Brawl Stars: 2018 წლის ვიდეო თამაში

Brawl Stars (ინგლ.

გლობალური ჩვენება შედგა 2018 წლის 12 დეკემბერს.

თამაშის პროცესი

მოთამაშის მიზანია წინსვლა თამაშში არსებული სპეციალური ვალუტის თასების მიღების გზით, ასევე მოთამაშის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს სხვა და სხვა ბრძოლებში სხვა მოთამაშეებთან, ასევე აღმოაჩინოს და გააძლიეროს ახალი პერსონაჟები უნიკალური შესაძლებლობებითა და მახასიათებლებით.

გეიმპლეი ფოკუსირებულია სხვა მოთამაშეების გუნდის, ან ხელოვნური ინტელექტის გუნდების დამარცხებაზე, ორკაციანი, ან სამ ან ხუთი ადამიანთან ერთად გუნდი თამაშობს სხვადასხვა რეჟიმებში. მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ პერსონაჟები, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი უნარები. პერსონაჟების მიღება შეგიძლიათ თამაშშიდა მაღაზიაში კრედიტების გაცვლის სანაცვლოდ, ხოლო აღჭურვილობა შეგიძლიათ შეიძინოთ მონეტებით.

2020 წლის მაისში, თამაშის ერთ-ერთ განახლებაში დაამატეს ახალი დაჯილდოების სისტემა, სახელწოდებით Brawl Pass. როდესაც მოთამაშეები მონაწილეობენ ბრძოლებში, ისინი იღებენ ტოკენებს, თამაშშიდა ვალუტას, რომელიც გამოიყენება ჯილდოს ასაღებად. მოთამაშეებს შეუძლიათ მიიღონ კრედიტები, ქრომის კრედიტები, კრისტალები, სკინები, სამკერდე ნიშნები (სიცილაკი, რომელიც შეიძლება გამოიყრნო ბრძოლებში), მონეტები, ძალაუფლების ტოკენები, სპრეი (სპეციალური დიზაინი, რომელიც შეიძლება დარჩეს ადგილზე ბრძოლის ველზე) და პერსონაჟები. არსებობს Brawl Pass-ის ორი ტიპი: უფასო და პრემიუმ, რომლის შეძენა შეიძლება კრისტალებით .

ზოგიერთი მოთამაშე რომელიც თამაშობს 1 პერსონაჟან რეჟიმში იყენებს ტაქტიკას, სადაც ორი ან მეტი მებრძოლი ერთად მუშაობს ყველა დანარჩენის დასამარცხებლად, რის შედეგადაც გაზარდოს მათი გამარჯვების შანსები. მიუხედავად იმისა, რომ ჩატი არ არის ხელმისაწვდომი ამ რეჟიმში, მოთამაშეებმა შეიმუშავეს არავერბალური კომუნიკაციის ეფექტური გზა. მოთამაშეები მოკავშირის დანახვისას, გაერთიანებას სთავაზობს რამდენიმე შემობრუნებით. მსგავსი ტაქტიკა დაფიქსირდა სხვა hero shooter თამაშებში Fortnite-სა და PlayerUnknown's Battlegrounds- შიც, რაც შეიძლება მიუთითებდეს ამ გზის ეფექტურობაზე. Supercell-მა არაერთხელ აღიარა, რომ ეს ტექნიკა ეწინააღმდეგება თამაშის წესებს და აღიზიანებს სხვა მოთამაშეებს, მაგრამ მათ ვერ შექმნეს რაიმე ეფექტური კონტრმექანიკა.

2022 წლის დეკემბერში პროგრამისტებმა ამოიღეს ყუთები და შემოიღეს პერსონაჟების მოპოვების ახალი უფრო რთული გზა - ეგრეთ წოდებული "ვარსკვლავების გზის" გავლით. მოთამაშემ უნდა შეაგროვოს ახალი ვალუტა, რომელსაც ეწოდება "კრედიტები". გარკვეული რაოდენობის კრედიტების შეგროვების შემდეგ, მოთამაშე იღებს ახალ პერსონაჟს. ასევე არის ქრომატული კრედიტები, რომელთა დახმარებით შეგიძლიათ გახსნათ ქრომატული ანუ იშვიათი მებრძოლები.

