მანილა სან-ხუანი

სან-ხუანი (ოფიციალურად ქალაქი სან-ხუანი; ტაგ: Lungsod ng San Juan) — პირველი კლასის მაღალურბანიზზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში.

2015 წლის აღწერით სან-ხუანის მოსახლეობა 122 180 ადამიანია. ქალაქი გეოგრაფიულად ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ცენტრშია მოქცეული და ფართობით ფილიპინების ყველაზე პატარა ქალაქია.

სან-ხუანი
ტაგალ. Lungsod ng San Juan
ინგლ. San Juan City
მანილა სან-ხუანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Addition Hills[1] , Balong-Bato[1] , Batis[1] , Corazon de Jesus[1] , Ermitaño[1] , Greenhills[1] , Isabelita[1] , Kabayanan[1] , Little Baguio[1] , Maytunas[1] , Onse[1] , Pasadena[1] , Pedro Cruz[1] , Progreso[1] , Rivera[1] , Saint Joseph[1] , Salapan[1] , San Perfecto[1] , Santa Lucia[1] , Tibagan[1] და West Crame[1]
კოორდინატები 14°36′14″ ჩ. გ. 121°01′48″ ა. გ. / 14.60389° ჩ. გ. 121.03000° ა. გ. / 14.60389; 121.03000
მმართველი Francis Zamora
დაარსდა 1623
ფართობი 5.95 კმ²
ცენტრის სიმაღლე 24 მეტრი
მოსახლეობა 126 347 (1 მაისი, 2020)[2]
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1500–1504
ოფიციალური საიტი https://www.sanjuancity.gov.ph/
სან-ხუანი (მანილა) — ფილიპინები
სან-ხუანი (მანილა)

ქალაქი ცნობილია როგორც ისტორიული ადგილი, სადაც კატიპუნანის პირველი ბრძოლა გაიმართა, ორგანიზაციისა, რომელიც 1896 წელს ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ ფილიპინების რევოლუციას ხელმძღვანელობდა. სან-ხუანის ღირსშესანიშნაობებს შორისაა პინაგლაბანონის სამარხი, გრინჰილსის სავაჭრო ცენტრი, ბონი სერანოს გამზირი და სხვ.

ეტიმოლოგია

„სან-ხუან-სითი“ ქალაქის ტრადიციული სახელის, „სან-ხუან-დელ-მონტეს“ (ითარგმნება როგორც „წმინდა იოანეს მთა“) შეკუმშული ფორმაა. ისევე როგორც ფილიპინების ბევრი სხვა ადგილის დასახელებაში, სან-ხუანის სახელწოდებაც მფარველი წმინდანისა და ტოპონიმის კომბინაციაა. ამ შემთხვევაში მფარველი წმინდანის, იოანე ნათლისმცემლისა და მიმდებარე ტერიტორიების მთიანი რელიეფია შერწყმული. ქალაქის ოფიციალური სახელწოდებაა „Dakilang Lungsód ng San Juan“, რაც „სან-ხუანის დიდ ქალაქს“ ნიშნავს.

ისტორია

მანილა სან-ხუანი 
ელ-დეპოსიტო 1900 წელს

წინაესპანურ პერიოდში დღევანდელი სან-ხუანის ტერიტორია ნამაიანის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, რომლის უკანასკნელი მმართველებიც მეფე ლაკანტაგინი და დედოფალი კონსორტი ბოუანი იყვნენ. გვიან XVI საუკუნეში სამეფო და კუნძულის სხვა პოლიტიკური წარმონაქმნები ესპანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში გადავიდა. თანამედროვე სან-ხუანის ტერიტორია თავდაპირველად ბარიო იყო, ხოლო 1590 წლისთვის პატარა ენკომიენდა გახდა.

1783 წელს სან-ხუანი სანტა-ანას გამოეყო, თუმცა ბარიოს სახით მანილის პროვინციის შემადგენლობაში აღმოჩნდა. 1896 წელს, ფილიპინების რევოლუციის დროს ელ-დეპოსიტოს წყალსაცავის მახლობლად სან-ხუან-დელ-მონტეს ბრძოლა გაიმართა. 1901 წელს, ამერიკული სამხედრო მმართველობის დროს ქალაქი რისალის პროვინციის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.

1975 წლის 7 ნოემბერს პრეიზდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა 824-ე საპრეზიდენტო დეკრეტს, რომლის მიხედვითაც ეროვნული დედაქალაქის რეგიონი ჩამოყალიბდა და სან-ხუანიც მის შემადგენლობაში შევიდა. 2007 წლის 17 ივნისს 9388-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად სან-ხუანი მუნიციპალიტეტიდან მაღალურბანიზებულ ქალაქად გამოცხადდა.

2020 წელს სან-ხუანში, ისევე როგორც მთლიანად ეროვნული დედაქალაქის რეგიონში კორონავირუსის პანდემიის გამო 15 მარტიდან ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა.

