ქართლის საერისთავო

ქართლის საერისთავო — საერისთავო ცენტრალურ საქართველოში.

ადმინისტრაციული ცენტრი უფლისციხეში მდებარეობდა. ქართლის საერისთავომ იარსება X-XIV სს-ებში.

ქართლის საერისთავო
საერისთავო
ქართლის საერისთავო
X სს.–XIV სს.
ქართლის საერისთავო
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ქართლის საერისთავო თამარ მეფის ზეობის ხანაში.
დედაქალაქი უფლისციხე
უდიდესი ქალაქები გორი, სურამი, კრცხინვალი, ჟინვანი
ენები ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა მონარქია
საკანონმდებლო ხელისუფლება აფხაზეთის სამეფო (921–1008) საქართველოს სამეფო (1008–XIV სს.)
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა X სს.
 -  გაუქმდა XIV სს.
წინამორბედი
მემკვიდრე
ქართლის საერისთავო ქართლის სასპასპეტო
არაგვის საერისთავო ქართლის საერისთავო
ქსნის საერისთავო ქართლის საერისთავო
საამილახვრო ქართლის საერისთავო
სამუხრანბატონო ქართლის საერისთავო
საციციანო ქართლის საერისთავო
სამაჩაბლო ქართლის საერისთავო
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველო

ისტორია

იბერიის სამეფოს დაარსების დროიდან ვიდრე სამეფოს გაუქმებამდე, თანამედროვე შიდა ქართლის ტერიტორიას ქართლის სასპასპეტო მოიცავდა. VII-VIII სს-ში შიდა ქართლის ტერიტორია სამეფო საგვარეულოს იმდროინდელ განშტოებათა შორის გადანაწილდა. ამ გადანაწილებას გულისხმობს არჩილის (ქართლის ერისმთავარი, 668-718) დროინდელი ცნობა, რომ არჩილმა „ნერსიანს და ადარნასიანს განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი“. IX-X სს-ში ეს ტერიტორია ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის ბრძოლის უმთავრესი ობიექტი გახდა, რამდენადაც მისი ფლობა სიმბოლურად და ფაქტობრივად ძველი ქართლის მეფეთა მემკვიდრეობის დაუფლებას ნიშნავდა. ამავე დროს შიდა ქართლის ფლობა კავკასიის რეგიონისათვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სამხედრო და სავაჭრო გზების გაკონტროლების საშუალებას იძლეოდა. IX ს-ის მიწურულს ძველი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები (ხოსროიანები) არაბებმა ამოწყვიტეს, ხოლო მათი სამართლებრივი და პოლიტიკური მემეკვიდრეების - ბაგრატიონების არაერთგზისი მცდელობა დაპატრონებოდნენ შიდა ქართლს, მარცხით დამთავრდა. ასეთ ვითარებაში გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე შიდა ქართლის მკვიდრი ფეოდალები: ტბელები, აბაზასძეები, ძამელები, კორინთლები, საზვერელნი და სხვ. X საუკუნეში ქართლის ერისთავებად იწოდებიან აფხაზთა მეფის მოხელე-გამგებლები შიდა ქართლში. მათი რეზიდენციაა უფლისციხე.

საერისთავოს ჩამოყალიბება

აფხაზეთის სამეფო

საერისთავოს წარმოქმნა აფხაზეთის სამეფოს მიერ შიდა ქართლის ტერიტორიის შემოერთებას უკავშირდება. საერისთავოს ადგილობრივი ფეოდალური საგვარელო ტბელები განაგებდა. ტბელები ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით არ გამოირჩეოდნენ და ხშირად საფრთხეს უქმნიდნენ სამეფოს სტაბილურობას. 921 წელს, აფხაზეთის მეფე, გიორგი II-მ ქართლის ერისთავად მისი უფროსი ძე, კონსტანტინე დანიშნა, ეს უკანასკნელი სამი წელი მართავდა ქართლს და შემდეგ, ქართლის დიდებულთა მხარდაჭერით (ტბელები), გადაწყვიტა, თავი ქართლის მეფედ გამოეცხადებინა. 929 წელს, გიორგიმ, მოიმხრო ტაო-კლარჯეთის მმართველი ბაგრატიონები, კახეთის ქორეპისკოპოსი ფადლა II და მოადგა უფლისციხეს, ალყაში მოაქცია ის და სასტიკად დასაჯა მოღალატე ვაჟი, ხოლო ტბელები სომხეთში (ვასპურაკანში) გადაასახლა. ქართლის ახალი ერისთავი, გიორგის მეორე ვაჟი, ლეონი გახდა. ქართლში პოზიციების გასამყარებლად გიორგიმ, საკუთარი ქალიშვილი გურანდუხტი ქართველთა სამეფოს მეფისწულს, გურგენს მიათხოვა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ, აფხაზთა ტახტზე მისი ძე ლეონი ავიდა, რომელმაც ქართლის ერისთავობა ტბელებს უბოძა.

აფხაზთა მეფე, დემეტრე III-ის მმართველობის პერიოდში, ქართლს ივანე მარუშისძე განაგებდა. ამ პერიოდს უკავშირდება ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება და ქიშპი ქართლის გამგებლობისათვის „ქართლის უფლებთან“ - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს (975-978 წწ.) მეფობის დროს. ამით ისარგებლა კახეთის საქორეპისკოპოსომ და დაიწყო ქართლისათვის ბრძოლა. ამ ქაოსიდან გამოსასვლელად ივანე მარუშისძემ დავით III ტაოელს მიმართა, დავითი 975 წელს, ქართლისაკენ გამოემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხესთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. ივანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახელები დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III-ის აქტიური ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას - გურანდუხტს გადაეცა.

