ილორის ეკლესია

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აგებულია სოფ.

ილორის (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) შუაგულში, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკური დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეების საქართველოს წამყვანი რეგიონების მხატვრული მისწრაფებანი. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ილორის ეკლესია
ილორის ეკლესია

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ გადაკეთებული ილორის ტაძარი. აღინიშნება კედლების გადათეთრება და რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალები. ტაძრის პირვანდელი არქიტექტურული იერი სრულიად წაშლილია.

ილორის ეკლესია — საქართველო
ილორის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°41′46″ ჩ. გ. 41°29′59″ ა. გ. / 42.69611° ჩ. გ. 41.49972° ა. გ. / 42.69611; 41.49972
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აფხაზეთი
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის რაიონი
ადგილმდებარეობა ილორი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი ტაძარი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ქართული
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი, დარბაზული
თარიღდება ადრეული XI საუკუნე
დეტალები
გუმბათი ერთი

ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1730 წელს ოდიშის სამთავროში შემოჭრილმა თურქთა ლაშქარმა გადაწვა. მაშინ განადგურდა ტაძრის მოხატულობაც), თუმცა მალევე აღადგინეს ოდიშის მთავრებმა. იმერეთის მეფეებმა ალექსანდრე V-მ (1720-1752 წწ.), სოლომონ I-მა (1752-1784 წწ.), დავით II-მ (1784-1789 წწ.) და სოლომონ II-მ (1789-1810 წწ) მას ყმები და მამულები შესწირეს. ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს XIX საუკუნის 40-იან წლებში.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერილობა

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია თარიღდება XI საუკუნით. ტაძარი მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით. თავდაპირველად წარმოადგენდა ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ეკლესია-მონასტრების საეკლესიო ნივთების სალაროს, სადაც მრავალ საეკლესიო სიწმინდესა და ძვირფასეულობასთან ერთად დაცული იყო ბედიის ბარძიმი.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული წარწერები. გამომდინარე იქედან, რომ წარწერები დათარიღებულია იმავე დროით, ამომკვეთი შესაძლოა ერთი და იგივე პიროვნება იყოს.

XI საუკუნიდან შემონახულია დასავლეთ სარკმლის მოჩუქურთმებული საპირე და თავსართი, ფრონტონის არეში მოთავსებულია ორნამენტული სწორკუთხა ფილა ჯვრის გამოსახულებით, აღმოსავლეთ ფასადზე კი წარმოდგენილია წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება.

თანამედროვე მდგომარეობა

2010 წლის 18 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2 იტყობინებოდა, რომ სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა XI საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს, ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად და შიდა კი ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. ეკლესიაზე ასევე დამონტაჟებულია კონდიციონერები. ტელეკომპანიის ცნობით, საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც ემუქრება. გარდა ამისა, სატელევიზიო კადრებიდან ჩანდა, რომ აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების მთავარ სალოცავთან რუსული მძიმე ტექნიკა დგას.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ხელყოფისთვის, საქართველოს მთავრობა მსოფლიო სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებისთვის სპეციალური მიმართვის გაგზავნა გადაწყვიტა. ქართულმა მხარემ ასევე გადაწყვიტა, რომ იუნესკოსგან, ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანების გამო, ოკუპანტების ქმედებებზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვოს.

ტაძარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომაც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

გვაქვს ინფორმაცია, რომ 2010 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა XI საუკუნის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად გადალესეს. ეკლესიის გარე ფასადზე კონდიციონერების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟეს.

ილორის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

საგანძური

1868 წელს ძეგლი მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. 1888 წელს აფხაზეთში ექსპედიციით იმყოფებოდა ა. მ. პავლინოვი. ექსპედიციის ფარგლებში დათვალიერებული იყო ილორის ტაძარიც და მასში არსებული სიწმინდეებიც. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციის დროს გადაღებული ფოტოები დაცულია რუსული არქიტექტურული ფოტოგრაფიის პიონერის ივანე ბარშჩევსკის კოლექციაში. ექსპედიციის დროს აღწერილი იყო ილორის ეკლესიაში დაცული ორი ბარძიმი და მტრედის გამოსახულების საეკლესიო ნივთი, ასევე წმინდა გიორგის ორი, წმინდა ონოფრეს ორი, მაცხოვრისა და წინდა გიორგის სასწაულების ჭედური ხატები, ასევე წმინდა გიორგის ჭედური კარედი, რომელიც ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის უმთავრეს სარწმუნოებრივ რელიკვიას წარმოადგენდა. 1863 წლისთვის ტაძარში ინახებოდა მხოლოდ ოთხი ხატი (მათ შორის მთავარანგელოზთა ხატიც).

საიუბილეო მონეტა

ილორის ეკლესია 
ილორის ტაძარი, დონ კრისტოფორო დე კასტელი
ილორის ეკლესია 
ვერცხლის 10 ლარიანი, 2009 წელი. ავერსი
ილორის ეკლესია 
ვერცხლის 10 ლარიანი, 2009 წელი. რევერსი

2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო, საკოლექციო მონეტა.

