ჩერნობილის ბრძოლა

რუსეთის გამარჯვება

ჩერნობილის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი
2022 Russian invasion of Ukraine.svg
თარიღი 24 თებერვალი, 2022
მდებარეობა ჩერნობილის გაუცხოების ზონა (ჩერნობილი და პრიპიატი)
51°16′ ჩ. გ. 30°13′ ა. გ. / 51.267° ჩ. გ. 30.217° ა. გ. / 51.267; 30.217
შედეგი

  • რუსებმა დაიკავეს ჩერნობილის გაუცხოების ზონა და ელექტროსადგური
  • 31 მარტს ან ახლო რიცხვებში რუსული ძალები საერთო ხელახალი დისლოცირებისათვის გაიყვანეს ამ რაიონიდან
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი
მხარს უჭერდა:
ბელარუსის დროშა ბელარუსი
უკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები

ჩერნობილის ბრძოლა რუსეთის ეროვნული გვარდია

უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
ჩერნობილის ბრძოლა ჩერნობილის ბრძოლა ვიკისაწყობში

ჩერნობილის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება ჩერნობილის გაუცხოების ზონაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს. ბელორუსიდან შემოჭრილმა რუსულმა ძალებმა იმ დღის ბოლოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიკავეს.

ფონი

ჩერნობილის ბრძოლა 
უსაფრთხოების საგუშაგო ჩერნობილის ზონაში, 2010 წელი

1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის დროს ატომური ელექტროსადგურიდან გარემოში გამოიტყორცნა დიდი რაოდენობით რადიოაქტიური მასალა. აფეთქებული რეაქტორის გარშემო 30-კილომეტრიანი რადიუსის ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა და იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩაიკეტა. ეს რაიონი ოფიციალურად გამოცხადდა ჩერნობილის გაუცხოების ზონად. მისი საზღვრები დროსთან ერთად იცვლებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორია დამოუკიდებელი უკრაინის ნაწილი გახდა:p.4–5:p.49f.3 და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში შევიდა.

ბრძოლა

2022 წლის 24 თებერვლის შუადღისას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეს, უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს ჩერნობილის გაუცხოების ზონის დასაკავებლად. დღის ბოლოს, უკრაინის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსულმა ძალებმა აიღეს ჩერნობილი და პრიპიატი. რუსეთის მიერ გაუცხოების ზონის დაკავების შემდეგ, ამერიკის მთავრობამ განაცხადა, რომ „არსებობდა სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუს ჯარისკაცებს ამჟამად მძევლად ჰყავთ ჩერნობილის ობიექტების პერსონალი“.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარტილერიო დაბომბვაში მოხვდა რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილები და დაფიქსირდა რადიოაქტიურობის ზრდა. თუმცა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ „საწარმოო ობიექტზე მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა“.

გამოხმაურებები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ზონის დაკავებას „მთელი ევროპის წინააღმდეგ ომის გამოცხადება“ უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის სიტყვებით, ეს იყო „სრულიად უაზრო თავდასხმა“ და „ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის, კონფაიმენტისა და ბირთვული ნარჩენების საცავების მდგომარეობა უცნობია“. თუმცა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, „არავითარი მსხვერპლი და ნგრევა საწარმოო ობიექტზე არ ყოფილა“ და „სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ამ ზონაში მდებარე ბირთვული ობიექტების უსაფრთხო და საიმედო მუშაობა არ დაირღვეს“.

ანალიზი

კიევზე შეტევის უფრო დიდ სურათში, ჩერნობილის აღება შეიძლება ჩაითვალოს კიევისკენ მიმავალი რუსული ჯარების სამარშრუტო პუნქტად. ბენ ჰოჯესმა, შეერთებული შტატების არმიის ევროპის სარდლობის ყოფილმა მეთაურის აზრით, გაუცხოების ზონა „მნიშვნელოვანია იმ ადგილის გამო, სადაც ის მდებარეობს… თუ რუსული ძალები კიევს ჩრდილოეთიდან შეუტევენ, ჩერნობილი სწორედ ამ გზაზეა“. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ რუსეთის, უკრაინასა და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასის განცხადებით, რუსულ ძალებს „უნდათ დედაქალაქის ალყაში მოქცევა“. ფარკასმა აღნიშნა ისიც, რომ მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული თავად დეკომისირებული ელექტროსადგურით, მოსკოვს სურს ობიექტის გაკონტროლება. ეს მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს უკრაინელ მეამბოხეებთან გაჭიანურებული ბრძოლის ფონზე — „მათ, რა თქმა უნდა, სურთ მსგავსი საშიში ბირთვული მასალის გაკონტროლება“.