978 წელს, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით ქუთაისში აფხაზთა სამეფოს ტახტს იკავებს. 980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოდის, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალურია, რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები და კორინთლები განაგებენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი უდგას, რომლის საგვარეულოც ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა და დედისაგან უფლისციხე ჩაიბარა. დანიშნა თუ არა ვინმე ბაგრატმა ქართლის ერისთავის თანამდებობაზე, უცნობია.

საქართველოს სამეფო

XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ქართლის ერისთავი არის ივანე აბაზისძე (აბაზისძეთა გვარი ტბელების განშტოება იყო). აბასძეთა დახლი დაუპირისპირდა ბაგრატ IV-ს და ამ ბრძოლაში დაკარგა ქართლის ერისთავობა. XII საუკუნეში ქართლის ერისთავობა მიიღეს ორბელებმა, ხოლო, ორბელთა აჯანყების შემდეგ (1177) გიორგი II-მ ქართლის ერისთავობა გადასცა სურამელთა საგვარეულოს, რომელიც ამ ხელის მფლობელად ჩანს XIV საუკუნის დასაწყისამდე. წყაროებში უკანასკნელ ქართლის ერისთავად იხსენიება ამადა სურამელი, მაგრამ ძეგლი ერისთავთას ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელშიც მოთხრობილია გიორგი VII-ის დვალებთან შებრძოლების ამბავი (1403), ნახსენებია ვინმე ერისთავი სურამელი, რომელიც წინამძღოლობდა არაგვის ხეობის მთიულებს „დარიალამდის“. რადგან „სურამელი“ ქართლის ერისთავთა ტრადიციული საგვარეულო სახელია, ამ ცნობაზე დაყრდნობით, მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს ქართლის საერისთავოს არსებობას XV ს-მდე, თუმცა, „სურამელი“ ამ დროისათვის უკვე სხვა საგვარეულოებშიც ჩნდება საკუთარ სახელად და მისი მოხსენიება წყაროში ქართლის ერისთავთა არსებობის მტკიცე საბუთად ვერ გამოდგება. ქართლის ერისთავი, მხოლოდ როგორც თანამადებობა, XV ს-ის მეორე ნახევარში ორიოდ საბუთის მოხელეთა ჩამონათვალში ისევ მოიხსენიება.

მონღოლთა შემოსევების შემდეგ ქართლის საერისთავოს გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.).

ქართლის ერისთავები

ქართლის ერისთავები
სახელი წლები შენიშვნები
ივანე ტბელი 904/914–923
კონსტანტინე ანჩაბაძე 923–926
ლეონ ანჩაბაძე 927–957
პატრიკ ტბელი 957–960
ივანე ტბელი 960–967
ივანე მარუშისძე 978 წლამდე
ბაგრატ ბაგრატიონი 975–978
გურანდუხტი 978–980
იოანე ბაკურ ყანჩაელის ძე 980 წლის მერე
ივანე აბაზასძე 1020-იანები–1045
ლიპარიტ IV ბაღვაში 1045-1048, 1051-1057
ივანე ბაღვაში 1057–1073
ლიპარიტ ორბელი 1160-იანი–1177
რატი I სურამელი 1177–1185; 1187–1210
აბულასანი 1185–1187
რატი I სურამელი 1187–1210
სულა სურამელი 1210–1125
გრიგოლ სურამელი 1125–1260-იანები
ბეგა II სურამელი 1260–1290-იანები
ჰამადა სურამელი 1290-იანები

სქოლიო

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ქართლის საერისთავო ისტორიაქართლის საერისთავო ქართლის ერისთავებიქართლის საერისთავო სქოლიოქართლის საერისთავო ლიტერატურაქართლის საერისთავო რესურსები ინტერნეტშიქართლის საერისთავოსაერისთავოსაქართველოუფლისციხე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზაქარია ფალიაშვილიივანე ჯავახიშვილიდიდი ბარიერული რიფიეთიკაბაში-აჩუკი (ფილმი)ქვათახევისამკუთხედიკონტინენტიმიტოზიაშშ-ის პრეზიდენტების სიაპარაზიტიზმიიმანუელ კანტიპოლიტიკური გეოგრაფიანივთიერებატიგრან პეტროსიანიგოდერძის უღელტეხილისვია (მცენარე)ნაციონალიზმი1832 წლის შეთქმულებასამკურნალო მცენარეებიცოტნე დადიანისიმონ Iრომის იმპერიარუსუდანიკვადრატული მეტრიატომიტერენტი გრანელიდინოზავრებიდემოკრატიათორნიკე ერისთავიარაბთა დაპყრობითი ომებიქართული ვაზის ჯიშებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშისოკოებიმაგნიუმიპარხლის I ოთხთავიგარემოს დაცვაკურდღელიამფიბიებიმცენარეებიალაზნის ვაკეგამაფრთხილებელი შეფერილობაახალციხეინდოეთიმილიმეტრისისხლიაშშ-ის სამოქალაქო ომიქართული მითოლოგიანიკო ნიკოლაძეშუა საუკუნეებიანა კალანდაძეჰემოგლობინიმერაბ კოსტავაგელათის მონასტერინიდერლანდებისეკულარიზმითბილისის ზღვარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ყირიმის ომიბაგრატის ტაძარიწმინდა გიორგისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკამორალიბაყაყიევერესტითევდორე კველთელიაბრეშუმის დიდი გზაყვავილინიადაგიმეტაფორალითიუმითავისუფლების მოედანი (თბილისი)წყალდიდობალიბერალიზმიSWOT-ანალიზისკოლაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიკაპიტალიზმი🡆 More