რესიფი (პორტ.
ბრაზილიის სიდიდით მე-4 ალგომერაცია, რომელშიც 4 054 866 ადამიანი ცხოვრობს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ქალაქში 1 653 461 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი 1537 წელს დაარსდა და პერნამბუკუს საკაპიტანოს დედაქალაქს წარმოადგენდა, რომელიც შაქრის ლერწმის წარმოებით იყო ცნობილი. მე-17 საუკუნეში რესიფი ახალი ჰოლანდიის დედაქალაქი იყო. ქალაქი მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს პორტს წარმოადგენს. უამრავი ხიდისა და კუნძულების, ასევე არქიტექტურის გამო ქალაქს ხშირად „ბრაზილიურ ვენეციას“ უწოდებენ. 2010 წლისთვის, რესიფი აგი-ს მიხედვით ბრაზილიის მე-2 ყველაზე განვითარებული ქალაქია (პალმასის შემდეგ).
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
რესიფი Recife | |||||
| |||||
ქვეყანა | ბრაზილია | ||||
რეგიონი | ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი | ||||
შტატი | პერნამბუკუ | ||||
კოორდინატები | 8°03′00″ ს. გ. 34°53′00″ დ. გ. / 8.05000° ს. გ. 34.88333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1537 | ||||
ფართობი | 218 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||||
მოსახლეობა | 1,653,461 კაცი (2020) | ||||
სიმჭიდროვე | 6,885.3 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 3.646.204 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | 81 | ||||
საფოსტო ინდექსი | 50000-000 | ||||
ოფიციალური საიტი | recife.pe.gov.br | ||||
რესიფის ალგომერაცია პერნამბუკუს შტატის უდიდესი ინდუსტრიალური ზონაა. მეოცე საუკუნის 70-იან–80-იან წლებში რესიფიში უამრავი კომპანია და საწარმო შეიქმნა, რამაც ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის კომერციულ ცენტრად გახადა, რომელიც (ალგომერაციის ჩათვლით) 85 000-ზე მეტ საწარმოს მოიცავს.
რესიფი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის ტურისტული ცენტრია. ქალაქში მდებარე ისტორიული რაიონი ოლინდა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული.
ქალაქის სახელი „რესიფი“ სიტყვა რიფის ძველი პორტუგალიური შესატყვისიდან, „არესიფიდან“ მომდინარეობს (პორტ. Arrecife), რომელიც არაბული სიტყვა „რასიფიდან“ (არაბ. رصيف) წარმოიშვა, რაც ბილიკს, რიფების ხაზს ნიშნავს. ჟოსე პედრო მაჩადოს ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „არესიფის“ გამოყენება 1258 წლიდან იწყება. შესაბამისად, ქალაქის სახელწოდება გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე შეირჩა, რომელიც პირველად ლოპეს დე სოუზას დღიურში მოიხსენიება, სადაც მას „ბარა დუს არესიფის“ (პორტ. Barra dos Arrecifes) უწოდებს (1532).
პორტუგალიის მიერ კოლონიზაციამდე, დღევანდელი რესიფის ტერიტორიაზე ადგილობრივი ტომები ცხოვრობდნენ, რომელთა საქმიანობა შედგებოდა ნადირობისგან და მიწათმოქმედებისგან.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში პორტუგალიელები მხოლოდ 1501 წელს ჩავიდნენ. 1535 წელს დუარტე კოელიუმ პორტუგალიის მეფისგან პერნამბუკუში საკაპიტანოს დაარსების უფლება მიიღო, ხოლო მომდევნო წელს ქალაქი ოლინდა დააარსა. უშუალოდ რესიფის წარმოქმნის პროცესი სწორედ ოლინდას დაარსებას უკავშირდება. სხვადასხვა დოკუმენტებში რესიფი ხშირად არის ნახსენები, როგორც პატარა მეთევზეთა სოფელი. აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროის პერიოდში რესიფი ნიდერლანდების მიერ იყო დაკავებული.
ნიდერლანდელთა შემოჭრამდე, რესიფი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მხოლოდ პორტის გამო იყო. იქაური მდიდრები უმეტესად ოლინდაში იყვნენ დასახლებული, რომელიც შემაღლებულ ადგილზე მდებარეობა, რაც მის დაცვას აადვილებდა. რესიფის დასაცავად ქალაქის გარშემო კედლები იქნა აგებული, რომლებიც ასევე საზღვრავდნენ ქალაქის სანაპირო ნაწილს, რადგანაც რესიფი მეკობრეებისგან დაუცველი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის კოლონიის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რესიფი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.