ქარვასლა

ქარვასლა (სპარს.

ქარვასლა
საფავიდთა პერიოდის ქარვასლის გეგმის ნიმუში.

ქარვასლები ზოგჯერ საკმაოდ ფუფუნებით მოწყობილი, თუმცა უფრო ხშირად ძალიან მარტივი და მოუწყობელი შენობები იყო, სადაც მოგზაურებს თავად უნდა ჰქონოდათ საწოლი ხალიჩები და სურსათი თავიანთთვის და მათი პირუტყვისთვის. ხშირად ამ დაწესებულებაში მხოლოდ წყალი იყო, რომელიც შორიდან მოჰქონდათ და დიდი შეფერხებებით. ქარვასლას აუცილებლად ჰქონდა პირუტყვის დასაბმელი თავლა. მსხვილ ქალაქებში ქარვასლა სრულფასოვან თანამედროვე სასტუმროს ჰგავდა, დამატებითი მომსახურებით — კვებით,აბანოებით და ფულის გაცვლის პუნქტებით.სავაჭრო გზებზე კი ეს იყო მარტივი კონსტრუქციის ოთხკუთხა ნაგებობა შუაში ეზოთი და მის ცენტრში კი ჭით. შენობის გარე კედლები როგორც წესი გამაგრებული იყო ავაზაკთა თავდასხმის ან ალყის მოკლე ხნით მოგერიებისთვის.

ტერმინი „ქარვასლა“ საქართველოში გაბატონებულია უკვე XVII—XVIII საუკუნეებში. უფრო ადრე სასტუმრო სახლის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა ფუნდუკი. შენდებოდა ორ-, სამ- და ოთხსართულიანი ქარვასლები, ძირითადად კი გავრცელებული იყო შიგაეზოიანი და დარბაზული. ქარვასლას ჰქონდა საცხოვრებელი ოთახები, სავაჭრო დუქნები, საქონლის შესანახი სარდაფები, საჯინიბოები და ეზოები პირუტყვის გასაჩერებლად. XIX საუკუნეში თბილისში 13 დიდი ქარვასლა იყო. თბილისის ქარვასლებში ინახებოდა და მერე ნაწილდებოდა მთელ ამიერკავკასიაში უცხოეთიდან შემოტანილი საქონელი. ქარვასლაში გაჩერებული ვაჭარი იხდიდა ბაჟს — საქონლის ფასის 1/4-ს. გარდა სავაჭრო ოპერაციებისა, აქ ხდებოდა სავაჭრო გარიგებები, დგებოდა კომერციული ხასიათის საქმეები და სხვა. XIX საუკუნის 70-იან წლებში, სარკინიგზო ხაზის გაყვანის შემდეგ ქარვასლამ დაკარგა მნიშვნელობა.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

წყარო

  • ვახუშტი, აღწერა სამეფო საქართველოსა, წგნ.: ქართული ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ.1973

ლიტერატურა

  • გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX—XX საუკუნეებში, ტ. 6, თბ., 1979;
  • Месхиа Ш.А., Города и городской строй феодальной Грузии (ХVII—XVIIIвв,), Тб., 1959;
  • Чхетия Ш.К., Тбилиси в ХИХ столетии, Тб., 1942;

Tags:

ქარვასლა გალერეაქარვასლა იხილეთ აგრეთვექარვასლა წყაროქარვასლა ლიტერატურაქარვასლათურქული ენასპარსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანემიადავით IIIგასტრიტიიულიუს კეისარიქრისტიანობათავისუფლების მოედანი (თბილისი)რესპუბლიკაგამოფიტვარუსუდანინიჰილიზმიგიორგი III (საქართველოს მეფე)დუბაილევან საგინაშვილიდისლექსიაიუდაიზმიC ჰეპატიტიგიორგი II (საქართველოს მეფე)საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდათა თუთაშხიასერვიტუტი (უფლება)კომუნიზმიგიორგი I (საქართველოს მეფე)ნიუტონის კანონებიქართული სამზარეულოქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიმუსიკასაქართველო XVIII საუკუნეშიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიდიდი სამამულო ომიაქლემიადოლფ ჰიტლერიავსტრალია (კონტინენტი)აბრეშუმის ჭიააზერბაიჯანიოლიმპიური თამაშებიპუნიკური ომებიკაცია-ადამიანი?!ალაზანიმიხეილ სააკაშვილითინათინ ჭულუხაძესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგიორგი ყარყარაშვილილიმფოციტებინიდერლანდებიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიფოლკლორიგრიგოლ რობაქიძეჯემალ ქარჩხაძესტამბოლიპარიზიყვავილოვანი მცენარეებისვანეთიდედა ენანეპოტიზმიGoogleბაზალეთის ტბაექსპრესიონიზმიჩემი ცოლის დაქალებიანდებიკალციუმიკეთილშობილი ირემიბუღა თურქის შემოსევაჟირაფისებრნიბერძნული ხელოვნებაბათუმიეგრისის დიდი ომირუსეთის იმპერიაიმერეთიგველებიჰაერის დაბინძურებაანგარიშთა გეგმარეზოლუციაეკოლოგიასახელმწიფონიანგებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაეთერ ლიპარტელიანიბზობა🡆 More