გიორგი Xii

გიორგი XII (დ.

10 ოქტომბერი, 1746 — გ. 28 დეკემბერი, 1800, თბილისი) — ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798—1800), ერეკლე II-ის ძე. ლიტერატურაში ზოგჯერ გიორგი XIII-ის სახელით იხსენიება.

გიორგი XII
გიორგი Xii
ქართლ-კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1798
მმართ. დასასრული: 1800
წინამორბედი: ერეკლე II
მემკვიდრე: დავითი (გიორგი XII იყო უკანასკნელი მეფე)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1746
გარდ. თარიღი: 28 დეკემბერი, 1800
მეუღლე: ქეთევან ანდრონიკაშვილი, მარიამ ციციშვილი
შვილები: იოანე, დავითი, ნინო, ბაგრატი, გაბრიელი, ოქროპირი, თეიმურაზი, ილია, ერეკლე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ერეკლე II
დედა: ანა
ხელმოწერა: გიორგი Xii
გიორგი Xii
გიორგი XII-ის გვირგვინი

ბიოგრაფია

აღიზარდა სამეფო კარზე. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. 1765 წელს მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას, რაც მამა-შვილს შორის უთანხმოების საფუძველი გახდა. ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებდა გიორგი XII-ის დედინაცვალი დარეჯან დედოფალი, რომელიც გიორგი XII-ს საკუთარ შვილებს უპირისპირებდა. როცა ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1798 წლის იანვარში, გიორგი XII გამეფდა, იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო.

მოღვაწეობა

გიორგი Xii 
გიორგი XII-ის საფლავი სვეტიცხოვლის მონასტერში.

მისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო ვითარება შეიქმნა. გიორგი XII ზრუნავდა ირანელთა 1795 წლის შემოსევის შედეგად დანგრეული თბილისის აღდგენაზე. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ შეკრებილი თანხა ეკლესიების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა. დაიწყეს სტამბის აღდგენა. გიორგი XII ცდილობდა ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენას, ებრძოდა ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს, ფიქრობდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ერთობაზე (სომხებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დანერგვით). შეეცადა მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა პარტიის დამორჩილებას და შინაური მოღალატეების ალაგმვას, მაგრამ ვერ შეძლო.

საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკაში გიორგი XII რუსეთთან ტრადიციული ურთიერთობის კურსს იცავდა. იგი მოითხოვდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანას, რომლის დახმარებით ფიქრობდა საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიძნელეებიდან თავის დაღწევას. მაგრამ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ (1799 წლის 26 ნოემბერი) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა.

გიორგი XII გარდაიცვალა თბილისში 1800 წლის 28 დეკემბერს, დილის 11 საათზე, დასაფლავებულია სვეტიცხოველში.

გიორგი Xii 
„მდივანბეგთა ძველთა წესითა დაჰყარნეს ეკლესიისა იატაკსა საწერელნი და ყალამნი, ნიშნათ შეყენებულისა ბრძანებათა მწერლობისა; ხელჯოხანათა — სასახლისა კვერთხნი, ნიშნად გაუქმებულისა მათისა ხელობისა. ეკლესია გალობდა პანაშვიდსა საგალობელთა. დედოფალი მარიამ და შვილნი სტიროდნენ ობლობისა მწუხარებასა.“

მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

(ცხოვრება გიორგი XIII-სა, 1936, აკ. გაწერელიას რედაქციით, გვ. 10)
გიორგი XII
დაიბადა: 10 ოქტომბერი, 1746 გარდაიცვალა: 28 დეკემბერი, 1800
წინამორბედი:
ერეკლე II
   ქართლ-კახეთის მეფე   
1798–1800
შემდეგი:
სამეფო გაუქმდა

Tags:

გიორგი Xii ბიოგრაფიაგიორგი Xii ლიტერატურაგიორგი Xii რესურსები ინტერნეტშიგიორგი Xii სქოლიოგიორგი Xii10 ოქტომბერი17461798180028 დეკემბერიერეკლე IIთბილისიქართლ-კახეთის სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანემიასაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაიაკობ გოგებაშვილიტელეფონების ნომრები საქართველოშიქართული ვაზის ჯიშებიკონსტანტინე გამსახურდიაპანკრეასიქვეწარმავლებილეიკოციტებისაქართველოს სატელეფონო კოდებივანდალიზმისიმონ I69 (სექსუალური პოზა)ლურჯი ვეშაპიდედოფალააბრეშუმის ჭიაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს სსრ წითელი წიგნიცხოველებიხელოვნური ინტელექტინაციონალ-სოციალიზმიჯაბა კანკავაელინიზმიჭინჭარირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)კუებისამანიშვილის დედინაცვალითემურლენგიბიზანტიის იმპერიაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებათეთრი დათვიმუნიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიჯემალ ქარჩხაძეუშგულის თემიათონის ივერთა მონასტერიდონ კიხოტიიგავ-არაკიანა კალანდაძესალომე ზურაბიშვილიმერაბ კოსტავაჩინეთიისლანდიაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაგლობალიზაციანახშირბადიბრუნებაგორიცხენიპოპ-მუსიკაპლანეტამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიექსპრესიონიზმიჭადრაკიწრეწირიჩემი ცოლის დაქალებირელიეფიექვთიმე თაყაიშვილიმცენარეებიოქსიდიგურიაპრიზმატუბერკულოზილადო ასათიანიებრაელებიობობებიკომუნიზმისაქართველოს კლიმატიბუღა თურქის შემოსევასოლომონ Iთევდორე კველთელიადიშის ოთხთავიბათუმიბზობაარწივილიტრინიკოლოზ ბარათაშვილიკირჩხიბი (ასტროლოგია)უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)🡆 More