ფარნაოზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ.
1775 — გ. 30 მარტი, 1852) — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი. 1801 წელს თავის უფროს ძმასთან იულონთან ერთად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1805 წელს ვორონეჟში გადაასახლეს. შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდა, მაგრამ რუსეთის სამსახურში არ შესულა.
1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც.
დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
1995 წელს ფარნაოზ ბატონიშვილი დაქორწინდა ქსნის უკანასკნელი ერისთავის გიორგის ქალიშვილზე ანაზე. ანა გარდაიცვალა სანქტ პეტერბურგში და დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ფარნაოზს ანასაგან შეეძინა ერთი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ფარნაოზ ბატონიშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.