მართალია ოფიციალურად არ არის აღიარებული, მაგრამ სან-ხუანს ხშირად „ფილიპინების პრეზიდენტთა ქალაქად“ მოიხსენიებენ. მესამე რესპუბლიკის შემდეგ ფილიპინების ოთხი პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის დაწყებისთვის სან-ხუანის ოფიციალური მცხოვრები იყო: დიოსდადო მაკაპაგალი (1961-1965), გლორია აროიო (2001-2010), ფერდინანდ მარკოსი (1965-1986) და ჯოზეფ ესტრადა (1998-2001), რომელიც სან-ხუანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობასაც ასრულებდა.

გეოგრაფია

მანილა სან-ხუანი 
სან-ხუანის პოლიტიკური რუკა

სან-ხუანი ფილიპინების ყველაზე პატარა ქალაქია. მისი ფართობი 595 ჰექტარია. სან-ხუანს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კესონ-სითი, სამხრეთიდან — მანდალუიონგი, ხოლო დასავლეთიდან — მანილა ესაზღვრება.

წარსულში სან-ხუანის ტერიტორია დღევანდელზე უფრო დიდი იყო და ქალაქ კალოოკანამდე იყო გადაჭიმული. კესონ-სიტის 1-ელი, მე-4 და მე-6 რაიონები და მანდალუიონგი კოლონიურ ხანაში ქალაქის საზღვრებს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ სან-ხუანის წყალსაცავი რორზშუს სოფლის მახლობლად მდებარეობს, რომელიც დღეს კესონ-სიტის შემადგენლობაშია.

ბარანგაები

სან-ხუანი პოლიტიკურად 21 ბარანგაიდ იყოფა.

დემოგრაფია

2015 წლის აღწერით სან-ხუანის მოსახლეობა 122 180 ადამიანია.

რელიგია

სან-ხუანში რელიგიური თაყვანისცემის რამდენიმე ადგილი მდებარეობს. ქალაქში მფარველი წმინდანის, იოანე ნათლისმცემლის ბაპტისტური ეკლესია მდებარეობს (ცნობილი როგორც პინაგლაბანანის ეკლესია). უძველესი ეკლესია სან-ხუან-დელ-მონტეს ეკლესიაა, ხოლო ფილიპინურ-ჩინური თემისთვის მთავარი ტაძარი დედოფალ მერის სამრევლო ფუნქციონირებს.

სან-ხუანში რამდენიმე ევანგელისტური ეკლესია მდებარეობს. ყოველწელიურად, იანვარში ეროვნული ბიბლიის კვირეული იმართება, რომლის დროსაც ქალაქის მერიის წი დროშის აღმართვისას საღვთო წერილს კითხულობენ. ქალაქის მერის კურთხევით ქალაქის ახალი მერიის საფუძველში ბიბლიაც ჩაატანეს.

რესურსები ინტერნეტში

მანილა სან-ხუანი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'>↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/barangays/1381400000
  • 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  • „A short and sweet historical tour of San Juan City“. The Manila Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-26. ციტირების თარიღი: 2018-07-26.
  • National Historical Commission of the Philippines official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-19. ციტირების თარიღი: 2020-11-15.
  • Republic Act No. 9388 - Charter of the City of San Juan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-06. ციტირების თარიღი: 2020-11-15.
  • Tags:

    მანილა სან-ხუანი ეტიმოლოგიამანილა სან-ხუანი ისტორიამანილა სან-ხუანი გეოგრაფიამანილა სან-ხუანი დემოგრაფიამანილა სან-ხუანი რესურსები ინტერნეტშიმანილა სან-ხუანი სქოლიომანილა სან-ხუანიეროვნული დედაქალაქის რეგიონიტაგალური ენაფილიპინებიფილიპინების ქალაქები

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ერთა ლიგაივანე მაჩაბელიმღრღნელებიგიორგი მამარდაშვილიდავით მუჯირი (უფროსი)ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ჯულიანო მედიჩიდელფინებითბილისის ფუნიკულიორიქუთაისიარგენტინაგერმანიაალექსანდრე მაკედონელის ომებიიუნესკოადოლფ ჰიტლერიედუარდ შევარდნაძეჯვაროსნული ლაშქრობებიუდაბნოაფხაზეთის ომი (1992-1993)ანტარქტიდაინგლისის რევოლუციაღირსების ორდენი (საქართველო)9 აპრილის ტრაგედიამეორე მსოფლიო ომიმინერალების სიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიენგურიშუშანიკის წამებარიონიიუდაიზმიგვირილახემარწყვატაიგამერწყულირაჭათეიმურაზ Iგიორგი წიტაიშვილითბილისითერმოპილეს ბრძოლახევისბერი გოჩაბუნებრივი რესურსებითურქეთიქართლირუსეთ-საქართველოს ომი (2008)საიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)პოლონეთიგიორგი ქოჩორაშვილიმდინარეემინემისაქართველოს პრეზიდენტიალექსანდრე ყაზბეგიფარსმან II ქველიგლობალური დათბობაანალური სექსიტბარომიკავკასიამარაკანალუვრიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიშუა საუკუნეებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიხელისუფლების დანაწილებაბაქტერიებისვეტიცხოველითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიორგაზმინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)გამზრდელი (პოემა)აფხაზეთიეროზიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჩინგიზ-ყაენინიკა კვეკვესკირი🡆 More