OpenGL (Open Graphics Library) — მულტიენობრივი, მულტიპლატფორმული აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (API), რომელიც გამოიყენება ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი ვექტორული გრაფიკის გამოსახვისთვის.
როგორც წესი, იგი გამოიყენება გრაფიკულ პროცესორთან ურთიერთქმედებისთვის, გამოსახვის აპარატურულად აჩქარების მისაღწევად.
OpenGL | |
---|---|
ავტორი | Silicon Graphics |
მწარმოებელი | Khronos Group |
გამოვიდა | 1992 წლის იანვარი |
ბოლო გამოშვება | 4.5 / 11 აგვისტო, 2014 |
პროგრამირების ენა | C |
ოს | მულტიპლატფორმული |
პლატფორმა | მულტიპლატფორმული |
ჟანრი | 3D გრაფიკის API |
ლიცენზია | სხვადასხვა |
საიტი | opengl.org |
ინტერფეისი აერთიანებს დაახლოებით 250 განსხვავებულ ფუნქცას, რომლებიც გამოიყენება რთული სამგანზომილებიანი სცენების გამოსახვისთვის. ის პოპულარულია მისი სიმარტივის, მოხერხებულობის, მოქნილობის და იმის გამო, რომ ყველა პლატფორმაზე მუშაობს. ეს ბიბლიოთეკა პოპულარულია ვიდეო თამაშებში; შესაბამისად, ის კონკურენციაშია Microsoft-ის Direct3D-სთან, რომელიც Microsoft Windows-ში ჩაშენებული DirectX-ის კომპონენტია. ის, ასევე, ბევრ სამეცნიერო აპლიკაციაშია გამოკენებული. მისი ერთ-ერთი ვარიანტი, OpenGL ES, სპეციალურად გათვლილია აპლიკაციებისთვის, რომლებიც გამოიყენება მობილურ ტელეფონებში, ჯიბის კომპიუტერებში და სხვა ჩაშენებულ სისტემებში (embedded system).
მისი მახასიათებლები და განვითარება წარმოდგენილია Silicon Graphics-ის (შემოკლებით SGI) გუნდის მიერ. ამ გუნდში იყენებენ ცნობილ ბუი ტუონგ ფონგის ჩრდილების ალგორითმს.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! პროექტ Fahrenheit-ის ფარგლებში, რომელიც Microsoft-ის და SGI-ს ინიციატივით ხორციელდებოდა 1997 წელს, შეეცადნენ, გაეერთიანებინათ OpenGL და Direct3D. 1998 წელს პროექტს Hewlett-Packard-იც შეუერთდა. თავიდან პროექტს თითქოს ჰქონდა პერსპექტივა, მოეწესრიგებინა მსოფლიოს ინტერაქტიული 3D კომპიუტერული გრაფიკის API-ები, თუმცა SGI-ში ფინანსური სახსრების უქონლობის, Microsoft-ში სტრატეგიული მიზეზების გამო და ინდუსტრიის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, 1999 წელს პროექტი შეჩერდა.
OpenGL-ის სპეციფიკაციას თვალყურს ადევნებს ARB (Architecture Review Board), რომელიც ჩამოყალიბდა 1992 წელს. ARB-ში შედიან ისეთი ორგანიწაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან API-ების შექმნითა და განვითარებით. 2002 წლის ივნისის ინფორმაციით, OpenGL-ის ოფიციალური საიტის მიხედვით, 3Dlabs, Apple, ATI, Dell, Evans & Sutherland, Hewlett-Packard, IBM, Intel, Matrox, nVidia, SGI და Sun Microsystems არიან ხმის მიმცემი წევრები. Microsoft, ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი, 2003 წლის მარტს გავიდა წევრებიდან.
2006 წლის ივლისში ARB-მა ხმა მისცა, რომ OpenGL API სპეციფიკაციის კონტროლი გადაცემულიყო Khronos Group-ზე, რომელიც უკვე დაკავებული იყო OpenGL-ის სხვადასხვა სპეციფიკაციების შედგენით, რომლებიც განკუთვნილი იყო მობილურის აპლიკაციებისთვის და ვიდეოთამაშებისთვის. ეს გადაწყვეტილება SIGGRAPH-ის 31-ე კონფერენციის დროს, გამოცხადდა. გადაწკვეტილება საბოლოოდ აღსრულდა 2006 წლის ბოლოს.
OpenGL-ის სტანდარტი, ახალი ტექნოლოგიების გამოჩენასთან ერთად, ინდივიდუალურ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, დაამატონ ფუნქციები ბიბლიოთეკაში გაფართოების მექანიზმის გავლით. გაფართოება გაყოფილია 2 ნაწილად: სასათაურო ფაილი, რომელშიც მდებარეობს ახალი ფუნქციების და მუდმივების პროტოტიპები და ასევე მოწყობილობის დრაივერები. ორივე მათგანს აქვს აბრევიატურები, რომლებიც გამოიყენება, როგორც სახელები ახალი ფუნქციებისთვის და მუდმივებისათვის. მაგალითად, NVIDIA-ს აბრევიატურა NV გამოიყენება glCombinerParameterfvNV()
ფუნქციის და მისი მუდმივის, GL_NORMAL_MAP_NV
-ის განსასაზღვრად. შესაძლებელია, განსაზღვრულ გაფართოებას რამდენიმე მწარმოებელმა გაუკეთოს რეალიზაცია; ამ შემთხვევაში გამოიყენება აბრევიატურა EXT. ასევე შესაძლებელია, რომ ARB-მ ოფიციალურად გამოაცხადოს რომელიმე გაფართოება; ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი შეიცვლება სტანდარტით და აბრევიატურა ARB გამოიყენება. ARB-ის პირველი გაფართოება იყო GL_ARB.
რამდენიმე ბიბლიოთეკა განვითარდა OpenGL-იდან იმისთვის, რომ უფრო მეტი ფუნქცია ჰქონოდა, რაც თავად OpenGL-ს არ ჰქონდა. ეს ბიბლიოთეკებია:
არსებობს რამდენიმე იმპლემენტაცია Windows-ისთვის Unix-ისთვის და macOS-ისთვის. ეს იმპლემენტაცია, ძირითადად, შედგენილია გრაფიკის მწარმოებლების მიერ. აგრეთვე, არსებობს ამ ბიბლიოთეკის ღია და თავისუფალი იმპლემენტაცია, სახელად Mesa, რომელიც შეიქმნა 1993 წელს ბრაიან პოლის მიერ და იყენებს იგივე API-ს, რაც საშუალებას იძლევა:
Mesa საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ OpenGL ჩვეულებრივ X Window System-ზე. ის, ზოგჯერ, არ გვაძლევს 3D გამოსახვის საშუალებას; თუმცა, ამის მიუხედავად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ის მარტივი ფორმებისა და მრავალკუთხედების გამოსახვისთვის.
SGI ყოველთვის ასაჯაროებს GL-ის ვერსიას N-1, GL-ის განსაზღვრულ ბიბლიოთეკას. მარკეტინგის ეს მეთოდი:
ზოგიერთი პროგრამა იყენებს OpenGL-ს მისი ინტერფეისის გამოსახვისთვის. ასეთებია: Google Earth, Blender, X11 და ა.შ..
This article uses material from the Wikipedia ქართული article OpenGL, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.