ბეტა-ნაწილაკი (β-ნაწილაკი) — ბეტა-დაშლის დროს ატომთა ბირთვის მიერ გამოტყორცნილი ელექტრონი და პოზიტრონი.
რადიოაქტიური სხივების ფიზიკური ბუნების, წარმოშობის, აგრეთვე, ატომის აგებულების შესწავლაში უდიდესი როლი შეასრულა ინგლისელმა მეცნიერმა ე. რეზერფორდმა. 1903 წელს ე. რეზერფორდმა და ფ. სოდმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ რადიოაქტიური გამოსხივება გამოწვეული იყო რადიოაქტიური ნივთიერების ატომების თავისთავადი დაშლით. ამ ჰიპოთზის თანახმად რადიოაქტიური ელემენტის ატომები, ჩვეულებრივი სხვა ელემენტების ატომებისაგან განსხვავებით, არამდგრადია და დროთა განმავლობაში თავისთავად იშლება. შემდგომმა გამოკვლევებმა ეს ჰიპოთეზა დაადასტურა.
ე. რეზერფორდმა რადიუმის მცირე ნაჭერი მოათავსა ტყვიის სხეულის ვიწრო ხვრელის ფსკერზე. ხვრელიდან გამოსული სხივები გაატარა B ინდუქციის ერთგვაროვან მაგნიტურ ველში, ხოლო ველიდან გასულ სხივებს დაუხვედრა C ფოტოფირფიტა. ფოტოფირფიტის გამჟღავნებისას აღმოჩნდა, რომ რადიუმი ასხივებდა სამ სხვადახვა ბუნების სხივებს. ამ სხივებს α- (ალფა), β- (ბეტა) და γ- (გამა) სხივები უწოდეს. α- და β-სხივები მაგნიტურ და ელექტრულ ველში იხრება ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ამ სხივების მატარებელ ნაწილაკებს აქვთ სხვადასხვა ნიშნის მუხტები. γ-სხივები მაგნიტურ და ელექტრულ ველში არ გადაიხრება, ამიტომ, ამ სხივებს მატარებელ ნაწილაკებს მუხტი არ გააჩნია.
β-ნაწილაკებისათვის რეზერფორდმა დაადგინა, რომ ისინი წარმოადგენენ ელექტრონების ნაკადს: კგ, ხოლო კ. β-ნაწილაკები რადიუმიდან ამოდიან დაახლოებით 270 000 კმ/წმ სიჩქარით, ამიტომ, მათ აქვთ დიდი კინეტიკური ენერგია. α-ნაწილაკებთან შედარებით β-ნაწილაკები ნაკლებად შთაინთქმება ნივთიერებაში გავლისას. მათ შეუძლიათ 3 მმ სისქის ალუმინის ფირფიტის განჭოლვა, რადგან ისინი ადვილად ძვრებიან ატომურ ფენებში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბეტა-ნაწილაკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.