S-Bahn (გერმ.
ტექნიკური და იურიდიული თვალსაზრისით წარმოადგენს სარკინიგზო, საქალაქთაშორისო და საქალაქო ტრანსპორტის სახეობას გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში.
S-Bahn იკავებს შუალედურ ადგილს საქალაქო საზოგადოებრივ და გრძელ მარშრუტიან ტრანსპორტს შორის. იყენებს ჩვეულებრივ სარკინიგზო ხაზებს, როგორც ქალაქში, ისე მის შემოგარენში. S-Bahn-ის მოძრავ შემადგენლობას წარმოადგენს ელექტრო და იშვიათად მოტო მატარებლები. სადგურებს შორის მანძილი, როგორც წესი, რეგიონალურ მატარებელთა (RegionalBahn) სადგურებზე მცირეა და მეტია ისეთ ტრანსპორტთან შედარებით, როგორიცაა მეტროპოლიტენი, ტრამვაი, ავტობუსი და ა.შ..
პირველი S-Bahn გაიხსნა 1930 წლის დეკემბერში ქალაქ ბერლინში. S-Bahn ძირითადად გავრცელებულია გერმანიასა და ავსტრიაში. გერმანიაში S-Bahn წარმოადგენს გერმანული სარკინიგზო გზის (Deutsche Bahn AG) ქვეგანყოფილებას.
გერმანიაში არსებობს S-Bahn-ის 13 სისტემა, რომელთაგან ნაწილი ერთდროულად რამდენიმე ქალაქს ემსახურება.
სისტემათა ჩამონათვალი:
ავსტრიაში S-Bahn-ის სისტემა გააჩნიათ ვენაში და ზალცბურგში.
რუსეთში S-Bahn-ის ტიპის ტრანსპორტად შეიძლება ჩაითვალოს საქალაქო ელქტრომატარებლები ახალ მოსკოვში, ვოლგოგრადში და ვლადივოსტოკში.
ფუნქციებით S-Bahn-ის მსგავს სისტემას წარმოადგენს, ყაზახეთის ქალაქ სტეფნოგორის საქალაქო ელექტრომატარებელი. S-Bahn-ის სისტემა იგეგმება კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში. ასევე, ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში.
S-Bahn-ის მსგავსი სისტემა მრავალ ქვეყანაშია. მაგ.: ქალაქ კოპენჰაგენს და მის შემოგარენს ემსახურება S-Tog. საფრანგეთში არსებობს სისტემა RER (ფრანგ. Réseau Express Régional). RER-ის სისტემა დღეისათვის იგეგმება ბელგიაში. S-Bahn-ის ტიპის სისტემები გააჩნიათ შვეიცარიაში, ჰონკონგში, სინგაპურსა და იაპონიაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article S-Bahn, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.