სამეფო წყალი

სამეფო წყალი — აზოტმჟავასა და ქლორწყალბადმჟავას ნარევი, მოლური თანაფარდობით შესაბამისად 1:3-თან.

არის მოყვითლო-ფორთოხლისფერი (ზოგჯერ წითელი) მბოლავი სითხე. სახელი ეწოდა ალქიმიკოსების მიერ, რადგან მასში იხსნებიან კეთილშობილი ლითონები, როგორებიცაა ოქრო და პლატინა, მაგრამ არა ყველა ლითონი. მისი საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის ოქროს (99,999% სისუფთავით) მიღება.

სამეფო წყალი
სამეფო წყალი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებააზოტმჟავას ჰიდროქლორიდი
ქიმიური ფორმულაHNO3+3 HCl
ფიზიკური თვისებები
მდგომარეობა (სტ. პირ.)წითელი, ყვითელი ან ოქროსფერი სითხე
სიმკვრივე1.01–1.21 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−42 °C
დუღილის ტემპერატურა108 °C
NFPA 704
სამეფო წყალი
0
3
0
OX

მიღება და დაშლა

კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავას და კონცენტრირებულ აზოტმჟავას შერევისთანავე იწყება ქიმიური რეაქციები. შედეგად კი წარმოიქმნება არასტაბილური პროდუქტები, ნიტროზილის ქლორიდი და ქლორის აირი. ამ არასტაბილური პროდუქტების ხსნარიდან გამოდევნის შედეგად, სამეფო წყალი კარგავს თავის თვისებებს.

    HNO3 (ხს) + 3 HCl (ხს) → NOCl (აირ) + Cl2 (აირ) + 2 H2O (თხ)

შემდგომში ნიტროზილის ქლორიდი იშლება აზოტის მონოქსიდისა და ქლორის გამოყოფით. ვინაიდან რეაქცია არ არის შექცევადი ტიპის, ამიტომაც ნიტროზილქლორიდისა და ქლორის გარდა, ხსნარი შეიცავს აზოტის ოქსიდსაც.

    2 NOCl (აირ) → 2 NO (აირ) + Cl2 (აირ)

იმის გამო, რომ აზოტოვანი ოქსიდი ურთიერთქმედებს ატმოსფეროს ჟანგბადთან, ხსნარი ასევე შეიცავს აზოტის დიოქსიდს (NO2).

    2 NO (აირ) + O2 (აირ) → 2 NO2 (აირ)

ქიმია

სამეფო წყალი 
სამეფო წყლის მეშვეობით მიღებული სუფთა ოქროს ფხვნილი.

ოქროს გახსნა

სამეფო წყალში იხსნება ოქრო, თუმცა ხსნარის შემადგენელი ვერცერთი მჟავა ვერ გახსნის მას მარტო, რადგან, ამ კომბინაციაში, თითოეული მათგანი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას. აზოტმჟავა ძლიერი მჟვაა, რომელიც აყალიბებს ოქროს ანიონებს (Au3+). ქლორწყალბადმჟავა წარმოქმნის ქლორის ანიონებს, რომლებიც ურთიერთქმედებს ოქროს იონებთან და აფორმირებს ოქროს ტერტაქლორიდის ანიონს (AuCl4). რეაქციები მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  • Au + 3 HNO3 + 4 HCl ⇌ [AuCl4]- + 3 [NO2] + [H3O]+ + 2 H2O
    ან
  • Au + HNO3 + 4 HCl ⇌ [AuCl4]- + [NO] + [H3O]+ + H2O.

თუ სამეფო წყალი მხოლოდ ოქროს შეიცავს, მისგან შეიძლება ოქროს მჟავას მიღება ხსნარის ამოშრობით, ხოლო ოქროს მიღების საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა:გოგირდის დიოქსიდი, ჰიდრაზინი, მჟაუნმჟავა და სხვა. მოყვანილია გოგირდის დიოქსიდის მაგალითი:

  • 2 AuCl4- (ხს) + 3 SO2(აირ) + 6 H2O (თხ) → 2 Au (მყ) + 12 H+ (ხს) + 3 SO42-(ხს) + 8 Cl- (ხს).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

სამეფო წყალი მიღება და დაშლასამეფო წყალი ქიმიასამეფო წყალი რესურსები ინტერნეტშისამეფო წყალი სქოლიოსამეფო წყალიაზოტმჟავაალქიმიაკეთილშობილი ლითონებილითონიოქროპლატინაქლორწყალბადმჟავა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნილოსიკახეთიჰაერის დაბინძურებარკინათევზები (ასტროლოგია)გოდერძი ჩოხელითავისუფლება (ფილოსოფია)ლაშა ტალახაძებერძნული მითოლოგიათანდებულიანდებიზვიად გამსახურდიაჯაბა იოსელიანიბუნებრივი რესურსებიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათბილისის მეტროპოლიტენიანდრია მოციქულიისლანდიაკლიმატიფუტკრებისაქართველოს სატელეფონო კოდებიკილომეტრიr1841გეორგიევსკის ტრაქტატიიმპრესიონიზმიგრიგოლ ორბელიანიუქმე დღეები საქართველოშიდედოფალაბელგიაბიძინა ივანიშვილიჩინეთიშამქორის ბრძოლა (1195)მალდივის რესპუბლიკაკომუნიზმისაქართველოს დაცული ტერიტორიებირეზოლუციაგერგეტის სამების ეკლესიაეგრისის სამეფოქართველები რუსეთშინათურაშოთა რუსთაველიოცდაათწლიანი ომიალმასიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიივანე მაჩაბელიივანე ჯავახიშვილიხევისბერი გოჩაწელიწადის დროებიჰეკლაოშკიადამიანის ჩონჩხიალჟირიფსიქოლოგიაბაყაყირთველიმარქსიზმიმოსკოვიდედამიწის დღეირემისინონიმებისაქართველოს პრეზიდენტიქართული გვარისამეგრელოამერიკამართლმადიდებლობავეფხისტყაოსანიშალვა პაპუაშვილიცხოველებიძველი თბილისილომი (ასტროლოგია)საჭმლის მომნელებელი სისტემაჯვაროსნული ლაშქრობებილეონარდო და ვინჩიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოცილებირომის რესპუბლიკაამიერკავკასიური ზაზუნა🡆 More