ჩერნობილი უკრაინა ბელარუსის საზღვრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. უკვე აქედან კი, დაახლოებით 128 კილომეტრია კიევამდე. მარშრუტი ბელარუსიდან კიევამდე ჩერნობილის გავლით შესაძლოა განსაკუთრებით მიმზიდველი იყოს რუსი სამხედროებისთვის. ეს საშუალებას მისცემდა მათ გადაეკვეთათ მდინარე დნეპრი ბელარუსში და თავიდან აეცილებინათ პოტენციურად საშიში მანევრი უკრაინას ტერიტორიაზე.

გაუცხოების ზონა მნიშვნელოვანია 1986 წლის ჩერნობილის ატომური კატასტროფის შედეგების შესაკავებლად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ განაცხადა, რომ „თუ ოკუპანტების საარტილერიო დარტყმები განხორციელდება ბირთვული ნარჩენების საცავებზე, რადიოაქტიურმა მტვერმა შეიძლება დაფაროს უკრაინის, ბელარუსისა და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიები“. BBC-ის ცნობით, ამ რაიონში განთავსებული მონიტორინგის სადგურებმა რადიაციის დონის 20-ჯერ ზრდა დააფიქსირეს — 65 მკზვ /სთ-მდე. კლერ კორკჰილმა შეფილდის უნივერსიტეტიდან განაცხადა, რომ ზრდა ლოკალური იყო და ნაწილობრივ განაპირობა „ჩერნობილის ზონაში და მის გარშემო ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების გაზრდილმა გადაადგილებამ, [რამაც] რადიოაქტიური მტვრის მიწიდან მაღლა ასვლა გამოიწვია“.

რუსული ადმინისტრაცია

უკრაინის ენერგოკომპანია „უკრენერჰომ“ 9 მარტს განაცხადა, რომ ელექტროგადამცემი ხაზები სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა და კიევის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლების გამო ვერ ხერხდება მათი შეკეთება. ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნიდა 20 ტონამდე რადიაქტიურ ნარჩენებს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილებულიყო, რათა არ მომხდარიყო რადიაციის გაჟონვა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტვიტერში გამოაქვეყნა განცხადება: „მოვუხმობ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ მოუწოდოს რუსეთს, შეწყვიტოს ცეცხლი და ტექნიკოსების ჯგუფებს საშუალება მისცეს, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება“. მისი თქმით, ელექტროსადგურს მოეპოვებოდა დიზელის გენერატორები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ დენით მომარაგებას, რის შემდეგაც გამაგრილებელი სისტემა გაჩერდებოდა და „რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი გახდებოდა“.

8 მარტს გაეროს უწყებამ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ვეღარ იღებდა მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 8 მარტს უკრაინამ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ტექნიკური პერსონალის და დაცვის სამსახურის დაახლოებით 210 თანამშრომლის როტაცია. სააგენტოს დირექტორის, მარიანო გროსის განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი რთულ და დაძაბულ ვითარებაში იმყოფებოდა, რაც ბირთვული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებს ქმნიდა. გროსი ატომურ ელექტროსადგურზე „ეფექტიანი კონტროლის" მქონე ძალებს, ანუ რუსეთს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო პერსონალის უსაფრთხო როტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების საფუძვლების უგულებელყოფაზე მეტყველებს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებდა, რომ ამ შემთხვევაში მოვლენას უსაფრთხოებაზე კრიტიკული გავლენა არ ჰქონდა. სააგენტოს თქმით, რიგი ფაქტორები, მათ შორის ჩერნობილში წყლის გაცივების ხარისხი „ეფექტური განიავებისთვის ელექტრობის მარაგის გარეშეც სკმარისი იყო“.

