საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავისუფლება.

საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.

თავისუფლება
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
ჰიმნის ნოტები
ქვეყანა საქართველო
ტექსტის ავტორი დავით მაღრაძე
მუსიკის ავტორი ზაქარია ფალიაშვილი
შემოღებულ იქნა 2004 წელს

ისტორია

ახალი სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2004 წლის 20 მაისს , პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ. მანამდე კანონი განხილულ იქნა 22 აპრილს, 2004 წელს, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა წარმოადგინა და დეპუტატებს ჰიმნის მიღების წინა ისტორია გააცნო. მისი ინფორმაციით, ჰიმნზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად მუსიკა შეირჩა, შემდეგ, ტექსტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. ამის შემდეგ დეპუტატებისთვის გაიჟღერა ჰიმნის მუსიკამ.

პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნის თაობაზე, აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატთა ერთი ნაწილი საბოლოო სრულყოფისათვის ჰიმნის მიღების გადადებას მოითხოვდა. საკითხის განხილვის დასასრულს, დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ 131 მომხრით 14-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ პირველი მოსმენით მიიღო.

ჰიმნის ტექსტი და მუსიკა დამტიცებულია კანონით, ხოლო მისი ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით.

მუსიკა

ჰიმნის მუსიკა შეიქმნა, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის ოპერების: „აბესალომ და ეთერისა“ (1918) და „დაისის“ (1923) მიხედვით, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის მიერ.

ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი  დიდება (1918–1922)
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი  საქართველოს სსრ-ის ჰიმნი (1944–1991)
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი  დიდება (1990–2004)
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი  თავისუფლება (2004– დღემდე)
დაფა: იხ.  განხ.  რედ.
ქართულად (ISO 9984:1996 ნორმა) ოფიციალური ტრანსლიტერაცია

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!

č’emi xatia samšoblo,
saxate mt’eli k’veqana,
ganat’ebuli mt’a-bari,
cilnaqaria ğmert’t’ana.
t’avisup’leba dğes č’veni
momavals umğers didebas,
c’iskris varskvlavi amodis
amodis da or zğvas šua brcqindeba,
dideba t’avisup’lebas,
t’avisup’lebas dideba!

    chemi khat’ia samshoblo,
    sakhat’e mteli kveq’ana,
    ganatebuli mta-bari,
    ts’ilnaq’aria ghmerttana.
    tavisupleba dghes chveni
    momavals umghers didebas,
    tsisk’ris varsk’vlavi amodis
    amodis da or zghvas shua brts’q’indeba,
    dideba tavisuplebas,
    tavisuplebas dideba.

ტექსტში გამოყენებულია ნაწყვეტები ქართველი კლასიკოსების: აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ისტორიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მუსიკასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ტექსტისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი რესურსები ინტერნეტშისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სქოლიოსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი200421 მაისიდავით მაღრაძეზაქარია ფალიაშვილიიოსებ კეჭაყმაძესაქართველოსაქართველოს პრეზიდენტები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალავერდიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ავსტრალიაზვიად გამსახურდიალიტრიგამტარირომის იმპერატორების სიაიაკობ გოგებაშვილილეჩხუმიგურამ დოჩანაშვილირომის იმპერიასაქართველოს პრემიერ-მინისტრიჩინეთის ისტორიასაფრანგეთის რევოლუციაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიანოე ჟორდანიათევზებიმანგლისიბულგარეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მდინარეთითაობაჯიხვისაქართველოს ფრინველთა სიადიდება (ჰიმნი)არსებითი სახელიEuropebetრუსუდანისაქართველოს დამოუკიდებლობის დღექართველებიმრავალკუთხედიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაჯუზეპე ვერდიალპებიქაშვეთის ეკლესიაეკონომიკაინგლისისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიშუა საუკუნეებიბაქტერიებიმსოფლიოს მოსახლეობადემეტრე Iპარიზიბერძნული ხელოვნებაებრაული დღესასწაულებიკაცია-ადამიანი?!პარხლის I ოთხთავიზომიერი სარტყლებიადიშის ოთხთავიფერნანდო მაგელანითხის რქა (ასტროლოგია)მარილებიწმინდა გიორგიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებანაცვალსახელიალკანიგიორგი ნიკოლაძემერწყულიპეტრე I დიდისაქართველოს სახელმწიფო გერბიგერგეტის სამების ეკლესიაქვეშეთიიგავ-არაკიბრაზილიაღორის სოლიტერიმონღოლთა იმპერიაპოლიტიკური გეოგრაფიამონანიება (ფილმი)ევროპამცენარეებილაშა ტალახაძეგაერთიანებული სამეფოჭიანჭველასებრნიიგლუფანდური🡆 More