სასპერები

სასპერები — აქემენიდური ხანის სპარსეთის ერთ-ერთ სატრაპიაში შემავალი ტომების სახელწოდება.

მატიენებთან და ალაროდებთან ერთად შეადგენდნენ მე-18 სატრაპიას და ყოველწლიური ხარკის სახით სპარსეთის მეფეს 200 ტალანტს უხდიდნენ. მათ ეკისრებოდათ აგრეთვე სამხედრო ვალდებულება — სპარსელ ხელისუფალთა მოთხოვნით ლაშქრის გამოყვანა. ასე მონაწილეობდნენ სასპერები, მაგალითად, მეფე ქსერქსეს (ძვ. წ. V საუკუნე) ლაშქრობაში საბერძნეთზე. აქ ისინი კოლხების მსგავსად ყოფილან აღჭურვილნი (თავზე ხის მუზარადები ხურებიათ, ხელთ გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები, დანები სჭერიათ), ჰეროდოტეს მიხედვით სასპერები ფართო ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხია (სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე, ამ ავტორის თანახმად, ოთხი ხალხი ცხოვრობდა — სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები).

სასპერები
ეთნიკური კავკასია

სასპერების სახელწოდებას უკავშირებენ სპერის ოლქის, ძვ. აღმოსავლური ხანის სუბარელთა (ხური-მითანელთა), აგრეთვე აღმოსავლურ-ქართული ტომების — იბერების სახელწოდებებს. ზოგიერთ მკვლევარს ისინი აქემენიდურ ხანაში ქართლის ტომების ჰეგემონობით ჩამოყალიბებულ იბერიის წინამორბედ გაერთიანებად მიაჩნდა.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 125.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.

Tags:

ალაროდებიაქემენიდების იმპერიაკოლხებისაბერძნეთისპარსეთისპარსეთის ყურესპარსელებიქსერქსე Iშავი ზღვაძვ. წ. V საუკუნეჰეროდოტე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცილებიივანე მაჩაბელიმაგნიუმიიბერიაგარემოს დაცვამერაბ მამარდაშვილიშარკა ბლუსიმბოლიზმიაშშ-ის პრეზიდენტების სიაანემიაშვეიცარიარიცხვითი სახელიგიორგი მამარდაშვილი26 აპრილიშვედეთილიკა ქავჟარაძებუდიზმილუი XIVბახტრიონი (პოემა)გოგირდიკარტოფილიეკვატორული კლიმატური სარტყელისაქართველოს სახელმწიფო გერბიალკოჰოლური სასმელიმთავარი გვერდიწმინდა ნინოადოლფ ჰიტლერიქართლის გაქრისტიანებახევსურეთისაქართველოს გეოგრაფიაEuropebetსალომე ზურაბიშვილიზურა ყიფშიძეგამტარიფინიკიელებიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)სიმძლავრეეპითეტიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიგაერთიანებული სამეფონიდერლანდებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიექსპრესიონიზმიძალაქვეშეთიყივანახველაპოლიტიკური გეოგრაფიახელისუფლების დანაწილებაქვათახევილიბერალიზმიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველობოლშევიკებიშიდსიქანი (გეოლოგია)ნიკო ბაგრატიონირელიგიატრეფიკინგიირლანდიამზევიტამინებიბასიანის ბრძოლატროპიკული სარტყლებიდედამიწის სტრუქტურარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ევროპაინდუსტრიული რევოლუციაცივი ომი9 აპრილის ტრაგედიამსოფლიოს მოსახლეობაგერგეტის სამების ეკლესიასეკულარიზმიასტრიდ ლინდგრენიევერესტი1832 წლის შეთქმულებაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითალპებიმარქსიზმი🡆 More