ჯუნგლი (ინგ.
jungle<ჯანგალი, ჰინდი და მარათულ ენებზე — ტყე, რაყა) — ხეებისა და ბუჩქების რაყა, რომელშიც შერეულია უხეშღეროიანი მარცვლოვანნი. ჯუნგლს უწოდებენ აგრეთვე გაუვალ, ხშირ ტყესა და ბუჩქნარს ხემაგვარი ლიანებით. ტიპური ჯუნგლი გავრცელებულია ინდოეთში ტენიანი, ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავის პირობებში, დაჭაობებულ ნიადაგზე, მდინარე განგის გაყოლებაზე ჰიმალაის ძირში, აგრეთვე ინდოჩინეთში და ზონდის კუნძულებზე. ჯუნგლისთვის დამახასიათებელია სალი (Shorea rubusta), სისუ (Dalbergia sissoo), აკაციები, სტერკულია, როტანგის პალმა, გიგანტური ბამბუკი და სხვა. ბალახოვანი მცენარეებიდან — მაღალი მარცვლოვანები, მაგ:, ველური შაქრის ლერწამი, სპილოს ლელქაში, ერიანთუსი და სხვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჯუნგლი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.