ფასკუნჯი

ფასკუნჯი, ყაჯირი, ძერძერუკი (ლათ.

ფასკუნჯი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფასკუნჯი (მრავალმნიშვნელოვანი).

მისი სხეულის სიგრძეა 60–70 სმ, ფრთების შლილი 155–180 სმ, მასა 1,6–2,2 კგ. ზრდასრული ფრინველი თეთრია, აქვს შავი მომქნევი ბუმბულები, რომლებიც მკვეთრადაა გამიჯნული ფრთის დანარჩენი ნაწილისაგან, გრძელი და ვიწრო ნისკარტი, რომბისებური კუდი. სახე შეფერილია ყვითლად და შეუბუმბლავია. ნისკარტი მოყვითალოა, მუქი წვერით. ფრთები ვიწრო. ფეხები სუსტი, მოვარდისფრო. თვალის ფერადი გარსი მუქი. ნესტოები განლაგებულია გრძივად. კეფასა და კისერზე გაბურძგნული ბუმბული აქვს. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა, ღია ფერის სახითა და ნისკარტით. ზრდასრული შეფერილობას დაახლოებით 5 წელში იღებს. ფრენის დროს სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებად წვეტიანი ფრთები აქვს. ფრენს ლივლივით, იშვიათად ფრთების ქნევით. ხმა — წკრიალა რაკრაკი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და შუა აზიაში, ინდოეთში; საქართველოში გადამფრენი და მობუდარია. მთებში ადის ზღვის დონიდან 4500 მეტრამდე. ზამთარში ზომიერი განედებიდან მიგრირებს ტროპიკებში. ბინადრობს სტეპის ლანდშაფტის მთებსა და მთისწინეთებში. ცხოვრობს მარტო ან ჯგუფებში. უმთავრესად იკვებება მძორით, შეუძლია ძვლების, მყესების, ჩლიქების, ტყავის გამხმარი ნაფლეთების ჭამა, იჭერს ქვეწარმავლებსაც. სამხრეთ რაიონებში ეტანება დასახლებებს, თამაშობს მენაგვის როლს; ხშირად იკრიბება დიდ გუნდებად. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში, მიტოვებულ შენობებში, იშვიათად ხეებზე. ზოგჯერ ჰქმნიან რამდენიმე ათეული მობუდარი წყვილისაგან შემდგარ კოლონიებს. აპრილში – მაისის დასაწყისში დებს 2 მოყვითალო-თეთრ კვერცხს მურა-წითელი ლაქებით. კრუხობს ორივე მშობელი 40 დღის განმავლობაში. ბარტყების გამოკვება 85 დღე გრძელდება. სრულწლოვანებას მე-4–5 წელს აღწევენ, ცოცხლობენ 37 წლამდე. არეალის დიდ ნაწილში ჩვეული ფრინველია. ევროპასა და საქართველოში იშვიათია, შეტანილია IUCN-ისა და საქართველოს წითელ ნუსხებში.

ფასკუნჯი
ფასკუნჯი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ფასკუნჯი
სახეობა:  ფასკუნჯი
ლათინური სახელი
Neophron percnopterus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Vultur percnopterus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
ფასკუნჯისაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22695180
გავრცელება
ფასკუნჯი
  გამრავლება
  მთელი წლის მანძილზე
  მიგრაციის მარშრუტები
  გამოზამთრება
  გამქრალი
  შესაძლო გამქრალი

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

ფასკუნჯი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

IUCNბატკანძერიბუმბულიევროპაზომიერი სარტყლებიზღვის დონეინდოეთიკგლათინური ენამეტრიმძორინისკარტიოჯახი (ბიოლოგია)სამხრეთ ევროპასამხრეთ-დასავლეთი აზიასაქართველოსაქართველოს წითელი ნუსხასმტროპიკებიტყავიფრინველიქვეწარმავლებიქორისებრნიშუა აზიაჩლიქებიძვლები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კახა ოქრიაშვილიკოალიციური მთავრობაკონსტანტინოპოლიუილიამ შექსპირისაათი (ერთეული)საქართველოს გეოგრაფიამარიამ მაგდალინელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკონსტიტუციაd7961ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩისომხური სამოციქულო ეკლესიაფუტიზმნიზედაბაზალეთის ბრძოლარუსთავიბუნების დაცვაალუდა ქეთელაურიზაქარია ფალიაშვილილეიკოციტებიდავით IV აღმაშენებელიესკალაციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკააპენდიციტიგიორგი მარგველაშვილიბასიანის ბრძოლაჩარლი ჩაპლინისაღვთო რომის იმპერიასტამბოლისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაალავერდიილი (მცენარე)ზედსართავი სახელიმიხეილ ჯავახიშვილიგიორგი III (საქართველოს მეფე)ასტრიდ ლინდგრენიასლან აბაშიძეზოდიაქომედეა (მითოლოგია)1832 წლის შეთქმულებაბელგიავიკისაწყობიძალა ერთობაშია (კოალიცია)საქართველოს მდინარეების სიაარაგვიდედამიწის სტრუქტურადედამიწააშშ-ის ისტორიაგავრილოვის ღამეგაერთიანებული სამეფოანა წითლიძექეთო და კოტე (ოპერა)ევრორუსუდანისაქართველოს სამოქალაქო ომიფოლკლორიარმაზი (ღვთაება)იგირუსეთიტერორიზმისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიჯვაროსნული ლაშქრობებისამცხე-ჯავახეთის მხარეათონის ივერთა მონასტერიმთავარი გვერდიევროპასისხლის მიმოქცევის სისტემალიტრიკოტე მარჯანიშვილიპეტრე მოციქულიმონა ლიზასერგო ორჯონიკიძესვანეთიავტოკეფალიავატიკანი🡆 More