თამაშის რეჟიმები

  • კრისტალების შეგროვება (ინგლ. Gem Grab ) — სამკაციანი 2 გუნდის სათამაშო რეჟიმი, სადაც თქვენ უნდა შეაგროვოთ კრისტალები, რომლებიც ჩნდება მაღაროდან ყოველ 7 წამში. როდესაც მოთამაშე კლავს მტერს, მტრის ყველა კრისტალები ეცემა მიწდეაზე და ეს კრისტალები შეიძლება აიღოს ნებისმიერი სხვა მოთამაშე. კრისტალები მიწაზე ეყრება სანამ ვინმე არ აიღებს მას. ორივე გუნდის ინდიკატორები აჩვენებს კრისტალების რაოდენობას, რომლებიც შეაგროვა ყველა გუნდის წევრმა ამ მომენტში. თითოეული გუნდის ამოცანაა შეაგროვოს 10 ან მეტი კრისტალები, შემდეგ კი შეინახოს ისინი თამაშის ბოლომდე. როდესაც ერთი გუნდი აგროვებს 10 კრისტალს, იწყება ათვლა თამაშის დასასრულამდე. ეს ათვლა შეიძლება შეწყდეს, თუ მტრის გუნდს წაართმევთ კრისტალების საჭირო რაოდენობას, დაამარცხებს გუნდის წევრებს, ან კრისტალების იმავე რაოდენობის შეგროვებით, რაც მტრის გუნდს აქვს. გამოყოფილი 15 წამის გასვლის შემდეგ გამარჯვება ენიჭება გუნდს, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი კრისტალები.
  • შეჯახება (ინგლ. Showdown) — Battle Royale ჟანრის რეჟიმი, რომელსაც არ აქვს დროის ლიმიტი. არსებობს 2 ტიპის რეჟიმი - 1 მოთამაშიანი და 2 მოთამაშიანი. ერთეულში 10 მოთამაშეს შორის უკანასკნელი გადარჩენილი იმარჯვებს, ხოლო წყვილებში 5 გუნდს შორის 2 მოთამაშისგან შემდგარი უკანასკნელი გადარჩენილი გუნდი იმარჯვებს. რუკის ირგვლივ მიმოფანტულია ყუთები გამაძლიერებელი კუბებით, რომლებიც ზრდის მოთამაშის ჯანმრთელობას და მის ძალას, დროთა განმავლობაში რუკა ვიწროვდება ცენტრისკენ, შხამიანი ღრუბლებით, რაც ყოველ წამს იწვევს მოთამაშეებს მზარდ ზიანს.
  • ბროულბოლი (ინგლ. Brawlball ) — 3 მოთამაშის რეჟიმი, სადაც მთავარი ამოცანაა 2 გოლის გატანა მოწინააღმდეგეების კარებში. თუ მეორე გოლი ვერ გავიდა, მაშინ იმარჯვებს გუნდი, რომელსაც მეტი ანგარიში აქვს. თუ ანგარიში თანაბარია, მაშინ მოთამაშეებს ეძლევათ 1 დამატებითი წუთი გოლის გასატანად. თუ დამატებით დროში ვერცერთი გუნდი ვერ შეძლებს გოლის გატანას, მაშინ თამაში დამთავრდება ფრედ.

ასევე არსებობს ორი წყვილი ალტერნატიული რეჟიმი, რომლებიც ენაცვლებიან ერთმანეთს:

