2016 წლის ფილმი ჯუნგლების წიგნი

ჯუნგლების წიგნი (ინგლ.

ფილმი დაფუძნებულია რადიარდ კიპლინგის ამავე სახელწოდების ნამუშევარზე და შთაგონებული Walt Disney-ის 1967 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმით, ჯინგლების წიგნი არის გაცოცხლებული სახის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მაუგლის, ობოლი ადამიანი ბიჭის შესახებ. ფილმში მონაწილეობას იღეებს ნეელ სეთი, ხოლო ზოგიერთ პერსონაჟებს ახმოვანებენ: ბილ მიურეი, ბენ კინგსლი, იდრის ელბა, ლუპიტა ნიონგ'ო, სკარლეტ იოჰანსონი, ჯანკარლო ესპოზიტო, და კრისტოფერ უოკენი.

„ჯუნგლების წიგნი“
2016 წლის ფილმი ჯუნგლების წიგნი
ინგლ. The Jungle Book
რეჟისორი ჯონ ფავრო
პროდიუსერი ჯონ ფავრო
ლისონ შრეამური
ბრიგჰამ ტაილორი
ეფუძნება რადიარდ კიპლინგის ჯუნგლების წიგნს
როლებში
კომპოზიტორი ჯონ დებნი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი

4 აპრილი, 2016 (ელ კაპიტანის თეატრი)

15 აპრილი, 2016 (აშშ)
ხანგრძლივობა 106 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 175–177 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 966.6 მილიონი აშშ დოლარი

ფავრომ, მარქსმა და პროდიუსერმა ბრიგამ ტეილორმა შეიმუშავეს ფილმის სიუჟეტი, როგორც დაბალანსებულია დისნეის ანიმაციურ ადაპტაციასა და კიპლინგის ორიგინალური ნამუშევრებით. ძირითადი გადაღებები 2014 წელს დაიწყო, ლოს-ანჯელესში. ფილმისთვის საჭირო იყო კომპიუტერული გრაფიკა, რათა ცხოველი პერსონაჟები მაქსიმალურად რეალურთან მიახლოებულად გადმოეცათ.

ჯუნგლების წიგნი გამოვიდა შეერთებულ შტატებში Disney Digital 3D, RealD 3D, IMAX 3D, D-Box და პრემიუმ დიდ ფორმატებში, 2016 წლის 15 აპრილს. ფილმი კრიტიკოსებმა მოიწონეს. მას კომერციული წარმატებაც მოჰყვა, ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 966 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რითაც ის 2016 წლის მეხუთე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. ფილმი შეაქეს ვიზუალური ეფექტების, ვოკალური წარმოდგენების, რეჟისურის, მუსიკალური გაფორმებისა და ორიგინალური ანიმაციური ფილმისა და კიპლინგის რომანის ერთგულებისთვის. ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში ის ნომინირებული იყო ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე, ასევე კრიტიკოსთა არჩევანის 22-ე და ბრიტანეთის 70-ე აკადემიის ჯილდოებზე.

პრემიერა

თავდაპირველად ფილმის გამოსვლა დაგეგმილი იყო 2015 წლის 9 ოქტომბერს, მაგრამ ფილმის გამოსვლის თარიღი მოგვიანებით Walt Disney Studios Motion Pictures– მა გადადო 2016 წლის 15 აპრილამდე. ფილმი გამოვიდა Dolby Vision ფორმატში აშშ-ის Dolby Cinema– ში, და არის პირველი ფილმი, რომელიც გამოვიდა Dolby Vision 3D– ში ( ნიუ – იორკის რამდენიმე შერჩეულ კინოთეატრში და ჩიკაგოში). ჯუნგლების წიგნის მსოფლიო პრემიერა შედგა ელ კაპიტანის თეატრში 2016 წლის 4 აპრილს.

რომანიზაცია

ჯოშუა პრუეტისა და სკოტ პიტერსონის მიერ დაწერილი ფილმის რომანიზაცია გამოიცა Disney Publishing Worldwide– ის მიერ 2016 წლის 1 მარტს.

