურდითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშინიკო ფიროსმანიმუნიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაერთიანი ნაციონალური მოძრაობაცილები26 აპრილიმარილებიფობიების სიალეიკოციტოზიცოტნე დადიანისაქართველოს სამეფოჯუზეპე ვერდიალბერტ აინშტაინისანტიმეტრიკორდილიერებიმელა9 აპრილის ტრაგედიაჯორჯ გერშვინიქუთაისიეკოლოგიანიკოლოზ ბარათაშვილიშენგენის ზონაბარსელონანიკიტა ხრუშჩოვიმიწისძვრალოგისტიკაშველისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ანტარქტიდაინფორმაციაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიბათუმიჟირაფისებრნიოცდაათწლიანი ომიმტირალას ეროვნული პარკიბარდა სკლიაროსირესპუბლიკაბახტრიონის ბრძოლაჰოლოკოსტიტყეგოგონა მარგალიტის საყურითაშშ-ის სამოქალაქო ომიკეთილშობილი ირემიმთაწმინდაზევსიბუღა თურქის შემოსევაბალბასამკურნალო მცენარეებიფემინიზმიალკანითავისუფლების მოედანი (თბილისი)სალამურიჰიდრავლიკაილია IIფოლკლორიმონა ლიზანახშირწყლებიაფხაზებიეთერ ლიპარტელიანიფრიდერიკ შოპენითბილისის ბოტანიკური ბაღიწმინდა სამების საკათედრო ტაძარირელიგია საქართველოშიმაცივარი25 აპრილისულხან-საბა ორბელიანილარიდედა ენამღრღნელებისაქართველოს ქალაქებიდისკრიმინაციაამიერკავკასიური ზაზუნა29 აპრილიესპანეთიევროკომისიაილონ მასკი🡆 More