12 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. იმავე დღეს რუსეთის ატომურმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ენერგომომარაგების აღდგენის პროცესში რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, ჩერნობილის და ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურებს კი, უკრაინელი თანამშრომლები მართავენ.

უკრაინის ატომური ენერგიის მინისტრის 13 მარტს განცხადებით, ჩერნობილის ატომურ სადგურზე უკრაინელი სპეციალისტების ძალისხმევის წყალობით ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და გაგრილების სისტემა ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებდა.

29 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა განაცხადა კიევის მიმართულებიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ. 1 აპრილს გაუცხოების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ნაწილებმა მთლიანად დატოვეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

სავარაუდო რადიაციული დასხივება

სააგენტო „Reuters“-ის ინფორმაციით, რუსებმა თავისი კოლონების გადაადგილების მარშრუტად წითური ტყე გამოიყენეს, რამაც რადიოაქტიური მტვრის აწევა გამოიწვია. ადგილობრივი მომუშავეების თანახმად, რუს ჯარისკაცებს, რომლებიც თან ახლდნენ ამ კოლონებს, არ ეცვათ დამცავი სამოსი. გაუცხოების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს საბჭოს წევრის 31 მარტის განცხადებით, ჩერნობილის ზონიდან რეგულარულად გაჰყავდათ ჯარისკაცები და ბელარუსის ქალაქ გომელის რადიაციული მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის რესპუბლიკურ სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში გადაჰყავდათ. ამის შემდეგ პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ სამხედრო მოსამსახურეები მწვავე სხივური სინდრომით იტანჯებოდნენ. იტყობინებოდნენ, რომ რადიაციის შედეგად ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა. 6 აპრილს ინტერნეტსა და ახალი ამბების სააგენტოებში გავრცელდა წითურ ტყეში გათხრილი სანგრებისა და სხვა თავდაცვითი ნაგებობების სურათები და ვიდეოები.

ადგილობრივი მომუშავეებისა და მეცნიერების მტკიცებით, რუს ჯარისკაცებს ლაბორატორიებიდან ნაალაფარის სახით რადიოაქტიური მასალები გაჰქონდათ.

სქოლიო

Tags:

ჩერნობილის ბრძოლა ფონიჩერნობილის ბრძოლა ბრძოლაჩერნობილის ბრძოლა გამოხმაურებებიჩერნობილის ბრძოლა ანალიზიჩერნობილის ბრძოლა რუსული ადმინისტრაციაჩერნობილის ბრძოლა სქოლიოჩერნობილის ბრძოლა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დისკრიმინაციაგოგირდიკახა კალაძეარაბობა საქართველოშიჯაყოს ხიზნებიძალათენგიზ აბულაძეახალი ზელანდიაფელაციაფეხბურთის წესებიგიორგი მაზნიაშვილიფუტიშხარახახვიიგიმთვარემშვილდოსანი (ასტროლოგია)მარქსიზმიჩინეთიმანასკერტის ბრძოლაანემიაძაღლითაჯ-მაჰალირონალდოსამი მუშკეტერიჰიპოთეზაძველი რომითავისუფლების მოედანი (თბილისი)ბანგლადეშიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)კვიპროსიკაპადოკიაეკოლოგიაკოპენჰაგენისვანეთიტონაცხენიქართვლის დედაიაენგურიმერაბ კოსტავაჰოლოკოსტიკანადაბარდა სკლიაროსიბათუმის ბოტანიკური ბაღიმსოფლიოს მოსახლეობარითმაჰარი პოტერიიოსებ სტალინიმუშთაიდის ბაღინანა ჯანელიძეყაზახეთიადამიანის მსგავსი მაიმუნებილანა ღოღობერიძეერეკლე II-ის ოჯახისერგო ორჯონიკიძენაციონალიზმიკონცეფციავეფხისტყაოსანიზღვის კუებისერბეთიარსებითი სახელი30 აპრილიშვეიცარიამინერალებისაქართველოს ფრინველთა სიახესათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიკონსტანტინე გამსახურდიასეტყვაავოკადოშოთა რუსთაველიაბას I (ირანი)იაკობ გოგებაშვილისაქართველოს სამეფოცოტნე დადიანივირუსები🡆 More