გამოხმაურება

შემოსავალი

ფილმმა უდიდესი ფინანსური წარმატება მოიპოვა. მას მცირე ხნით ეკავა ყველა დროის ყველაზე დიდი რიმეიკის ადგილი, სანამ სტუდია მზეთუნახავი და მხეცს არ გამოუშვებდა. ფილმმა გამოიმუშავა 364 მილიონი აშშ დოლარი შეერთებულ შტატებსა და კანადაში და 602,5 მილიონი აშშ დოლარი სხვა ქვეყნებში, რაც საერთო ჯამში 966,6 მილიონი დოლარია. ფილმის ბიუჯეტი 175 მილიონი დოლარი იყო. 13 მაისს ის გახდა 2016 წლის მეორე ფილმი (სტუდიის კუთვნილება ზოოტოპიის შემდეგ), რომელმაც 800 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. 10 ივნისს, იგი გახდა 2016 წლის მესამე ფილმი ზოოტოპიასა და კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელმაც 900 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Deadline Hollywood-მა დაადგინა, რომ რომ ფილმის წმინდა მოგება 258 მილიონი დოლარი იყო, ყველა დანახარჯის გათვალისწინებით ფილმი მომგებიანობის მიხედვით 2016 წელს მე-6 იყო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2016 წლის ფილმი ჯუნგლების წიგნი პრემიერა2016 წლის ფილმი ჯუნგლების წიგნი გამოხმაურება2016 წლის ფილმი ჯუნგლების წიგნი რესურსები ინტერნეტში2016 წლის ფილმი ჯუნგლების წიგნი სქოლიო2016 წლის ფილმი ჯუნგლების წიგნიWalt Disney Picturesბენ კინგსლიბილ მარიიდრის ელბაინგლ.კრისტოფერ უოკენილუპიტა ნიონგ’ორადიარდ კიპლინგისკარლეტ იოჰანსონიუოლტ დისნეიჯონ ფავროჯუნგლების წიგნიჯუნგლების წიგნი (1967 წლის ფილმი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირინარცისიმერკურისაქართველოს დაცული ტერიტორიებიიაკობ გოგებაშვილიმამებისა და შვილების ბრძოლანაპოლეონ ბონაპარტიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიგოგოთურ და აფშინაოქროს კვეთაქიმიური ელემენტიიგიკვადრატული მეტრიჯუზეპე ვერდიცვალებადობათა ფორმებიჭადრაკიდავით კლდიაშვილიკალიებიაპრილის სოკომერწყულიჰარი პოტერიფრინველთა მიმოფრენასაქართველოს სამეფოაშშ-ის პრეზიდენტების სიაგიორგი სააკაძედიდი სქიზმავენაYouTubeგუმბათიჰექტარიიბერიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაქართული ფილმების სიანაძვისაქართველოს სახელმწიფო გერბიმიხეილ სააკაშვილიჯაყოს ხიზნებიბაში-აჩუკიკალათბურთიპინგვინისნაირნირენესანსიბელგიაენგურიფინეთის კულტურაყვავილიმონა ლიზადიდი პანდალომი (ასტროლოგია)ნიჰილიზმიდავით კაკაბაძემეტყველების ნაწილებიჯინსების თაობაიმპრესიონიზმიტრანსპორტილათინური ენაიგლუჯრუჭის I ოთხთავიაფხაზეთილაშა შავდათუაშვილიდისკრიმინაციაილია სულამანიძეადოლფ ჰიტლერიგარემოს დაცვატურიზმიმცხეთის ჯვრის მონასტერიელინიზმიმიტოზიქართლის ცხოვრებასამხრეთი ამერიკაელეონორა რუზველტიკონსტანტინე გამსახურდიაშავი ზღვაანდერს ბერინგ ბრეივიკინივთიერებათელავინიუტონის კანონებისალმან ხანიგეომეტრიული პროგრესია🡆 More