ასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთი

ჭობარეთი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ძველის თემში მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს.

ასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭობარეთი.

ზღვის დონიდან 1440 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 25,5 კილომეტრით. სოფელში არის მარმარილოს და დიატომიტის საბადო. სოფელში დგას ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია.

სოფელი
ჭობარეთი
ასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი ძველი
კოორდინატები 41°34′36″ ჩ. გ. 43°07′52″ ა. გ. / 41.57667° ჩ. გ. 43.13111° ა. გ. / 41.57667; 43.13111
ცენტრის სიმაღლე 1440
მოსახლეობა 290 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — ასპინძის მუნიციპალიტეტი
ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 290 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 379
2014 290 ასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთი 

ნასახლარი

2009 წელს გაზ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნის დროს აღ­მოჩ­ნდა ად­რე ბ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძველი წელთაღრიცხვით 3500-3000 წლებით თარიღდება. აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვის სა­ბეჭ­და­ვი, რომელიც მე­სო­პო­ტა­მი­ი­დან, ქა­ლაქ ურუქი­დან უნ­და იყოს შე­მო­ტა­ნი­ლი. 2012 წლიდან ძეგლზე მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ექსპედიციის შედეგად, 2013 წელს ძეგლზე აღმოჩნდა ხორბლის ოთხი სახეობა, 2014 წელს კი - ქვის ხელსაფქვავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისთვის მეურნეობა უკვე განვითარებული იყო. ასევე, აღსანიშნავია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი (ყალიბი), რაც იმის მანიშნებელია რომ ლითონის გარკვეული ნივთები ადგილობრივად მზადდებოდა. ძეგლზე აღმოჩენილია ნამოსახლარის თანადროული სამარხი, სადაც მიცვალებული მოხრილ მდგომარეობაში იყო დაკრძალული. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს გვიან ანტიკური-ადრე შუა საუკუნეების ციტადელი.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთი დემოგრაფიაასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთი ნასახლარიასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთი ლიტერატურაასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთი სქოლიოასპინძის მუნიციპალიტეტი ჭობარეთიასპინძაასპინძის მუნიციპალიტეტიდიატომიტიერუშეთის ქედიზღვის დონეთემიკილომეტრიმარმარილომდინარემეტრიმტკვარისამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველოსოფელიშუა საუკუნეებიძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გურამ დოჩანაშვილიმსოფლიო მიზიდულობის კანონიინგლისური ენაახალი ზელანდიაოქსიდიგიორგი ქინქლაძევანიაია-სოფიას ტაძარიგიორგი II (საქართველოს მეფე)ეროზიაფოთიკალანდანიუედედამიწის სტრუქტურაეგზისტენციალიზმიალკანიტრეფიკინგიშამქორის ბრძოლა (1195)რომის რესპუბლიკააფხაზეთიღვარცოფიწრეწირისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეტოლერანტობასინგაპურისოციალიზმიჯვაროსნული ლაშქრობებიკონგოსაქართველო VI საუკუნეშისაქართველოს პარლამენტიბელგიაიუნგფრაუიოხის უღელტეხილიდავითგარეჯაჭიანჭველასებრნივახტანგ VIწიგნი სიბრძნე სიცრუისავერის უბნის მელოდიებიგიორგი I (საქართველოს მეფე)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასულეიმან Iგაზაფხულიძაღლიაჭარაგაერთიანებული ერების ორგანიზაციაარგონავტებირითმაარაბობა საქართველოშილამპრობაბრაზილიაქეთო და კოტე (ოპერა)ჩინგიზ-ყაენიმერწყულიკახეთის აჯანყება (1659)პოსტიჭიათურაგურიის მხარეუკრაინაგეორგიევსკის ტრაქტატიმონტენეგროსაქართველოს ქალაქებითევდორე კველთელიელისაბედ IIბაგრატ III (საქართველოს მეფე)იერუსალიმის სამეფოკონსტანტინე გამსახურდიაერეკლე II-ის ოჯახიValve Corporationნოდარ დუმბაძერომიჯიხვიარაბთა სახალიფოვატიკანიკაიროსასარგებლო წიაღისეულიკოლოსეუმიკვადრატული კილომეტრი🡆 More