Eurogamer

Eurogamer — ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ვებსაიტი, რომელიც აქვეყნებს: სიახლეებს, მიმოხილვებს, პრევიუებს, რეცენზიებსა და ა.შ.

საიტს მართავს Eurogamer Network Ltd. განთავსებული ბრაიტონში. დაარსდა 1999 წელს ძმები რუპერტ და ნიკ ლოუმენების მიერ. დღესდღეობით, ევროპაში Eurogamer წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინტერნეტ გამოცემას ვიდეო თამაშების თემაზე. ევროგეიმერზე დაყრდნობით, 2011 წლის ნოემბრის მონაცემით საიტის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.7 მილიონს მიაღწია. )

Eurogamer
საიტი eurogamer.net
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია არჩევითი (უფასო)
ხელმისაწვდომი ენა მრავალენოვანი
მფლობელი Gamer Network
რედაქტორი ოლი უელში
გაეშვა სექტემბერი, 1999; 16 წლის წინ
Alexa-ს რეიტინგი Eurogamer 3,897 (ივლისი, 2015)
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

2006 წლის თებერვალს საიტმა გაუშვა საკუთარი ტელეარხი - Eurogamer TV. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ, იგი გადაკეთებული იქნა რუბრიკად — Eurogamer.net Videos.

2014 წლიდან საიტის რედაქტორია ოლი უელსი, რომელმაც შეცვალა ტომ ბრემუელი. ბრემუელი იყო საიტის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი. ბრემუელმა ჯერ კიდევ 2000 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატია. (2014 წელს დატოვა რედაქცია). საიტის რედაქციის შემადგენლობაში შედიან PC Gamer, GamesTM, Edge, Rock, Paper, Shotgun-ის ყოფილი თანამშრომლები.

ქვედანაყოფები

2007 წელს ეუროგეიმერმა გაუშვა საიტის პირველი არაინგლისურენოვანი ვერსია სახელწოდებით Eurogamer Germany - გერმანულ ენაზე, რასაც მოჰყვა შემდეგი ვერსიები: ფრანგული (მაისი, 2008), ნიდერლანდური. (ივნისი, 2007), პორტუგალიური (აგვისტო, 2008), ესპანური და იტალიური (ოქტომბერი, 2008 წელი), რუმინული (მაისი, 2009), დანიური (ივნისი, 2009), ბელგიური (აგვისტო,2008) და შვედური (აპრილი, 2010). 2011 წელს ჰოლანდიური და ბელგიური ვერსიები გაერთიანდნენ სახელწოდებით Benelux. რუმინული გამოცემა დაიხურა 2011 წელს. პირველ არაევროპულ გამოცემად იქცა ბრაზილიური ვერსია გახსნილი 2012 წელს სახელწოდებით Brasilgamer, ასევე შეიქმნა ამერიკული - USgamer, რომელიც არის მრავალფორმატიანი სათამაშო ვებსაიტი.

მას ჰყავს დაძმობილებული საიტი GamesIndustry.biz. იგი აშუქებს გლობალურ საკითხებს ვიდეო თამაშების ინდუსტრიის შესახებ.

ჯილდოები

Games Media Awards-ის ცერემონიზე ეუროგეიმერმა მიღო ჯილდოები საუკეთესო სათამაშო საიტის კატეგორიებში - სიახლეები და მიმოხილვები. იგივე ჯილდოები ერგო 2008 წლისა და 2011 წლის ცერემონიებზე. რედაქტორის მოადგილეს ტომ ბრემუელს გადაეცა ჯილდო „საუკეთესო ავტორი სპეციალიზებული ციფრულ გამოცემებზე". რუპერტ ლოუმენი 2003 წლის Sussex Business Awards-ზე დასახელებული იქნა „წლის ბიზნესმენად“. სიახლეების რედაქტორმა უესლი ინ-პულს ერგო "საუკეთესო სიახლეების მწერლის" წოდება.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Eurogamer ქვედანაყოფებიEurogamer ჯილდოებიEurogamer რესურსები ინტერნეტშიEurogamer სქოლიოEurogamerბრაიტონიევროპავიდეო თამაშისაიტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიწისძვრაგიორგი ანწუხელიძეფეხბურთივიკიპედიასაქართველო VI საუკუნეშიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბორჯომიივანე მაჩაბელიგიორგი ქინქლაძეარაგვისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატიქართული ღვინოანტანტაიტალიახარებაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ბრუნებარომის იმპერიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ქართული ენაჩრდილოეთი კორეალეონარდო და ვინჩიიაკობ გოგებაშვილიკაცია-ადამიანი?!რაფაელისიყვარულიქიმიური რეაქციააია-სოფიას ტაძარიფოცხვერიალექსანდრე ყაზბეგიC ჰეპატიტისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ალცჰაიმერის დაავადებაფარსმან II ქველიოთარ კაკაბაძეაფხაზებიპაბლო პიკასოღვარცოფიდავით მუჯირიანგარიშთა გეგმასეკულარიზმიარგენტინაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმეტაფორასაქართველოს დაცული ტერიტორიებიპითაგორას თეორემატროპიკული ტყეებისაქართველოს ეროვნული მუზეუმიმერაბ სეფაშვილისპორტი საქართველოშიამაზონიებრაელებიჰოლოკოსტიენგურილამპრობაარაბობა საქართველოშირამადანიბელგიანავთობიგერმანიის ქალაქების სიაიოსებ კეჭაყმაძეგიორგი ცაბაძელუკა ლოჩოშვილიალაზანიავსტრიაგალაკტიონ ტაბიძეაბსცისაძველი თბილისიგორიჰამბურგილომიიუდაიზმი🡆 More