აფხაზეთის კომუნისტური პარტია

აფხაზეთის კომუნისტური პარტია (აფხ.

აფხაზეთის კომუნისტური პარტია არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტი.

დაარსდა 1994 წელს. პარტიის თავმჯდომარეა ლევ შამბა, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი – ენვერ კაპბა. პარტიის წევრები გარდა მუშებისა და გლეხებისა არიან მინისტრები, სახელმწიფო კომპანიების თავმჯდომარეები, დეპუტატები.

პარტიას აქვს თავისი ბეჭდვითი ორგანო – გაზეთი „პრავდა აბხაზიი“. აფხაზეთის ყველა ქალაქსა და რაიონში ფუნქციონირებს საქალაქო და რაიონული კომიტეტები. აფხაზეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების კურსს. პარტიის ხელმძღვანელობას აქვს კონტაქტები რუსეთისა და დსთ-ის იდეოლოგიურად მონათესავე სტრუქტურებთან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხში პარტიის პოზიციისა და ხედვის გავრცელების მიზნით. პარტიის აზრით, აფხაზეთში რუსეთის როლის დასუსტების შემთხვევაში სულ უფრო მეტად გაიზრდება თურქეთის გავლენა. პარტიას ჰყავს 2000 წევრი.

ისტორია

1994 წელს შეიქმნა „აფხაზეთის კომუნისტური პარტია“, როგორც დამოუკიდებელი პარტია. მხარს უჭერდა სეპარატისტული რესპუბლიკის ხელისუფლებასა და დე–ფაქტო პრეზიდენტს, ვლადისლავ არძინბას. მჭიდროდ თანამშრომლობდა რესპუბლიკურ პარტიასთან – „აფსნი“.

1997 წელს ჩატარდა აფხაზეთის კომუნისტური პარტიის II ყრილობა, რომელზედაც ახალი წესდება და პროგრამა მიიღეს.

1999 წლის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტური პარტია და პარტია „აფსნი“ საერთო პლატფორმით გამოდიოდნენ. მათი თანამშრომლობა შემდგომშიც გრძელდებოდა. 2009 წლის 12 დეკემბრის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტურმა პარტიამ, სარეგისტრაციო ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, საკუთარი კანდიდატის წამოყენება ვერ მოახერხა, რის გამოც პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ წამოყენებულ სერგეი ბაგაფშის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

აფხაზეთის კომუნისტური პარტია მომხრეა აფხაზეთის დამოუკიდებლობის და შერეული ეკონომიკის. მხარს უჭერს ხელისუფლებას და მას მხოლოდ კონკრეტულ საკითხებში აკრიტიკებს. პარტიამ, რეგიონის სხვა კომუნისტებისგან განსხვავებით, დაგმო სტალინის მემკვიდრეობა.

საგარეო ურთიერთობები

აფხაზეთის კომუნისტურ პარტიას მჭიდრო კონტაქტები აქვს რუსეთის კომუნისტურ წრეებთან. ის გაწევრიანებულია კომუნისტური პარტიების კავშირი – საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიასთან (Союз коммунистических партий — Коммунистическая партия Советского Союза [1]), რომლის ლიდერიც იყო ოლეგ შენინი. საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიის XXXIV ყრილობის მიერ არჩეულ საბჭოში აფხაზეთის კომუნისტურ პარტიიდან შედიან ლევ შამბა, პაჩ ვარციცი და ალექსანდრე ტრუბიცინი, საკონტროლო–სარევიზიო კომისიაში – იური შამბა.

ლიდერები

პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნები:

ლიტერატურა

  • კვარაცხელია, ბ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის ორგანიზაცია სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარებისათვის ბრძოლის პერიოდში (1946-1950 წწ.), დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად / სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის სკკპ ისტ. კათედრა. - თბ., 1971;
  • გოგატიშვილი, დ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის პარტიული ორგანიზაციის ბრძოლა სოციალისტურ მშენებლობაში ქალთა ჩაბმისათვის (1921-1941 წწ.), დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად / საქ. კპ ცკ არსებული პარტიის ინ-ტი-სკკპ ცკ არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ფილიალი. - სოხუმი, 1972;
  • საქართველოს კ.პ.(ბ) აფხაზეთის XVIII საოლქო პარტიული კონფერენცია / საბჭოთა აფხაზეთი. - სოხუმი, 1949;
  • Дзидзария Г. А. «Ефрем Эшба», Москва 1967.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

აფხაზეთის კომუნისტური პარტია ისტორიააფხაზეთის კომუნისტური პარტია საგარეო ურთიერთობებიაფხაზეთის კომუნისტური პარტია ლიდერებიაფხაზეთის კომუნისტური პარტია ლიტერატურააფხაზეთის კომუნისტური პარტია რესურსები ინტერნეტშიაფხაზეთის კომუნისტური პარტია სქოლიოაფხაზეთის კომუნისტური პარტია1994აფხაზეთიაფხაზური ენაენვერ კაპბა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო XVI საუკუნეშითბილისის ზღვასაქართველოს თავდაცვის ძალებისალამურითვითმფრინავის ბიჭების საქმეევერესტიადამიანიჰიდროცეფალიამარჯნის რიფივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)წითელაკონცეფციაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისოკრატებაში-აჩუკი (ფილმი)კლიმატინიკოლა ტესლაეგზისტენციალიზმიიუნესკოკანონიერი ქურდიკახა კალაძეკარლეს პუჩდემონიდათვიროდოსის კოლოსიგლობალიზაციაპრელუდია (სექსი)საქართველო IX-X საუკუნეებში1832 წლის შეთქმულებაძაღლითბილისის ისტორიაოგანესონიბიპოლარული აშლილობანატურალური რიცხვიალკოჰოლიზმიმიხეილ ჯავახიშვილიმარსისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიქრომოსომატერენტი გრანელირეზოლუციამარშალის გეგმაალჟირისასმელი წყალიზებულონინიადაგიაბსცისასისხლიგიორგი II (საქართველოს მეფე)პუნიკური ომებიევროპამსოფლიოს მოსახლეობახეოფსის პირამიდაჭიამაიასებრნიგიორგი მამარდაშვილიარაგვიპორტუგალიაბახტრიონი (პოემა)ენგურის ჰიდროელექტროსადგურიბარდა სკლიაროსიირანისომხური სამოციქულო ეკლესიალეიკოციტებიევროპის საბჭორელიგიადავით გურამიშვილიდავით კაკაბაძეირლანდიაგიორგი სააკაძეჭადრაკიპოლიმერებიალაზანიქვეწარმავლებიგიორგი ლეონიძესერვიტუტი (უფლება)არაბობა საქართველოშიძველი ეგვიპტეთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიბახტრიონის ბრძოლაიმპრესიონიზმი🡆 More