Gsm

GSM (ფრანგ.

Gsm
GSM სტანდარტის ლოგოტიპი

GSM-ის ისტორია

გასული საუკუნის 80-იან წლებში ევროპაში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და სკანდინავიის ქვეყნებში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა მობილური სატელეფონო კავშირი. თითოეული ქვეყანა ამუშავებდა თავის სისტემას, რომელიც არ იყო თავსებადი სხვა ქვეყნის სისტემებთან, როგორც აგებით, ისე ფუნქციონირების თვალსაზრისით. ეს სიტუაცია მიუღებელი იყო, რადგანაც ერთი მხრივ, მობილური მოწყობილობები (ტელეფონები) მხოლოდ ფუნქციონირებდნენ ქვეყნის შიგნით, კონკრეტული ქსელის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, შეზღუდული იყო მოწყობილობებით ვაჭრობის ბაზარი. ამის გამო შეუძლებელი იყო ნაწარმის გასაღება, დიდი იყო მობილურ კავშირზე დანახარჯების დრო.

1982 წელს ევროპის ფოსტებისა და ტელეკომუნიკაციების კონფერენციამ (CEPT - Conference of European Post and Telecommunication) ჩამოაყალიბა სპეციალური ჯგუფი GSM (Group Special Mobile) ევროპისთვის მობილური მიწისზედა სისტემის შესწავლისა და დამუშავებისთვის. 1989 წელს ვალდებულება GSM-ის დამუშავებაზე აიღო ტელეკომუნიკაციის დარგში სტანდარტების ევროპის ინსტიტუტმა ETSI (European Telecommunication Standarts Institute). GSM-ის პირველი სპეციფიკაციები შექმნილ იქნა 1990 წელს. 1991 წელს დაიწყო პირველი ქსელების კომერციული ექსპლუატაცია, ხოლო 1993 წელს ევროპის 22 ქვეყანაში უკვე მოქმედებდა GSM ქსელი.

ტექნიკური დეტალები

GSM სტანდარტი ითვალისწინებს გადამცემების მუშაობას სიხშირეთა ორ დიაპაზონში, მაგალითად GSM-900 სისტემებში — 890-915 მგჰც სიხშირული ზოლი გამოიყენება შეტყობინებათა გადაცემისათვის მოძრავი სადგურიდან საბაზო სადგურისაკენ,ხოლო დიაპაზონი 935-960 მგჰც საწინააღმდეგო მიმართულებით. კავშირის სეანსის დროს არხების გადართვისას ამ სიხშირეებს შორის სხვაობა მუდმივია და იგი 45 მგჰც-ს შეადგენს. კავშირის მეზობელ არხებს შორის სიხშირეთა დაშორებაა 200 კჰც. ამრიგად, მიღება გადაცემისათვის გამოყოფილ სიხშირეთა 25 მგჰც-იან ზოლში განთავსდება კავშირის 124 არხი [ 3...6 ]. GSM სტანდარტში TDMA ტექნოლოგიის გამოყენების გამო შესაძლებელია ერთ გადამტან სიხშირეზე ერთდროულად 8 მეტყველების არხის განთავსება. მეტყველების გარდამქმნელად გამოიყენება RPE-LTP კოდეკი გარდაქმნის 13 კბიტი/წმ სიჩქარით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

Gsm GSM-ის ისტორიაGsm ტექნიკური დეტალებიGsm იხილეთ აგრეთვეGsm რესურსები ინტერნეტშიGsmინგლისური ენაფიჭური კავშირიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აგენტიმეორე მსოფლიო ომიამაზონის დაბლობიყივანახველასაქართველოს ოქროს ხანაბუნებრივი გადარჩევაბგერამეიოზიგლობალური დათბობადემოკრატიაგერგეტის სამების ეკლესიასაქართველო IX-X საუკუნეებშიპაოლო იაშვილიტყერენესანსიბაყაყიადიშის ოთხთავიალბერტ აინშტაინიგორიკავკასიონისაქართველოს სოფლებიალკოჰოლიზმიმიტოზიევროპის პარლამენტიმადაგასკარიასტრიდ ლინდგრენილიბერალიზმი საქართველოშიქრისტეფორე კოლუმბიოქტავიანე ავგუსტუსისისხლიიულიუს კეისარიშუშანიკის წამებალეიკოციტებისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკალომიქართული დამწერლობაევროკავშირინატრიუმისაქართველოს პარლამენტიჭიაკოკონობასიმონ Iსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტივნების კვირაკუებიაბრეშუმის ჭიასოფლის მეურნეობაEuropebetსაქართველოს სამოქალაქო ომინიუტონის კანონებიზენონი (იარაჯული)სოციალიზმიაზიაიმერეთიამიერკავკასიური ზაზუნანატურალური რიცხვიგანმანათლებლობაბორჯომიგაპიროვნებაძველი საბერძნეთიავტომობილიადამიანის ჩონჩხიწყალდიდობაპარაზიტიზმიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიქართული სამზარეულოუჯრედიროდოსის კოლოსიბოშებიყაზახეთისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშინარიყალათავისუფლების მოედანი (თბილისი)ეიფელის კოშკილევან საგინაშვილიმთავარი გვერდიევოლუციაბელგიაპრაღა🡆 More