სიმღერა სულიკო

„სულიკო“ — ქართული პოპულარული ლექსი და სიმღერა.

ლექსის ავტორი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელია, მუსიკის ავტორი — ბარბარე (მოფერებით–ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი. ლექსი დაიწერა 1895 წელს. იმავე წელს დაიწერა სიმღერაც. „სულიკო“ თარგმნილია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ყველაზე პოპულარულია რუსულად, პოლონურად, ინგლისურად, ასევე გერმანულად, ფრანგულად, უკრაინულად, ჩინურად და სხვ.

ლიტერატურაში დავაა იმის შესახებ, თუ ვის ან რას გულისხმობს აკაკი ლექსში ნახსენებ საყვარელში. ყველაზე გავრცელებული ვერსიებია სამშობლო (ვასილ ბარნოვი), სატრფო (გრიგოლ რობაქიძე) და ღმერთი (აკაკი ბაქრაძე).

ტექსტი

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა... თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა „დიახ, დიახო!“

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა

„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!

„სამად შექმნილა ის ერთი
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.

მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!

სქოლიო

Tags:

აკაკი წერეთელიგერმანული ენაინგლისური ენაპოლონური ენარუსული ენაუკრაინული ენაფრანგული ენაჩინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიღამურაბზობაადაპტაციატელეფონების ნომრები საქართველოშისამეგრელოძაღლი9 აპრილის ტრაგედიაირანიზედსართავი სახელიკატაბუნებრივი გადარჩევაბალდუინ IV იერუსალიმელიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკარლეს პუჩდემონიხორვატიაარჩვილექსი ვეფხისა და მოყმისაბუღა თურქის შემოსევაისლამიკონსტიტუციაიმპრესიონიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათბილისის ბოტანიკური ბაღიდედოფალამტაცებელი ფრინველებიარსებითი სახელიქრისტიანობამგელინიადაგიანბანიექსპრესიონიზმიკურდღელიკუბური მეტრიანტონიმიიალბუზიქართლ-კახეთის სამეფოხევსურეთიგოდერძი ჩოხელიფუტკრებიპლურალიზმიერთა ლიგაჯაყოს ხიზნებიყინწვისის მონასტერიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაგასტრიტიპეტუნიარუსეთის იმპერიაინფორმაციალიბერალიზმი საქართველოშიწმინდა გიორგიფელაციაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიმზეტემპერამენტის ტიპებიშინაური ძაღლიგრიგოლ ორბელიანიფანდურიცოტნე დადიანიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმილევან საგინაშვილიზენონი (იარაჯული)პორტუგალიააღდგომატურიზმიფრინველთა მიმოფრენაპითაგორას თეორემაიოსებ სტალინიგრიგოლ ხანძთელიხმოვანიადამიანის ჩონჩხიზმნამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშირენესანსისაქართველო XVI საუკუნეშიდავით გურამიშვილირიონიმსოფლიოს უდიდესი ქალაქები🡆 More