ნომინალი: 10 ლარი

წონა: 28,28 გრ, დიამეტრი: 38,61 მმ,

შემადგენლობა: Ag.925,

ხარისხი: უმაღლესი – „ფრუფი“,

რაოდენობა: 1500 ცალი.

მონეტები მოიჭრა 2009 წელს ფინეთის ზარაფხანაში.

გამოშვების ლიმიტი: 3000 ცალი

მონეტის დიზაინის ავტორები არიან: მამუკა გონგაძე (რევერსი) და თემურ აფხაძე (ავერსი).

ავერსი: დიზაინის კომპოზიციას წარმოადგენს იტალიელი ბერის კრისტოფორო დე კასტელის მიერ XVII საუკუნეში გაკეთებული ჩანახატები – ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი ილორი, მხედრები. კომპოზიციას ფონად გასდევს კავკასიონის ქედი. მონეტის დიზაინის დაბალ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია წარწერა „საქართველო“ და გამოშვების წელი „2009“.

რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღევანდელი სახით, ხოლო მის ქვედა ცენტრალურ ნაწილში კი ეკლესიის აშენების თარიღი რომაული ციფრით „XI-ს“. მონეტის წრის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „10“ და წარწერა „ლარი“, ხოლო წრის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი და წარწერა „ილორი“.

წიბო: გლუვი წარწერებით (საქართველოს ეროვნული ბანკი National Bank of Georgia).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ახალაძე ლ., აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო: ლაპიდარული და ფრესკული წარწერები, I, თბ.,2005, გვ.96-108
  • ხორავა ბ., ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, ჟურნ. „რიწა“, 2015, № 1.
  • მიბჩუანი თ., აფხაზეთი, ნაწ. I, თბ.,2003, გვ. 215-217
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941, გვ.348-349
  • კასტელი, დონ კრისტოფორო დე, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, თბ., 1976, გვ.450
  • ქართველთა უძველესი ეკლესია ილორში, სახალხო გაზეთი.-1912 (25 ივლ.), გვ. 3
  • ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ. I (IX-XIII სს.), თბ., 1980, გვ.159-161
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი, ტ. I, თბ., 2007, გვ. 16-17
  • საქართველოს სულიერი საგანძური, თბ., 2005, გვ.182-184
  • როგავა გ., რელიგია და ეკლესია აფხაზებში, თბ., 2007, გვ. 157-158
  • როგავა გ., აფხაზეთის ისტორიის საკითხები, თბ., 2009, გვ.158
  • ქობალია ნ., „ყურესა მცირესა დაშთომილ ვართ...“, გაზ. „კომუნისტი“, 1990 (8 აგვ.), გვ. 4
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015
  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, მეორე შევსებული გამოცემა, თბ., 2020, გვ. 120
  • ხვისტანი რ., „ენგურ-მოქვისწყალის აუზის (აფხაზეთი) ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები“, თბ., 2015. - გვ. 73-74.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ილორის ეკლესია ისტორიულ-არქიტექტურული აღწერილობაილორის ეკლესია თანამედროვე მდგომარეობაილორის ეკლესია საგანძურიილორის ეკლესია საიუბილეო მონეტაილორის ეკლესია იხილეთ აგრეთვეილორის ეკლესია ლიტერატურაილორის ეკლესია რესურსები ინტერნეტშიილორის ეკლესია სქოლიოილორის ეკლესია20067 ნოემბერიილორიოჩამჩირის მუნიციპალიტეტისაქართველოშუა საუკუნეები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აჭარასაქართველოს სამოქალაქო ომიმარილებიპეტრე I დიდიყვავილოვანი მცენარეებიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითთანდებულისაქართველოს სსრ წითელი წიგნინივთიერებამიტოზიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაგველის-მჭამელისაქართველოს პრეზიდენტილეიკოციტოზითბილისის მეტროპოლიტენიზედსართავი სახელიაბანოთუბანიღამურაბატონებისვანეთი1832 წლის შეთქმულებაღეროვანი უჯრედიბუნების დაცვაუნიტარიზმიადოლფ ჰიტლერივოლფგანგ ამადეუს მოცარტიშუა ქალაქშიარაბობა საქართველოშიაუტიზმიევერესტიკავკასიასაქართველო VI საუკუნეშიზმნაკრიშტიანუ რონალდუელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიდიპლომატიასაქართველოს ქალაქებიაფრიკამტკვარიმამებისა და შვილების ბრძოლაკოლოსეუმიშაორის წყალსაცავილაზებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიინტერნეტიგამზრდელი (პოემა)ფემინიზმიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენატუბერკულოზიხერხემალითევზებიენგურიორგაზმიანჩისხატისტოიციზმინარკომანიასამებასასწორი (ასტროლოგია)ელექტრობამტირალას ეროვნული პარკისულხან-საბა ორბელიანიალავერდიოქსიდიქვეწარმავლებიკონტინენტისაქართველოს მმართველთა სიამარტივი რიცხვიოქროს საწმისისავანაარაბთა გაერთიანებული საამიროებიჰორმონებიმაროკორეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ლობოტომიათვითმმართველობაყეენის მთასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგლობალიზაცია🡆 More