  • ძარცვა (ინგლ. Heist ) — 3vs3 მოთამაშის რეჟიმი, სადაც მთავარი ამოცანაა მტრის სეიფის განადგურება საკუთარი სეიფის დასაცავად. თუ დროთა განმავლობაში ერთ-ერთი სეიფი არ განადგურდა, მაშინ იმარჯვებს გუნდი, რომელსაც მტერზე მყარი სეიფი აქვს. თუ დროის გასვლის შემდეგ ორივე სეიფი დაზიანდა მსგავსი პროცენტული თანაფარდობით, მაშინ თამაში დამთვრდება ფრედ.
  • ცხელი ზონა (ინგლ. Hot Zone ) არის 3 vs 3 მოთამაშის რეჟიმი, სადაც მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება დიდხანს დგომა წერტილზე და ამით დაიპყრო იგი. გუნდი, რომელიც დააგროვებს 100%-ს, იმარჯვებს.
  • ჯილდო დაჭერისთვის (ინგლ. Bounty ) — 3 vs 3 მოთამაშის რეჟიმი, სადაც მთავარი ამოცანაა მოიპოვოთ რაც შეიძლება მეტი ვარსკვლავი და მოგებისთვის თქვენი გუნდის ვარსკვლავები უნდა აემატებოდეს მოწინააღმდეგის ვარსკვლავების რაოდენობას. ვარსკვლავები მტრის განადგურებით იშოვება. თამაშის დასაწყისში რუკის ცენტრში არის დამატებითი ვარსკვლავი. რომლის აღების შემთხვევაში შენს გუნდს 1 დამატებითი ვარსკვლავი ეძლევა.
  • ალყა (ინგლ. Siege, ამოღებული თამაშიდან 2022 წლის 31 აგვისტოს) — 3vs 3 მოთამაშის რეჟიმი, სადაც მთავარი ამოცანაა მტრის ბაზის განადგურება. განსხვავება ამ რეჟიმსა და „ძარცვას“ შორის გამოიხატება ბაზის უნარში, დამოუკიდებლად დაიცვას თავი ოპონენტებისგან, რომლებიც მის მოქმედების არეალში არიან. თამაშის დაწყებიდან ჭანჭიკები ჩნდება რუკის ცენტრში. გუნდს, რომელიც აგროვებს ყველაზე მეტ ჭანჭიკს გამოყოფილ დროში, შეძლებს გამოიძახოს რობოტი მათ დასახმარებლად, რომელიც მიდის მტრის ბაზაზე და გზაში ებრძვის მოწინააღმდეგეებს. რაც უფრო მეტ ჭანჭიკს აგროვებს გუნდი, მით უფრო ძლიერია რობოტი.
  • ნოკაუტი (ინგლ. Knockout ) — 3 vs 3 მოთამაშის რეჟიმი, სადაც მთავარი ამოცანაა ორი რაუნდის მოგება, რომელთაგან თითოეული გრძელდება მაქსიმუმ 1 წუთი. გუნდი, რომელსაც არ ჰყავს მოთამაშე ან ნაკლები მოთამაშე დარჩა, ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდს, იგებს, მაგრამ თუ დროის გასვლის შემდეგ ორივე გუნდში თანაბარი მოთამაშე იქნება, გუნდი, რომელმაც მეტი ზიანი მიაყენა, იგებს რაუნდს.
  • დუელები (ინგლ. Duels ) — ამ რეჟიმში მოთამაშეები ირჩევენ 3 პერსონაჟს, რომლებითაც შეებრძოლებიან ერთმანეთს. მოთამაშე, რომელიც დაამარცხებს მტრის სამ მებრძოლს, იმარჯვებს.
  • Ჩატვირთვა (ინგლ. Payload (ამოღებულია თამაშიდან 2022 წლის 27 აპრილს) —რეჟიმი, რომელშიც თითოეულ გუნდს აქვს ერთი დატვირთული ურიკა, რომელიც უნდა ატაროს ტრასების ბოლომდე. გუნდი, რომელიც ტვირთს საბოლოო მიზნამდე მიიყვანს, იმარჯვებს.
  • გასუფთავება (ინგლ. Wipeout ) — ამ რეჟიმში თმაშობს ორი გუნდი, რომლებიც შედგება სამი მოთამაშისგან. მიზანია მოწინააღმდეგეების 8-ჯერ განადგურება ისე. როდესაც ერთი გუნდი იღებს 8 მკვლელს, ისინი იგებენ. 2 წუთის შემდეგ, თუ ორივე გუნდმა ვერ გაანადგურა 8 მოწინააღმდეგე, იმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს. თუ ორივე გუნდს აქვს ერთნაირი რაოდენობის მოკვლა, მატჩი ფრედ მთავრდება.
  • კალათბურთელი (ინგლ. BasketBrawl ) — 3 vs 3 რეჟიმი, რომელშიც თქვენ უნდა ჩააგდოთ ბურთი რგოლში, რომელიც მუდმივად მოძრაობს. ამ რეჟიმს აქვს თამაშში ყველაზე პატარა რუქები. ითამაშეთ ამ რეჟიმში 5 ქულამდე. ხაზს მიღმა დარტყმისთვის - 3 ქულა, ხაზის შემდეგ - 2 ქულა.

