შემწვარი ქათამი

შემწვარი ქათამი — კერძი, რომელიც შედგება ნებისმიერი მეთოდით შემწვარი ქათმის ნაწილებისგან.

პურის ნამცეცების დამატებით მიიღება ხრაშუნა ქერქი და წვნიანი ხორცი. ყველაზე ბშირად გამოიყენება ბროილერული ქათმები. ტერმინით „შემწვარი ქათამი“ უმეტესად მოიხსენიება დასავლურ ქვეყნებში — უმეტესად აშშ-ს სამხრეთ შტატებში ჩამოყალიბებული მეთოდიკა - ჩინური, კორეული და აზიის სხვა ქვეყნების ტრადიციებით დამზადებული შემწვარი ქათამი კულინარიაში ჩვეულებრივად განიხილება როგორც ცალკე კერძები. ზოგადად საკვების შეწვა საკმაოდ პოპულარული იყო შუა საუკუნეების ევროპაში - პირველი ღრმად შემწვარი კერძი სწორედ ევროპაშია დოკუმენტირებული. პირველად ევროპაში ქათმის ზეთში შეწვა შუა საუკუნეების შოტლანდიაში დაიწყეს. იმავე დროს ქათმის პალმის ზეთში შეწვის ტრადიცია დასავლეთ აფრიკაში ჩამოყალიბდა. შემდგომში ამ მეთოდების შერწყმა ამერიკის სამხრეთ შტატებში მოხდა აფრიკელი მონების მიერ, რის შედეგადაც ამერიკაში შემწვარი ქათამი აფრიკელ-ამერიკულ მოსახლეობასთან ასოცირდება ხოლმე.

შემწვარი ქათამი

მიმოხილვა

შემწვარი ქათამი 
“KFC“-ის ქათამი კარტოფილით

შემწვარ ქათამს ხშირად აღწერენ როგორც „მარილიანს“, „ხრაშუნას“, „წვნიანს“ და „მწარეს“. სიმწრისთვის უმატებენ პაპრიკას, წიწაკას, ნებისმიერ ცხარე სოუზს. ცნობილია როგორც საკმაოდ ცხიმიანი საკვები, განსაკუთრებით შემწვარი ფრთები, ამიტომ მის ხშირად ჭამას ზოგადად ერიდებიან. გარნირად იყენებენ კარტოფილის პიურეს, შემწვარ ან გამომცხვარ კარტოფილს, ყველიან მაკარონს, სიმინდს, ბისკვიტს. ამერიკაში ტრადიციულად მზადდება მადლიერების დღეს, შობაზე ან ახალ წელს. პოპულარულია სწრაფი კვების ქსელებში, მაგ. „KFC“-ში.

ისტორია

შუა საუკუნეების შოტლანდიაში ქათამი ზეთში იწვებოდა და არ ემატებოდა არანაირი სუნელი ან სოუზი, დასავლეთი აფრიკის ტომებში კი ქათამს წვამდნენ[1] პალმის ზეთში სხვადასხვა სუნელით[2]. როდესაც დაიწყო დასავლეთი აფრიკელების მონებად შემოყვამა ამერიკაში [3], სადაც უკვე ცხოვრობდნენ შოტლანდიელი იმიგრანტები, მოხდა ორი მეთოდის შერწყმა. პლანტაციებზე მზარეულებად მომუშავე მონები შოტლანდიურად შემწვარ ქათამს სუნელებს უმატებდნენ, რის შედეგადაც შემწვარმა ქათამმა თანამედროვე სახე მიიღო - ზეთში ღრმად შემწვარი ქათმის ხორცი სუნელებით და სოუზებით. XVII საუკუნის ამერიკაში ქათმის (ცოცხლად ან კერძის სახით) გაყიდვა ხშირად ეხმარებოდა შავკანიან ქალებს - იმ დროს სეგრეგირებულ მონებს - თავი ერჩინათ. მიუხედავად ამის და ხალხში გავრცელებული რწმენის, ქათამი იშვიათი საჭმელი იყო აფრიკელ-ამერიკელებისთვის - მონებს ზოგადად არ უკრძალავდნენ ფრინველის მოშენებას, მისი ინგრედიენტები საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ ქათამს, აფრიკული ტრადიციით, დღესასწაულებისთვის ინახავდნენ [4].


მონობის აღკვეთის შემდეგ კერძი თანდათან ამერიკის სამხრეთის სამზარეულოს ზოგადი ნაწილი გახდა, მაგრამ სამოქალაქო ომის შემდეგ შემწვარი ქათამი და რამდენიმე სხვა კერძი შავკანიანის სტერეოტიპი გახდა. XX საუკუნის დასაწყისში ამას მარკეტინგისთვის რამდენიმე რესტორანიც იყენებდა. დღეს შემწვარი ქათამი მთელ მსოფლიოშია პოპულარული და უმეტესად აღარ ითვლება ეთნიკურ კერძად.

მომზადების წესი

შეწვამდე ქათამი ჩვეულებრივად იჭრება და იყოფა ნაწილებად. ქათმის მკერდს და ფრთებს თეთრი ხორცი აქვთ, ბარძაყვებს და ფეხებს - მუქი. შეწვამდე ხრაშუმა ქერქის შესაქმნელად იფარება პურის ნამცეცებით, ცომის თხელი ფენით ან კვერცხების და რძის ნაზავით. ემატება სხვადასხვა სუნელი - მარილი, წიწაკა, რაიმე მწვანილი, ნიორი, ხახვი. იწვება ღორის ქონში ან ნებისმიერ ზეთში. ზეითუნის ზეთი ჩვეულებრივად არ იხმარება ძლიერი გემოს გამო. იწვება ნებისმიერი მეთოდით.

წყაროები

Tags:

შემწვარი ქათამი მიმოხილვაშემწვარი ქათამი ისტორიაშემწვარი ქათამი მომზადების წესიშემწვარი ქათამი წყაროებიშემწვარი ქათამი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსთავიდავით Vთორნიკე ერისთავივახტანგ VIდათა თუთაშხიაოქტავიანე ავგუსტუსიირაკლი ღარიბაშვილიიუპიტერიღამურაბიზანტიის იმპერიაერეკლე II-ის ოჯახიქართველი მწერლების სიაყვავილიშიშველთესლოვნებიშავი ზღვის თევზების სიაგრიგოლ ხანძთელიდავით VII ულუსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოტოკუსაცუჯინსების თაობამარინა კახიანიარწივიბუნებრივი გადარჩევაზაქარია ფალიაშვილიმედეა (მითოლოგია)საქართველოს გეოგრაფიადავით კაკაბაძენაპოლეონ ბონაპარტიარისტოტელეზვიგენებიზვავისვანური მითოლოგიასაჭმლის მომნელებელი სისტემამარტივი რიცხვივლადიმერ პუტინიმიგრაციარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიანა კალანდაძეჯუზეპე ვერდიმიტოზი27 მარტივარძიაწყალბადიგორიდონ კიხოტიფრენბურთირუსეთის ისტორიასვანეთიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)გია ყანჩელიმუხაეგზისტენციალიზმიმსოფლიო მიზიდულობის კანონისაჰარახელისუფლების დანაწილებამალტაუილიამ შექსპირისპორტიცივი ომიხინკალივანილაშა ტალახაძეწყალდიდობაკიევ-პეჩერის ლავრაწინადადებაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიოქროს საწმისიდისლექსიამამებისა და შვილების ბრძოლაისლანდიადუნაიდედამიწის ისტორიადათვიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიგურამ დოჩანაშვილიმელაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ნაციონალ-სოციალიზმი🡆 More