აზიური ფაროსანა (ლათ.
აზიური ფაროსანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზრდასრული | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Halyomorpha halys Stål, 1855 | |||||||||||||||
|
გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და ტაივანში. იგი შემთხვევით იქნა ინტროდუცირებული აშშ-ში, სადაც პირველად 1998 წლის სექტემბერში შენიშნეს. აზიური ფაროსანა ითვლება სოფლის მეურნეობის პარაზიტად. იგი 2010-2011 წლებში აშშ-ის ხეხილის ბაღების გრძელ-სეზონური მავნებელი გახდა. ამჟამად გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც) და ახლახან აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკაში.
ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, იგი აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 574 400 ლარი გამოეყო, დამატებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 4 854 400 ლარი გადაერიცხა, აქედან 1 421 300 ლარი მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 ათას ჰექტარზე თხილის ფართობის დასამუშავებლად. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით უწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი უფასოდ გადაეცემა.
2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონი ლარი დახარჯა. 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 10 მილიონი ლარით მეტი მიიღო.
ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას (რომელსაც გვიან შემოდგომამდე აგრძელებს) და კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ — მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მწერებად — იმაგოებად. ზრდასრული ფაროსანას ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს შეფერილობით — ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლები.
მწერი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. ზამთარში გადარჩენის მიზნით ფაროსანა სახლებში და სათავსოებში გადაადგილდება. გადაადგილებას იწყებს შემოდგომის ბოლოს, როდესაც თანდათან აცივდება. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარადებში, საწოლებში, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. ერთ სახლში შესაძლოა 26 000-მა მწერმა მოიყაროს თავი. იძინებს აპრილამდე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article აზიური ფაროსანა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.