ძინგმენი

ძინგმენი (გამარტივებული ჩინური: 荆门; ტრადიციული ჩინური: 荆門; ფინინი: Jīngmén; ვეიდ-ჯაილზი: Ching1mên2) — საოლქო დონის ქალაქი ხუბეის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

ხუბეის ამ ნაწილში ბამბისა და ნავთობის ინდუსტრიებია განვითარებული. 2012 წლის მონაცემებით< ქალაქის მოსახლეობა 3 023 000 ადამიანი იყო, რაც 2010 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (ამ წელს ქალაქში 2 873 687 ადამიანი აღირიცხა). ძინგმენის ურბანული ნაწილის მოსახლეობა 400 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. უძველეს პერიოდში ძინგმენი ცნობილი იყო, როგორც ძინგჭოუს კარიბჭე, რომელიც წარულში ჩინეთის ცხრა პროვინციიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა. საოლქო დონის ქალაქის სახელიც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „კარიბჭე ძინგჭოუსაკენ“.

საოლქო დონის ქალაქი
ძინგმენი
荆门市
ძინგმენი
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხუბეი
შიდა დაყოფა Dongbao District, Duodao District, Jingshan, Shayang County და Zhongxiang City
კოორდინატები 31°02′07″ ჩ. გ. 112°11′56″ ა. გ. / 31.03528° ჩ. გ. 112.19889° ა. გ. / 31.03528; 112.19889
ფართობი 12,404 კმ²
მოსახლეობა 3,023,000 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 240 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 448000
ოფიციალური საიტი jingmen.gov.cn
ძინგმენი — ჩინეთი
ძინგმენი

ადმინისტრაციული დაყოფა

ძინგმენის საოლქო დონის ქალაქი ორ რაიონს, ორ სამაზრო დონის ქალაქს, ერთ მაზრასა და სამ სხვა არაკლასიფიცურებულ დასახლებას მოიცავს:

  • ტონგპაო (东宝区)
  • ტუოუტაო (掇刀区)
  • ჭუნგსიანგი (钟祥市)
  • ძინგშანი (京山市)
  • შაიანგი (沙洋县)
  • ძინგმენის განვითარებული ტექნოლოგიური არეალი (荆门高新技术产业园区 ან 荆门高新区)
  • ჭანგხეს ახალი არეალი (漳河新区)
  • ცუძიალინგის მენეჯმენტის რაიონი (屈家岭管理区)
Map

ძინგმენი 

ტონგპაო
ტუოუტაო
შაიანგი
ძინგშანი (ქალაქი)
ჭუნგსიანგი (ქალაქი)

მდებარეობა

ძინგმენის ტონგპაოს რაიონი, რომელიც საოლქო დონის ქალაქის ცენტრად მიიჩნევა, უხანიდან სამი საათის სავალზეა და ის ხუბეის დედაქალაქს ავტობუსითა და სარკინიგზო ხაზით უკავშირდება. 2004 წელს ძინგმენსა და უხანს შორის ახალი მატარებლების სერვისი ამოქმედდა. ძინგმენი ახლოსაა მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, როგორებიცაა: სამი სამეფოს დიდების დროინდელი ჩანგპანი, უდანშანი, ჭუნგსიანგში დაცული მინის დინასტიის დროინდელი აკლდამა (ეს არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში შემავალი მინისა და ცინის დინასტიების სამეფო აკლდამების ნაწილი). მისი მდებარეობიდან გამომდინარე (ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში), ძინგმენში მოხვედრა ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან მარტივადაა შესაძლებელი: ბეიჯინგსა და გუანჯოუდან მატარებლით ქალაქში მოხვედრა მატარებლით 18 საათშია შესაძლებელი, იჩანგიდან კი ორ საათში (აქვე მდებარეობს სანსიას ჰიდროელექტროსადგური).

კლიმატი

ძინგმენისათვის დამახასიათებელია ტიპური ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ქალაქში ყველაზე ცივი თვე იანვარია, ყველზე ცხელი კი ივლისი. ტემპერატურა ზოგჯერ 38 °C-საც კი აღწევს, ზამთრობით კი ტემპერატურა ხშირად 0 ;°C-ზე დაბლაა და ყოველწლიურად თოვს. წვიმა საშუალოდ ყველაზე ხშირად აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. ეს მაჩველებელი შემოდგომობითა და ზამთრობით მცირდება.

ძინგმენვირუსების ჯგუფი პირველად 2014 წელს აღმოაჩინეს, რომელიც Ixodida-ს ვირუსების ცალკეულ ჯგუფადაა კლასიფიცირებული.

