არჩილი

არჩილ სტეფანოზის ძე — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ.

არჩილი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილი (მრავალმნიშვნელოვანი).

იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისიც, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. VIII საუკუნის 30-იან წლებში არჩილმა თავის ძმასთან, მირისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ანაკოფიის ბრძოლაში მურვან ყრუს წინააღმდეგ. მას მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს. მისი წამების ამბავი VIII საუკუნეში დაიწერა, ხოლო XI საუკუნეში გადაამუშავა და განავრცო ლეონტი მროველმა.

არჩილი
არჩილი
მიხეილ საბინინის მიერ შესრულებული წმინდა არჩილი.
ქართლის ერისმთავარი
მმართ. წლები: 668–718
719–745
748–760
წინამორბედი: მირი
მემკვიდრე: იოანე და ჯუანშერი
კახეთის ერისმთავარი
მმართ. წლები: 705–745
736–786
წინამორბედი: სტეფანოზ III
მემკვიდრე: იოანე და ჯუანშერი
მეუღლე: დარია
შვილები: ჯუანშერ
იოანე (იოვანე)
გურანდუხტ
მარიამ
მირანდუხტ
შუშან
დინასტია: ხოსროიანი
მამა: სტეფანოზ III
რელიგია: მართლმადიდებელი ქრისტიანი

ისტორია

743 წელს არაბეთის სასახლის კარზე არეულობა დაიწყო. მურვანი სასწრაფოდ გაბრუნდა არაბეთში და 744 წელს ბაღდადის ხალიფა გახდა. მას დაემორჩილა მთელი არაბეთი.

750 წელს აბასიდების დინასტიამ მურვანს თავი წააგდებინა, ენა ამოაჭრა და კატას შეაჭამა. ტახტზე ავიდა აბულ-აბასას-საფაჰი, რომელმაც მაშინვე არაბეთის სატახტო ქალაქად ბაღდადი გამოაცხადა. აქვე შექმნა მან ბაღდადის სახელმწიფო. 754 წელს აბულ-აბასას-საფაჰი ჩამოაგდეს ტახტიდან.

ამ დროს ქართველები (ეგრისელები, აფხაზები და სვანები) ძლიერი მეფის არჩილის გვერდით მყარად დადგნენ. არჩილმა სატახტო ქალაქად აირჩია ქუთაისი. მერე ქართლი დაიპყრო და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. არაბები დაფრთხნენ და თბილისსა და მცხეთაშ ჩაიკეტნენ.

760 წელს კავკასიაში მორიგი მარბიელი არაბები გამოჩნდნენ. არჩილმა მოლაპარაკება გამართა არაბთა სარდალთან. მან კი ჯერ ცბიერი ლიქნით მიიტყუა არჩილ მეფე და მერე ქრისტიანობის დაგდება მოსთხოვა. არჩილისაგან უარი რომ მიიღო, თავი მოაკვეთინა მსახურებს. არჩილს დარჩა ოთხი ქალი და ორი ვაჟი. ვაჟები იყვნენ: იოვანე და ჯუანშერი.

მოღვაწეობის პერიოდი

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 615.
  • ლეონტი მროველი „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა“. წიგნი: „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა. ტომი I. თბილისი, 1955.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

წინამორბედი:
სტეფანოზ III
კახეთის ერისმთავარი
736–786
შემდეგი:
იოანე და ჯუანშერი

Tags:

არჩილი ისტორიაარჩილი მოღვაწეობის პერიოდიარჩილი იხილეთ აგრეთვეარჩილი ლიტერატურაარჩილი რესურსები ინტერნეტშიარჩილი სქოლიოარჩილიVIII საუკუნეანაკოფიის ბრძოლაეგრისილეონ I (აფხაზეთი)ლეონტი მროველიმირიმურვან ყრუქართლის საერისმთავროჯუანშერ ჯუანშერიანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართლის გაქრისტიანებაშველიკვადრატული კილომეტრიალავერდინაკრძალიმეორე მსოფლიო ომიამერიგო ვესპუჩიანტონიმიმიგრაციაჰაერიკალციუმიპაკისტანიგიორგი III (საქართველოს მეფე)პორტუგალიაქეთევან დედოფალიგორიმერცხლისებრნიბერძნული მითოლოგიათეთნულდიგლობალიზაციათბილისის ისტორიანიანგებინეკერჩხალიინფორმაციაანანურის ციხეისლამიირაკლი ჩარკვიანიბორჯომიბიძინა ივანიშვილიალეგორიათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიქრისტეფორე კოლუმბიგიორგი V ბრწყინვალეჰემოგლობინისასწორი (ასტროლოგია)სქესობრივი აქტისათბურის ეფექტიწნევამამუკა მდინარაძელითიუმიკანადარუსეთის იმპერიასაქართველოს პრემიერ-მინისტრიდედამიწაასურელი მამებივერცხლინიუტონის კანონებიდემეტრე Iდაირასამხრეთი კორეაშხარაღვარცოფიგამაფრთხილებელი შეფერილობანარიყალაპირველი მსოფლიო ომინაცვალსახელიიოსებ სტალინიძახილის წინადადებათავისუფლების ქანდაკებავარდების რევოლუციაწმინდა ნინოვინსენტ ვან გოგირაბათის ციხეჯონ მალკოვიჩიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშისამანიშვილის დედინაცვალიადოლფ ჰიტლერიქვეყნების სიაYouTubeთელავილეონარდო და ვინჩიადამიანის უფლებებილეიკოციტებიმონა ლიზაფემინიზმი15 აპრილი🡆 More