თეოდოს III — დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) მეფე დაახლოებით 975-978, გიორგი II-ის ძე.
თეოდოს III | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 975 |
მმართ. დასასრული: | 978 |
წინამორბედი: | დემეტრე III |
მემკვიდრე: | ბაგრატ II |
მამა: | გიორგი II |
ბავშვობიდანვე ბიზანტიაში იზრდებოდა. ლეონ III-ის გარდაცვალების (967) შემდეგ მესხეთის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მსხვილ ფეოდალთა ჯგუფმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგი იყო, თეოდოსი დაუპირისპირა ძმას - ახალგამეფებულ დემეტრე III-ს. ტახტისათვის ბრძოლაში თეოდოსი დამარცხდა. დემეტრე III-ის ბრძანებით იგი დააბრმავეს (ამიტომ წყაროებში მოიხსენიება როგორც „თვალდამწვარი“, „მწეხარე“). თეოდოსი გამეფდა უძეოდ გარდაცვლილი დემეტრე III-ის შემდეგ. ბრმა მეფის მმართველობას ფეოდალური ანარქიის გაძლიერება მოჰყვა.ქართლში,რომელიც ამ დროს აფხაზთა მეფის გავლენის ქვეშ იყო, კახელებმა ილაშქრეს და უფლისციხეს მიადგნენ. ქართლის დიდებულის, ივანე მარუშისძის რჩევით დავით III-მ დაიკავა ქართლი და იქ მისი შვილობილი, ბაგრატ II გაამეფა 975 წელს. 978 წელს კი, იგივე ივანე მარუშისძის ინიციატივით ბაგრატ II დასავლეთ საქართველოში გადავიდა და საკუთარი ბიძის, თეოდოს III-ის ადგილი დაიკავა. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ II-მ ტახტიდან გადაყენებული თეოდოს III 978 წელს ტაოში გაგზავნა დავით III კურაპალატთან. ამის შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება.
წინამორბედი: დემეტრე III | აფხაზეთის მეფე 975 - 978 | შემდეგი: ბაგრატ II |
This article uses material from the Wikipedia ქართული article თეოდოს III, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.