ფევზი ჩაქმაქი

მუსტაფა ფევზი ჩაქმაქი (თურქ.

1876 — გ. 1950) — თურქი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთ-იტალიის, ბალკანეთის და პირველი მსოფლიო ომების აქტიური მონაწილე.

ფევზი ჩაქმაქი

ბიოგრაფია

1896 წლიდან ლეიტენანტის ჩინით სამსახურს იწყებს ოსმალეთის არმიაში. 1897 წლიდან უფროსი ლეიტენანტია, 1898 წლიდან შტაბის კაპიტანი. 1909 წლიდან მაიორი და 35-ე ბრიგადის მეთაური. 1910 წლიდან ვიცე-პოლკოვნიკი და კორპუსის შტაბის უფროსი. 1913 წელს ენიჭება ბრიგადის გენერლის წოდება და ინიშნება დივიზიის მეთაურად. პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა დარდანელის ფრონტზე. 1915 წელს ენიჭება გენერალ-მაიორის წოდება. 1916 წლიდან კავკასიის ფრონტზეა. 1917 წელს გადაჰყავთ პალესტინის ფრონტზე და ინიშნება მე-7 არმიის სარდლად. 1918 წლის 28 ივლისიდან გენერალ-ლეიტენანტია. ომის დასრულების შემდეგ, 1918 წლის 24 დეკემბერს, ინიშნება ოსმალეთის იმპერიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად, ხოლო 1919 წლის 30 აპრილს - იმპერიის სამხედრო მინისტრად. 1920 წლიდან ემხრობა ქემალისტებს და ანატოლიაში აგორებულ ნაციონალისტურ მოძრაობას. 1921 წლიდან ქემალისტთა დასავლეთის არმიის სარდალი და პარლამენტის წევრია. დამოუკიდებლობის ომში ბერძნებთან წარმატებული ბრძოლების შემდეგ, 1922 წლის 31 აგვისტოს დიდი ეროვნული კრების დადგენილებით ენიჭება ქვეყნის უმაღლესი სამხედრო წოდება - მარშალი. ამავე დროს, 1921 წლის 24 იანვრიდან 1922 წლამდე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 1923 წლის 14 აგვისტოდან, თურქეთის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პარლამენტის წევრია სტამბოლიდან. 1924 წლის 3 მარტს ინიშნება თურქეთის შეარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად. იმავე წელს ტოვებს თანამდებობას, იხსნის პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას და მიდის პოლიტიკიდან. გარდაიცვალა 1950 წელს.

რესურსები ინტერნეტში

ფევზი ჩაქმაქი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

18761950თურქებითურქული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მწვადიტუტანხამონიცოტნე დადიანიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვადოფამინივიქტორ ორბანივინსენტ ვან გოგიბაგრატიონებიხევისბერი გოჩაშუშანიკის წამებატურიზმიCadillacთეთრი დათვითითაობასტოკჰოლმის სინდრომიელექტრობამამაო ჩვენოდედამიწის დღესაგრადა-ფამილიასაუდის არაბეთითევზებიგაზაფხულიცივი ომიერთეულთა საერთაშორისო სისტემაილია IIმეიოზიხრესილის ბრძოლაჭიანჭველასებრნისაქალწულე აპკითავისუფლება (ფილოსოფია)კარტოფილიბერძენ-სპარსელთა ომებიიუდაიზმიადამიანიენერგიადისლექსიასამკუთხედითუშეთიჩინგიზ-ყაენიმუსიკაჯაყოს ხიზნებისოციოლოგიამთვარედეტროიტიტოტალიტარიზმიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვაილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)არასამთავრობო ორგანიზაციამანასკერტის ბრძოლაძაღლინარკოტიკისაქართველოს სამოქალაქო ომიგელათის მონასტერიშხარააგამემნონისვანეთიძველი საბერძნეთილაზარეს შაბათიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს მუნიციპალიტეტებიფემინიზმისასანიანთა იმპერიაკურდღელიკონსტანტინოპოლიტემპერამენტის ტიპებიქართული დამწერლობავიკიპედიაავოკადოქაქუცა ჩოლოყაშვილიხარებამორალიგაერთიანებული სამეფორუსული დამწერლობაგორიელექტრული დენიასტიგმატიზმიმერწყულითევზები (ასტროლოგია)ჰომოსექსუალობა🡆 More