უდე

უდე — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უდე, ზაზალო).

მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1220 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კილომეტრით.

სოფელი
უდე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი უდე
კოორდინატები 41°38′22″ ჩ. გ. 42°47′38″ ა. გ. / 41.63944° ჩ. გ. 42.79389° ა. გ. / 41.63944; 42.79389
დაარსდა ქვის ხანა
ადრეული სახელები უდიველი
ცენტრის სიმაღლე 1220
მოსახლეობა 2728 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სომხები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 366
საფოსტო ინდექსი 0300
უდე — საქართველო
უდე
უდე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
უდე
უდე — ადიგენის მუნიციპალიტეტი
უდე

ისტორია

ადამიანის ცხოვრების კვალი უდეში ქვის ხანიდან დასტურდება. მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი — უდის განძი, რომელიც დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში.

თავდაპირველად დასახლება მდებარეობდა ამჟამინდელი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზეგანზე, ე.წ. „უდივლებზე“, თურქეთის საზღვრის პირას. „უდის ველი“ უძველესი ნასოფლარია, აქ არის გორსამარხები (ყორღანები), რომელიც შეიძლება მეოთხე ათასწლეულითაც დათარიღდეს. ისინი გარეგნულად ჰგავს მტკვრის ზემო წელში ნაპოვნ კამერიან ყორღანებს.

მოსახლეობის ჩამოსახლება დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე მოხდა სასმელი წყლის, ეკონომიკური და გეოგრაფიული პირობების გამო. თანამედროვე სოფელი უდე ხევ-ღელეებით, გორაკ-ბორცვებით და გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული, რის გამოც სახელს „უდის ველი“ სიტყვა „ველი“ ჩამოშორდა.

საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა, მებაღეობა, მეკატროფილეობა, მებოსტნეობა.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2728 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 3505 1707 1798
2014 უდე  2728 1299 1429

ღირსშესანიშნაობები

სოფელ უდესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია შემორჩენილი:

  • XIV-XVI საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია
  • 1904-1912 წლების ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
  • შუა საუკუნეების პერიოდის რვა ეკლესიის ნანგრევები, მათ შორის „შუშან ქალის“, „წყისისა“ და „ხვანის“ ნაეკლესიარები
  • უდეს კათოლიკური ეკლესია
  • ბუზმარეთის ორი ეკლესია (აღდგენილია 1999 და 2007 წელს)
  • ხანდაკის შუა საუკუნეების ციხე-კოშკი

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

უდე ისტორიაუდე დემოგრაფიაუდე ღირსშესანიშნაობებიუდე ლიტერატურაუდე სქოლიოუდეადიგენიადიგენის მუნიციპალიტეტიახალციხეახალციხის ქვაბულიდაბაზაზალოზღვის დონეთემიკილომეტრიმეტრისაქართველოსოფელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პორტუგალიაკეთილშობილი ირემიმიწისძვრასანტიმეტრიტროპიკული ტყეებინეაპოლიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშისამანიშვილის დედინაცვალიკრიშტიანუ რონალდუჰედონიზმიტრანსპლანტოლოგიააშშ-ის სამოქალაქო ომიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაიუპიტერიკარლეს პუჩდემონიაღდგომამდინარეკვადრატისატურნიდიდი სქიზმაავოკადოენგურის ჰიდროელექტროსადგურისამკურნალო მცენარეებიძირითადი საშუალების ცვეთაბაქტერიებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიათუშეთიწითელა1924 წლის აგვისტოს აჯანყებასვანური მითოლოგიასაქართველოს ეროვნული პარკების სიაDies Iraeმოსახლეობის სიმჭიდროვეტროპიკული სარტყლებითიხასაქართველოს სატელეფონო კოდებისაქართველოს ისტორიაექვთიმე თაყაიშვილინიკო ნიკოლაძეპინგვინისნაირნინარცისიმართლმადიდებლობათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტინიკო ფიროსმანირკინის კაცირუსეთის ისტორიამარტივი და შედგენილი რიცხვებითავისუფლების ქანდაკებატყეკალანდაიგლუმონღოლებიბრუნებაამორძალებიპი (რიცხვი)ლამპრობაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშინიკო ბაგრატიონიკლიმატიაქლემისილიციუმისაქართველოს კონსტიტუციასიმკვრივედედაქალაქიშხარამტკვარიინგლისური ენასამცხე-ჯავახეთის მხარეგველებიედუარდ შევარდნაძეკახეთის აჯანყება (1659)რკინაგორიავსტრალია (კონტინენტი)ათენიფსორიაზიშოთა რუსთაველიზუგდიდიღეროვანი უჯრედი🡆 More