ჭლოუს წარწერა

ჭლოუს წარწერა — ქართული ასომთავრული რელიეფური წარწერა, მოთავსებული დიდი ზომის (100Х78Х8 სმ) ქვის ფილაზე, რომელიც აღმოჩნდა 1955 წელს სოფელ ჭლოუს ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას.

ჭლოუს წარწერა
ჭლოუს წარწერა

ინახებოდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში. ფილას გვერდებიდან და ზემოდან მოუყვება რელიეფური ჩარჩო, ხოლო მის ორსავე ზედა კუთხეში თითო რელიეფური პალმეტია გამოყვანილი. როგორც ფილის ქვემოთ ღია, შეუკრავი ჩარჩოდან ჩანს, მას ქვემოდან სხვა ფილა ჰქონია მიდგმული და, შესაძლოა, ორივე ერთად საფლავის ქვა იყო. ჩვენამდე მოღწეული ზედა ნახევარი გაპობილია ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად, ჩამომტვრეულია მისი ქვედა მარჯვენა კუთხე. წარწერა შესრულებულია დიდი ზომის ასოებით (სიმაღლე — 13-14.5 სმ), მეორე სტრიქონის შუაში — ხვეული დამწერლობით. მისი ტექსტი ასეთია:

ე(რისთავ)თ-ერ(ის)თ(ა)ვი
მ(ა)ნ(და)ტ(ურ)თ უხ(უ)ც(ე)ს(ი) დ(ა)დ(ია)ნ ოზბ(ეგ)ს
შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ

წარწერაში დასახელებული ოზბეგ დადიანი ერთი სვანური ისტორიული საბუთის მიხედვით, ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრე მეფის თანამედროვეა. მისი მეფობა 1445-1452 წლებით განისაზღვრება და ჭლოუს წარწერაც ამავე პერიოდით უნდა დათარიღდეს. წარწერის მიხედვით, XV საუკუნის შუა ხანებში აფხაზეთი ეკუთვნის დადიანს, ერთიანი საქართველოს მეფის ერთ-ერთ დიდმოხელეს (ერისთავთ ერისთავს და მანდატურთუხუცესს), ხოლო სოფელ ჭლოუს ეკლესია მისი სამარხიცაა. ენობრივად წარწერა გაუმართავია — მოხსენიებული პირის სახელი და მისი თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინები სხვადასხვა ბრუნვაშია წარმოდგენილი, რაც დასავლეთ-ქართულიწერილობითი ძეგლების გარკვეულ ნაწილში „მეგრელიზმების“ შემოჭრის ერთ-ერთ ადრინდელ დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ.

ლიტერატურა

  • ვ. სილოგავა, ქართული ენა (ენციკლოპედია), თბ., 2008
  • ვ. სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, თბ., 1986
  • Х. С. Бгажба, Из истории письмености в Абхазии, Тб.,1964

Tags:

1955ასომთავრულიქართულიჭლოუს ეკლესია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კომპიუტერიენგურის ჰიდროელექტროსადგურიშარკა ბლურუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ჯიქივიტამინებიერთეულთა საერთაშორისო სისტემასაქართველოს მუნიციპალიტეტებისაქართველო XV საუკუნეშიკილომეტრიზამთარიმარილებილეიკოციტებიხარებასაქართველოს სახელმწიფო დროშამონანიება (ფილმი)ილია თოფურიაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაანტიკური ხანამცხეთაეგვიპტემარტივი რიცხვიგანმანათლებლობასაქართველო VI საუკუნეშიკახა კალაძეანანურის ციხეტოლგვერდა სამკუთხედილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასალამურიბუდაპეშტიბერძნული ხელოვნებახევსურეთირუსეთ-საქართველოს ომი (2008)პორტუგალიაბრუნებააფრიკაქეთო და კოტე (ოპერა)ათენიემპათიალადო ასათიანიგიორგი VIIIგიორგი სააკაძეზაფხულიერითროციტებიანგარიშთა გეგმანეიტროფილებიუჯრედიგამზრდელი (პოემა)ეთერ ლიპარტელიანისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ქალწული (ასტროლოგია)ცენტნერისატურნისომხეთიშხარასაქართველოს მთებიევოლუციაძალავატიკანისაქართველოს სამხედრო წოდებებიკრიშტიანუ რონალდუპაოლო იაშვილიკახეთიმოსკოვიდედოფალათვითმფრინავის ბიჭების საქმეგიორგი V ბრწყინვალერუსეთის იმპერიაალავერდიაბას I (ირანი)აღმოსავლეთი საქართველოდათა თუთაშხიახელისუფლების დანაწილებაოქტავიანე ავგუსტუსიაბო თბილელის წამება🡆 More