აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლები

აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლები მოიცავს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ ისტორიულ წარწერებს, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერტორიაზეა შემონახული.

შემორჩენილია ბერძნულ, ქართულ და თურქულ ენებზე შესრულებული ნიმუშები.

ბერძნული წარწერების რიცხვი 22-მდეა და, ძირითადად, IX საუკუნემდეა შესრულებული. მათი უმრავლესობა განეკუთვნება დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის პოლიტიკური და კულტურული ჰეგემონობის ხანას.

თურქულ ენაზე შემორჩენილი 6 ეპიგრაფიკული ძეგლიდან უძველესი, ვინმე მეჰმედის წარწერა, 1598 წლით თარიღდება. შემორჩენილია ასევე ჯირხვასა და ჭლოუს წარწერები (XVIII ს.), მეჰმედ ემინის (1785 წ.), ბათალ-ბეი მარშანიასა და ხასან ბეი შერვაშიძის (XIX ს.) წარწერები.

აფხაზეთის წერილობითი ძეგლების უმრავლესობა ქართულ ენაზეა შესრულებული. რეგიონში აღრიცხულია 100-ზე მეტი ქართული წარწერა, როგორც ლაპიდარული, ასევე ფრესკული და ჭედური. მათგან 15-მდე ეპიგრაფიკული ძეგლი იხსენიებს აფხაზთა მეფეთა სახელებს. დაახლოებით 30 ქართული წარწერა შემონახულია ბედიის, ბიჭვინთის, წებელდისა და ილორის ტაძრებისადმი შეწირულ ხატებზე. აფხაზთა მეფეების სახელთან დაკავშირებული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია ის წარწერები, რომლებიც თანამედროვე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მდებარეობს: სამეგრელოში, ქართლში, იმერეთსა და ჯავახეთში.

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ მნიშვნელოვან ქართულ წარწერებს განეკუთვნება:

  • მსიგხუას მთაზე მდებარე ტაძრის წარწერები (IX ს.),
  • ლიხნის ტაძრის წარწერა (1066 წ.),
  • ილორის ტაძრის წარწერები (X-XI სს. მიჯნა),
  • მოქვის ტაძრის წარწერა (XII ს.),
  • ბედიის ტაძრის წარწერები (უძველესი მიეკუთვნება 888-999 წლებს),
  • წკელიკარის (რეჩხო-ცხირი) ეკლესიის წარწერები (XI–XIV სს.),
  • ანუხვის ტაძრის წარწერები (XI ს.),
  • საგდუხტ „დიოფალთ დიოფალის“ წარწერა ღუმურიშის ეკლესიაში (XI საუკუნის I ნახევარი),
  • გრიგოლ გალატოზთუხუცესის წარწერა დიხაზურგის ტაძრიდან,
  • გუდავის ეკლესია. რაბასა და ნუგამწირას წარწერა (XV ს.),
  • ჭლოუს წარწერა ჭალის (ჭლოუს) ეკლესია. ოზბეგ დადიანის წარწერა (1445-1452),
  • წებელდის წმ. თევდორეს ტაძრის წარწერა (XI ს.),
  • წებელდის ტაძარი. ლუკას წარწერა (XIV ს.),
  • ბესლეთის ხიდის წარწერა (X-XI სს.).

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაბერძნული ენათურქული ენაქართული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მართლმადიდებლობაბაგრატის ტაძარიკომპიუტერიმადაგასკარისაქართველოს პრემიერ-მინისტრიკონსერვატიზმიოგანესონიყვავილოვანი მცენარეებისაბერძნეთიაფხაზეთის ომი (1992-1993)თემურლენგითბილისის ისტორიანარკოტიკიბაბუაწვერაერეკლე II-ის ოჯახიალუდა ქეთელაურითეატრიდედამიწის დღერომბიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასეკულარიზმისაქართველო IV საუკუნეშიარასამთავრობო ორგანიზაციადიდი სამამულო ომი1832 წლის შეთქმულებანაცვალსახელიპეტუნიაერთა ლიგათეიმურაზ Iდიდი პანდაქართველებიეგვიპტეხინკალისაქართველოს პრეზიდენტივიტამინებიდიდი ხუთშაბათიივანე ჯავახიშვილიამინომჟავებილევან საგინაშვილიატომიჩერნობილის კატასტროფასასანიანთა იმპერიაიგავ-არაკილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიფსიქოლოგიაავტომობილიელენე ახვლედიანიწყალდიდობაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასტუმარ-მასპინძელიიესო ქრისტეეკონომიკაიუნესკოჯუზეპე ვერდინაპოლეონ ბონაპარტიმტირალას ეროვნული პარკიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისერვიტუტი (უფლება)ევროპააბანოთუბანიშიზოფრენიაადოლფ ჰიტლერიარაგვიინდოეთიმარტივი რიცხვიქართლ-კახეთის სამეფოზვიად გამსახურდიავენერაექვთიმე თაყაიშვილისაქართველოს სატელეფონო კოდებიკახეთის აჯანყება (1659)კახეთითახვიმართკუთხედიენგურის ჰიდროელექტროსადგურიტოლერანტობათამარ მეფენაკიანი წელიწადი🡆 More