ჰავის მონაცემები — ძინგმენი (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 8.0 10.4 14.9 21.8 26.7 29.5 31.6 31.2 27.6 22.1 16.2 10.1 20.8
საშუალო დღიური °C 3.8 6.1 10.3 16.9 21.9 25.3 27.6 26.9 22.8 17.3 11.5 5.8 16.4
საშუალო დაბალი °C 0.6 2.6 6.5 12.7 17.7 21.7 24.4 23.6 19.1 13.5 7.8 2.4 12.7
საშუალო ნალექი (მმ) 21.1 32.2 51.1 72.8 117.4 122.8 179.8 149.1 73.9 70.4 43.0 17.6 951.2
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 70 70 71 72 72 77 81 80 74 74 72 69 74
წყარო: China Meteorological Administration

განათლება

ძინგჩუს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ჩინ.: 荆楚理工学院, JUT, წარსულში ცნობილი, როგორც ძინგმენის უნივერსიტეტი) დაარსდა 2007 წლის დასაწყისში და ძინგმენში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია. ძინგჩუს ტექნოლოგიების უნვიერსიტეტში მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის, მენეჯმენტის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ექთნობის მიმართულებებით. ეს არის საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ჩინეთის განათლების სამინისტრის მიერაა აღიარებული. უნივერსიტეტი მოიცავს 147.71 ჰექტარ ფართობს, სადაც საგანმანათლებლო არეალი 300 000 კვადრატულ მეტრს უდრის. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სწავლებისა და სამეცნიერო ინსტრუმენტებით.

ძინგმენში არსებულ მნიშვნელოვან საშუალო სკოლებს შორისაა: ლონგცუანის საშუალო სკოლა, ქალაქ ძინგმენის N1 საშუალო სკოლა და ტონგპაოს საშუალი სკოლა.

ეკონომიკა

ძინგმენის საოლქო დონის ქალაქის ეკონომიკა ძირითადად დაფუძვნებულია სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაზე.

ძინგმენი მნიშნვლეოვანი ტერიტორიაა, სადაც მოჰყავთ: ბრინჯი, ბამბა და რაფსოვანი კულტურები. მარტის მიწურულს ყოველწლიურად იმართება ძინგმენის ტურისტული ფესტივალი, სადაც ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანები. Sinopec-ის ძინგმენის ფილიალი ცენტრალური ჩინეთის ტერიტორიაზე ნავთობის მთავარი მწარმოებელი კომპანიაა. ეს კომპანია ნავთობს ნანიანგიდან (ხენანის პროვინცია) ძიანგხანამდე (ხუბეის პროვინცია) არსებულ ტერიტორიაზე მოიპოვებს.

ძინგმენი განვიტარებადი ლიჯისტიკური ცენტრია ცენტრალური ჩინეთის პერიტორიაზე. კომპანიის, Li Ning-ის ყველაზე დიდი დისტრიბუციის ცენტრი ძინგმენში მდებარეობს, საიდანაც მთელი ჩინეთის ტერიტორია მარაგდება.

2014 წლის 30 ივლისს, ძინგმენის მაიორმა, სიაო ძიუხუამ დაძმობილებული ქალაქის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჩრდილოეთ გლინგართან, რომელიც ონტარიოს აღმოსავლეთ ნაწილში, კანადაში მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ძინგმენი ადმინისტრაციული დაყოფაძინგმენი მდებარეობაძინგმენი კლიმატიძინგმენი განათლებაძინგმენი ეკონომიკაძინგმენი რესურსები ინტერნეტშიძინგმენი სქოლიოძინგმენი20102012ბამბაგამარტივებული ჩინური დამწერლობავეიდ-ჯაილზივრცელი (ტრადიციული) ნიშნებინავთობიფინინიჩინეთიძინგჭოუხუბეი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიამაზონიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებისტამბოლიმურად IVაუტიზმიკრიშტიანუ რონალდუჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიველოსიპედიავტორიტარიზმისამასი არაგველიმეორე მსოფლიო ომინიჰილიზმიშხარაშარკა ბლულოცვა ეფრემ ასურისააღდგომაქართული მითოლოგიაუჯრედიაპენდიციტილეხი (საფეხბურთო კლუბი)იმპრესიონიზმიბორის პაიჭაძეუდაბნოწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022სკორპიონსისაქართველო IX-X საუკუნეებშიიგიმასტურბაციაარსებითი სახელიარაგვითამარ მეფევასკულიტიაფხაზებისაბა საზონოვიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითლაშა ტალახაძეკირიბატიქართლის გაქრისტიანებაარასამთავრობო ორგანიზაციაბაიკალიდედამიწის დღექართლიწმინდა სამების საკათედრო ტაძარი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაგიორგი IV ლაშაგველებიაბას I (ირანი)ხარებაიაკობ გოგებაშვილიყაზახეთიმთვარის დაბნელებაკახეთის აჯანყება (1659)კახა კალაძეგიორგი ჩაკვეტაძებორჯომიYouTubeსოლომონ დოდაშვილიბასიანის ბრძოლაუკრაინასილიციუმისაქართველოს ქალაქებისიტყვაალბანეთიამერიკის შეერთებული შტატებიირაკლი კობახიძეარგონავტებიფრიდერიკ შოპენიქალთევზაგიორგი ქვილითაიაუფლისციხეჰიპერბოლა (ენა)გალაკტიონ ტაბიძეამფიბიებიტემპერამენტის ტიპებიმონაკო🡆 More