ფილიპინების რევოლუცია

ფილიპინების რევოლუცია (1896-1898-) — ასევე უწოდებენ ტაგალოგის ომს.(ესპ.

ფილიპინების რევოლუცია
ფილიპინების რევოლუციური დროშა

წინაპირობები

ფილიპინების რევოლუცია 
კატიპუნანის ლიდერი ანდრეს ბონიფაციო

მე -19 საუკუნის მეორე ნახევარში ფილიპინებზე გამოჩნდა პატრიოტული რევოლუციური ორგანიზაციები, რომელთა მიზანი იყო ფილიპინების განთავისუფლება ესპანეთისგან. 1892 წელს ხოსე რისალმა დააარსა ფილიპინების ლიგა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რისალი ესპანეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა 6 ივლისს, ლიგამ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება და გაიყო ორ მიმართულებად - ზომიერ და რადიკალურ (ანდრეს ბონიფაციო, ლადისლაო დივა, თეოდორო პლატა). 1892 წლის 7 ივლისს ბონიფაციოს მომხრეებმა დააარსეს კატიპუნანი (ხალხის შვილების უმაღლესი საპატიო კავშირი)..

რევოლუცია

ფილიპინების რევოლუცია 
ემილიო აგინალდო, ფილიპინების პირველი პრეზიდენტი

ფილიპინების რევოლუცია დაიწყო 1896 წლის აგვისტოში, როდესაც ესპანეთის ხელისუფლებამ აღმოაჩინა ანტიკოლონიური საიდუმლო ორგანიზაცია კატიპუნანი.

რევოლუციას სათავში ჩაუდგა კატიპუნანი(ფარული რევოლუციური კავშირი). აჯანყება დაოწყო 1896 წელს აგვისტოში. მას შეუერთდნენ მემამულეები ე. აგინალდოს ხელმძღვანელობით.  1897 წლის 22 მარტს ქ. ტეხროსში აჯანყებულთა ლიდერების კონვენტმა გამოაცხადა ფილიპინების დამოუკიდებლი რესპუბლიკის შექმნა, რომლის პრეზიდენტად და მთავრობის მეთაურად აირჩიეს აგინალდო. აგინალდოს დაჯგუფება ცდილობდა მთელი ძალაუფლების მონოპოლიურად ხელში ჩაგდებას. მან დაშალა კატიპუნანი. 10 მაისს აგინალდოს ბრძანებით დახვრიტეს კატიპუნანის დამაარსებელი ა.ბონიფასიო. 1897 წლის I ნოემბერს ქალაქ ბიაკნა-ბატოში აჯანყებულთა რაზმების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე მიიღეს დამოუკიდებელი ფილიპინების დროებითი კონსტიტუცია. 18 ნოემბერს აგინალდომ ესპანეთის გენერალ-გუბერნატორ პრიმო დე რივერასთან  დადო შეთანხმება აჯანყების შეწყვეტის შესახებ. 1898 წლის თებერვალში აჯანყებულთა ნაწილმა , რომელმაც შეთანხმება უარყო, გააგრძელა ბრძოლა ესპანელთა წინააღმდეგ.  1898 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ომი ესპანეთის კოლონიების მიტაცების მიზნით. აშშ მთავრობამ ფილიპინელ პატრიოტებს აღუთქვა ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტია. ესპანელთაგან ფილიპინების განთავისუფლების შემდეგ 1898 წლის 12 ივნისს ფილიპინელმა პატრიოტებმა კავიტეში მეორედ გამოაცხადეს სამშობლოს დამოუკიდებლობა.აგინალდომ ფილიპინების დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოაქვეყნა . ის კვლავ ჩაუდგა სათავეში აჯანყებულებს და 23 ივნისს  შექმნილი რევოლუციური მთავრობის მეთაური გახდა. აჯანყებულებმა თითქმის მთელი არქიპელაგი გაათავისუფლეს ესპანელთა ჯარებისაგან და ამერიკულ ჯარებთან ერთად ალყა შემოარტყეს მანილას. 13 აგვისტოს აშშ-ის ჯარები უბრძოლველად შევიდნენ მანილაში. 1898 წლის 15 სექტემბერს ქალაქ მანილაში რევოლუციური კონგრესი შეიკრიბა, რომელმაც მიიღო ახალი კონსტიტუცია და გამოაცხადა ფილიპინების რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავდა რევოლუციის დასრულების თარიღს, არც ესპანეთმა და არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ ცნეს ფილიპინების დამოუკიდებლობა.1898 წლის 10 დეკემბერს პარიზში ხელმოწრილი საზავო ხელშეკრულების თანახმად, ესპანეთმა ფილიპინები დაუთმო აშშ-ს (20 მილიონ დოლარად). 1899 წლის 4 თებერვალს აშშ-მ დაიწყო  საომარი ოპერაციები ფილიპინების რესპუბლიკის წინააღმდეგ. ომი დამთავრდა ფილიპინელთა დამარცხებით და აშშ კოლონიური რეჟიმის დამყარებით ფილიპინებზე.

სქოლიო

Tags:

ესპანეთიესპანური ენაფილიპინები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ციყვიზოროასტრიზმინავთობიმიხეილ ჯავახიშვილიათენინაკრძალიკოლხეთის დაბლობიივ მონტანიგანდეგილი (პოემა)მონტენეგროარწივიამირანი (მითოლოგია)თაშმიჯაბილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითგიორგი II (საქართველოს მეფე)27 მარტიალექსანდრე ყაზბეგითელავიაფხაზებიჰიპერბოლა (ენა)ნილოსიტუტსიაფორიზმისაქართველოს მდინარეების სიასოფელიმაიმუნებიჰექტარილაშა შავდათუაშვილისაფრანგეთიგამაფრთხილებელი შეფერილობათერგდალეულებიდედამიწის სტრუქტურასვანური კოშკიდუბაიელეონორა რუზველტიგარემოს დაცვასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამებაილია სულამანიძენაძვიალექსანდრე მაკედონელის ომებიმითიალექსანდრე მაკედონელისაქართველოს წითელი ნუსხაიუსტინიანე Iქართვლის დედაანდერს ბერინგ ბრეივიკიგეორგიევსკის ტრაქტატირომის რესპუბლიკაკანე კორსომილიმეტრიბერძნული მითოლოგიასულგუნიძალადობაThe Beatlesელენე ახვლედიანილუარსაბ IIთავისუფლების მოედანი (თბილისი)კახეთიძველი საბერძნეთიტროპიკული ტყეებიმოსახლეობის სიმჭიდროვეივანე მაჩაბელირაჭაამორძალებიდავით VII ულუმგელიილია ჭავჭავაძეელექტრობაგოგოთურ და აფშინასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგრენლანდიაირანიმექსიკარუსული დამწერლობა🡆 More