გარდა ამისა, არის რეჟიმები, რომლებიც ტარდება მხოლოდ შაბათ-კვირას:

  • ბოსებთან ბრძოლა (ინგლ. Boss Fight ) — ამ რეჟიმში თქვენ უნდა გაანადგუროთ ბოსი რობოტი, ასევე დაიცვათ მისი მინიონებისგან. სართულის ყოველი გავლილი სირთულის დონე იზრდება,
  • რობოღრიალი (ინგლ. Robo Rumble ) — ამ რეჟიმში თქვენ უნდა დაიცვათ სეიფი რობოტებისაგან, რომლებიც ძლიერდებიან ტალღის მატებასთან ერთად. Boss Fight-ის მსგავსად, სირთულე იზრდება ყოველი გამარჯვებით;
  • დიდი თამაში (ინგლ. Big Game ) — რეჟიმი, რომელშიც 5 მოთამაშე ცდილობს გაანადგუროს სხვა მოთამაშე, მეგა პერსონაჟი, რომელსაც აქვს უამრავი ჯანმრთელობის მაჩვენებელი და უზარმაზარი ძალა. თუ მოთამაშეებმა დაამარცხეს მეგა პერსონაჟი 2 წუთში, მაშინ გამარჯვებას მოთამაშეები მიიღებენ და თუ მეგა პერსონაჟმა გაძლო 2 წუთი მაშინ ის იმარჯვებს.

2020 წლის 12 მაისიდან თამაშში დაამატეს სეზონები, რომლებიც შედის Brawl Pass-ში.

განვითარება

Supercell-ს სურდა შეექმნა გუნდზე დაფუძნებული მობილური თამაში, როგორიცაა League of Legends და Overwatch . თამაშის საზოგადოების მენეჯერის, ფრენკ კაიენბურგის თქმით, დეველოპერები „კონცენტრირებულნი იყვნენ თამაშის იდეალურ შემუშავება, შენარჩუნებაზე და ყველა შეცდომების გამოსწორებაზე“ .

თამაშის პირველი პროტოტიპი, სახელწოდებით Project Laser, შეიქმნა 2016 წელს . ამ თამასში მოთამაშე პერსონაჟს ეკრანზე დაწკაპუნებით აკონტროლებდა და როცა მტერი ხედვის ველში შედიოდა, პერსონაჟი მას ავტომატურად უტევდა. ტესტერები ჩიოდნენ ნელი გეიმპლეისა და ცუდი სამოქმედო კონტროლის გამო, რის შედეგადაც გამოსცეს ახალი თამაში, სახელწოდებით Laser 2, რომელიც იმავე წელს შეიქმნა, სადაც თამაში გადავიდა ვერტიკალურ რეჟიმში და ასევე პერსონაჟებმა თვითონ დაიწყეს შეტევა ამ თამაშში არ იყო ავტომატური შეტევის ღილაკი. 2019 წლის მარტში სან-ფრანცისკოში გამართულ თამაშის დეველოპერების კონფერენციაზე Supercell-ის წარმომადგენლის, ანტი სუმალას თქმით, ეს გაკეთდა მობილური მოწყობილობის უფრო ბუნებრივი დაჭერის უზრუნველსაყოფად .

2017 წლის მარტში გამოვიდა მეორე ვერსია სახელწოდებით Slugfest და თამაში შევიდა UAT ტესტირების ეტაპზე . ანტიმ თქვა, რომ „ტესტერებმა და ჩემმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ისინი იმდენად დატვირთულნი იყვნენ თამაშით, თითქოს წუთში 250 მოქმედების გაკეთება უწევდათ“ , და მალე გამოვიდა მესამე ვერსია, რომელშიც დაემატა ჯოისტიკის მართვის ვირტუალური ვარიანტი შეხებით სიარულისა და თავდასხმისა, მაგრამ ამან არ გამოასწორა სიტუაცია, რადგან ჯოისტიკი მთელ ეკრანზე იყო განლაგებული.

2017 წლის 14 ივნისს Supercell-მა გამოაცხადა თამაში YouTube-ზე პირდაპირ ეთერში. მეორე დღეს, თამაში გაუშვა iOS- ზე კანადურ App Store- ში .

