ჯინა ლოლობრიჯიდა

ლუიჯია (ჯინა) ლოლობრიჯიდა (იტალ.

16 იანვარი, 2023, რომი, იტალია) — იტალიელი მსახიობი, ფოტოჟურნალისტი და მოქანდაკე. 1950-იან და 1960-იან წლებში იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. მიიჩნევა 1950-იან წლების სექს-სიმბოლოდ. ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსის ჯილდოზე ნომინირებული იყო სამჯერ, საიდანაც მოიგო ერთი.

ჯინა ლოლიბრიჯიდა
ჯინა ლოლობრიჯიდა
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1927
სუბიაკო, იტალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 16 იანვარი, 2023 (95 წლის)
რომი, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1946–1997
მეუღლე(ები) მილკო შკოფიჩი (იქ. 1949; გ. 1971)
ჯილდოები
საპატიო ლეგიონის ორდენი
საპატიო ლეგიონის ორდენი

ჯინა ლოლობრიჯიდას დებიუტი 1946 წელს შედგა ფილმში „შავი არწივი“; პოპულარობა მოიპოვა „მის იტალიის“ (1947) სილამაზის კონკურსის შემდეგ. ჟერარ ფილიპთან ერთად ითამაშა კრისტიან ჟაკის სათავგადასავლო კომედიაში „ფანფან-ტიტა“. 1950-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა „ვარდისფერი ნეორეალიზმის“ ფილმებში, მ.შ. კომედიებში, რომლებმაც მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა (ლუიჯი კომენჩინის „პური, სიყვარული და ფანტაზია“ და „პური, სიყვარული და ეჭვიანობა“, სადაც ლოლობრიჯიდას პარტნიორი იყო ვიტორიო დე სიკა). შემდგომში მონაწილეობდა უპირატესად გასართობი ხასიათის იტალიურ, ევროპულ და ამერიკულ ფილმებში („სოლომონი და საბაელთა დედოფალი“, „საიმპერიო ვენერა“ და სხვ.). 1970-იან წლებში, აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, ლოლობრიჯიდამ დადგა დოკუმენტური ფილმი კუბის შესახებ „ფიდელის პორტრეტი“ (1975), დაკავდა სამხატვრო ფოტოგრაფიით. სხვა ფილმებს შორისაა: „ფრთხილად, ბანდიტები!“, „ღამის ლამაზმანები“, „პროვინციელი“, „რომაელი“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „ყოველ სექტემბერს“, „მშვენიერი ნოემბერი“, „მეფე, ქალი, ვალეტი“. 1980-იანი წლებიდან დაკავებული იყო ქანდაკებით.

კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისა და შემოქმედებისათვის მიღებული ჰქონდა დასავლეთ ბერლინის (1986), კარლოვი-ვარის (1995) და მოსკოვის (1997) საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები. დაჯილდოვებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით (1995).

ლოლობრიჯიდა 2023 წლის 16 იანვარს, რომში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

16 იანვარი192720234 ივლისიიტალიაიტალიელებიიტალიური ენაოქროს გლობუსირომი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომბიქართველებიკონსერვატიზმიიესო ქრისტეტემპერამენტის ტიპებიექსპრესიონიზმიგიორგი ანწუხელიძეთევზებიშინაური ძაღლიქრისტეფორე კოლუმბიმსოფლიოს მოსახლეობასაქართველოს პრეზიდენტინიდერლანდებიმტირალას ეროვნული პარკიავსტრიადოლიხელოვნებაკარტოფილინიჰილიზმინიკო ფიროსმანიმალტავიტამინებიალკოჰოლიზმიდედა ენაიუდაიზმიპროტესტანტიზმიტერორიზმიბიზანტიის იმპერიაამერიკის შეერთებული შტატებიბუნების დაცვააგენტიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითყივანახველასიურრეალიზმიირაკლი კობახიძერომისახელმწიფოტროპიკული სარტყლებისაქართველო XVI საუკუნეშიგლობალური დათბობასაქართველო IX-X საუკუნეებშიგორინაწლავებისიმკვრივეეგვიპტის პირამიდებითუთის აბრეშუმხვევიამასშტაბიბასიანის ბრძოლაშხარამდგრადი განვითარებაბენიტო მუსოლინიადამიანიეკონომიკასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს ისტორიასპილოსებრნიქეთევან დედოფალიC ჰეპატიტიანდებიტერენტი გრანელირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიგამზრდელი (პოემა)ცივი ომივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიბარსელონაოსმალეთის იმპერიასხალთის ტაძარიმინერალებიბეჰემოთისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიივანე ჯავახიშვილიმგელისტუმარ-მასპინძელილიხტენშტაინივიკიპედიაჰიპერბოლა (ენა)სატურნიმიხეილ ლომონოსოვი🡆 More