ჯუნგლების წიგნი

„ჯუნგლების წიგნი“ (ინგლ.

1893-1894 წლებში მათი ნაწილი გამოიცემოდა სხვადასხვა ჟურნალში. წიგნის სახით გამოვიდა 1894 წელს. ორიგინალური ილუსტრაციები შესრულებულია რადიარდის მამის, ჯონ ლოკვუდ კიპლინგის მიერ. კიპლინგი თავად დაიბადა ინდოეთში და ცხოვრების პირველი ექვსი წელი იქ გაატარა. ინგლისში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ ის დაუბრუნდა ინდოეთს, სადაც ექვსნახევარი წელი იმუშავა. ისტორიები, მოთხრობილი ამ კრებულში, დაწერილია ვერმონტში.

„ჯუნგლების წიგნი“
The Jungle Book
ჯუნგლების წიგნი
ავტორი რადიარდ კიპლინგი
ილუსტრატორი ჯონ ლოკვუდ კიპლინგი
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
სერია ჯუნგლების წიგნები
ჟანრი საბავშვო წიგნი
გამომცემელი Macmillan Publishers
გამოცემის თარიღი 1894
მედია მაგარი და რბილი ყდები
წინამორბედი რუხში
მომდევნო „ჯუნგლების მეორე წიგნი“

სიუჟეტი ძირითადად იგავების სახეს ატარებს. განიხილება ჯუნგლების კანონი, მაგალითად, ინვიდივუალური ცხოველების, მათი ოჯახების უსაფრთხოების წესები. ყველაზე ცნობილი ისტორიები ეხება ბიჭუნა მაუგლის, რიკი ტიკი ტავის (მანგუსტის) და სპილოების მომვლელ ტუმაის ცხოვრებას.

თავები

წიგნში შეტანილ ყოველ მოთხრობას მოჰყვება ლექსი, ერთგვარი ეპიგრამა.

ამბავი აღწერა ეპიგრამული ლექსი
„მაუგლის ძმები“ ინდოელი მგლები ჯუნგლებში, დათვ ბალუს და ავაზა ბაგირას დახმარებით ზრდიან ბიჭუნას. უკვე გაზრდილი მაუგლი ხვდება ვეფხვ შერ ხანს. მოთხრობა აგრეთვე დაიბეჭდა, როგორც ცალკე წიგნი „ღამის სიმღერა ჯუნგლებში“. სიონების ხროვის სანადირო სიმღერა
„კაას ნადირობა“ მოვლენები მიმდინარეობს შერ ხანთან ბრძოლამდე. მაუგლის იტაცებენ ბანდერ-ლოგები, ხოლო ბალუ და ბაგირაა, გველ ჩილის და პითონ კაას დახმარებით, მის გადარჩენას ცდილობენ. ბანდერ-ლოგების სამოგზაურო სიმღერა
„ვეფხვი! ვეფხვი!“ მაუგლი ბრუნდება ადამიანების სოფელში. მას იშვილებენ მესუა და მისი ქმარი, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ იგი მათი დაკარგული შვილი, ნათუა. მაგრამ იგი ვერ ეგუება ადამიანებთან ცხოვრებას, შერ ხანი კი კვლავ ეძებს მას. მაუგლის სიმღერა
„თეთრი სელაპი“ იშვიათი ჯიშის სელაპი ეძებს თავისი ტომისთვის ახალ ტავშესაფარს, ადგილს, სადაც მათ ვერ მიაგნებენ ადამიანები. ლუკანონი
„რიკი-ტიკი-ტავი“ მანგუსტი რიკი-ტიკი ინდოელ ოჯახს იცავს ორი კობრის თავდასხმისგან. ამბავი აგრეთვე გამოიცა ცალკე წიგნის სახით. დარზის საგალობელი
„პატარა ტუმაი“ ტუმაი, 10 წლის ბიჭუნა, სხვებს ეხმარება სპილოების მოვლაში. მას უამბობენ, რომ ნამდვილი მომვლელი ვერასოდეს გახდება, თუ არა იხილავს სპილოების ცეკვას. ამბავი დაიბეჭდა ცალკე წიგნის სახითაც. შივი და კალია
„მისი უდიდებულესობის მსახურები“ სამხედრო აღლუმის წინ ბრიტანელი სამხედრო შემთხვევით მოისმენს ბანაკში მცხოვრები ცხოველების საუბარს.

რესურსები ინტერნეტში

ჯუნგლების წიგნი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ინგლისიინგლისური ენარადიარდ კიპლინგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ინდონეზიაფრიდერიკ შოპენიგლობალიზაციაშარკა ბლუანა წითლიძესამკუთხედიკანადაქრისტეფორე კოლუმბინეპალიგიორგი II (საქართველოს მეფე)ინფორმაციატაო-კლარჯეთიმერწყულირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ვახტანგ გომელაურიბერლინის კედელიბართლომეს ღამეარმაზი (ღვთაება)ჩაკრულოივანე მაჩაბელისისხლიერთა ლიგარუსეთის ისტორიაექვთიმე თაყაიშვილიაზიასაქართველოს პარლამენტიგიორგი V ბრწყინვალეინგლისური ენასოკოებიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაქართული მითოლოგიასაქართველოს სახელმწიფო გერბიიასამანიასლან აბაშიძექუთაისობაკრიშტიანუ რონალდუენდომეტრიოზიბიძინა გუჯაბიძე (ალპინისტი)მუსიკაეკა გიგაურისაქართველოს დემოგრაფიაგამარჯვების დღემარიხუანაევროკავშირილიეტუვააჭარანეპოტიზმიგასტრიტიჯინსების თაობაბიძინა ივანიშვილიქვეწარმავლებიკარტოფილიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეგავრილოვის ღამემოციქულებიხევისბერი გოჩააბანოთუბანიქართლის გაქრისტიანებაეიფელის კოშკიპარაზიტიზმიმაიმუნებისაჭმლის მომნელებელი სისტემატურიზმიჩარგალიმონანიება (ფილმი)აშშ-ის პრეზიდენტების სიაბულგარეთისაქართველოს წითელი ნუსხაფობიების სიაცოტნე დადიანიმენსტრუაციადიდი ხუთშაბათიიაგო ხვიჩიატუტე ლითონებიმშრომელთა საერთაშორისო დღებაში-აჩუკი🡆 More