სუსტი გაშვების დროს Supercell-მა შეამჩნია, რომ მოთამაშეები ვირტუალურ ჯოისტიკს უფრო ხშირად იყენებდნენ, ვიდრე , სენსორებზე დაჭერას, ამიტომ 2018 წლის 9 მარტს თამაში კვლავ გადავიდა ჰორიზონტარულ მდგომარეობაზში, რადგაბ „ვირტუალური ჯოისტიკი კიდევ უფრო კომფორტული გამხდარიყო“ . მოთამაშეთა არაერთგვაროვანი რეაქციების შემდეგ, რაიან ლაიტონმა, Brawl Stars- ის ყოფილმა თემის მენეჯერმა, თქვა, რომ გუნდი „არჩევს არა ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ რეჟიმებს შორის, არამედ თამაშის ჰორიზონტალურ რეჟიმში დარჩენასადა და თამაშის განვითარების შეწყვეტას შორის“ .

2018 წლის 26 ივნისს თამაში გამოვიდა Android პლატფორმაზე .

2022 წლის 9 მარტს Supercell-მა განაცხადა, რომ კომპანია გააუქმებდა მათ გამოშვებულ თამაშებს, მათ შორის Brawl Stars, App Store-დან და Google Play-ის მაღაზიებიდან რუსეთსა და ბელორუსში რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების გამო .

2023 წლის 25 აპრილს Supercell-მა დაბლოკა Brawl Stars რუსეთსა და ბელორუსში .

კრიტიკა

აგრეგატორის ვებსაიტის Metacritic-ის მიხედვით თამაშმა მიიღო „შერეული მიმოხილვები“. Multiplayer.it აფასებს პერსონაჟების ლამაზ დიზაინს, ასევე განსხვავებულ თვისებებს, რომლებიც განასხვავებს მათ და ხსნის ახალ სტრატეგიებს: „ეს სისტემა აღმოჩნდება განსაკუთრებით საიმედო და კარგად დანერგილი თავიდანვე: სენსორული კონტროლი კარგად მუშაობს“ . Pocket Gamer-მა დაწერა:

Brawl Stars: თამაშის პროცესი, განვითარება, კრიტიკა 
Brawl Stars პროგნოზირებად კარგად არის დამზადებული, შეჯიბრებებში ყოველთვის გრძნობენ, რომ მათ აკლიათ ძირითადი ინგრედიენტი.“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Brawl Stars თამაშის პროცესიBrawl Stars განვითარებაBrawl Stars კრიტიკაBrawl Stars რესურსები ინტერნეტშიBrawl Stars სქოლიოBrawl Stars12 დეკემბერი2018ინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოქართული გვარითესევსის გემიმამებისა და შვილების ბრძოლაგიორგი II (საქართველოს მეფე)ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024აბრაამ ლინკოლნიქალაქიჯემალ ქარჩხაძეასტრიდ ლინდგრენიგულიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვასტეფანე მღებრიშვილიჰიურემ სულთანისასწორი (ასტროლოგია)თავის ტვინიკურო (ასტროლოგია)ვენდეტაილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)გიორგი III (საქართველოს მეფე)ყირიმის ომიMemento moriცენტნერილუქსემბურგიკომუნიკაციამწერებითახვიჩემი ცოლის დაქალებიინფორმაციაერითროციტებინიკეის პირველი საეკლესიო კრებაგურიაჟანა დ’არკიიტალიაპროპაგანდასაქართველოს კონსტიტუციახრესილის ბრძოლასინონიმებიენგურის ჰიდროელექტროსადგურიბაგრატ III (საქართველოს მეფე)გაერთიანებული ერების ორგანიზაციაალავერდი27 აპრილილეიკოციტებილეიკოციტოზიყაზახეთიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშილუი XIVქვეწარმავლებიერეკლე IIნოე სულაბერიძეექვთიმე თაყაიშვილიევროკავშირიჩარგალიანტუან დე სენტ-ეგზიუპერიშამქორის ბრძოლა (1195)ეპილეფსიამილიმეტრიაბას I (ირანი)დაუნის სინდრომივანუატუაპრილისაბერძნეთიბახტრიონის ბრძოლამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიადამიანის უფლებებიმარილებიმერწყულიწმინდა ნინოიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმივენერახევისბერი გოჩააკაკი წერეთელილეიკემიათუშეთი🡆 More