რასულ ჰამზათოვი

რასულ ჰამზათის ძე ჰამზათოვი (დ.

8 სექტემბერი, 1923, სოფელი წადა, ხუნძარის რაიონი, დაღესტანი — გ. 3 ნოემბერი, 2003, მოსკოვი) — ხუნძი დაღესტნელი პოეტი. დაღესტნის სახალხო პოეტი (1959), სოციალისტური შრომის გმირი (1974). სკკპ წევრი 1944-იდან. ჰამზათ წადასას შვილი. 1945-1950 სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. ლექსების წერა 11 წლისამ დაიწყო. ლექსების პირველი კრებული „მგზნებარე სიყვარული და მწვავე სიძულვილი“ 1943 გამოაქვეყნა. ჰამზათოვის პოეზია გამსჭვალულია სამოქალაქო ეროვნული და ლირიკული მოტივებით, პატრიოტული და ინტერნაციონალური სულისკვეთებით, ასახავს სოციალისტური დაღესტნის ცხოვრებას (კრებულები „ჩვენი მთები“, 1947; „მთიელის სამშობლო“, 1950 და სხვ.). აღსანიშნავია მამისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლი („ლექსები ჰამზათ წადასაზე“, პოემა „საუბარი მამასთან“, 1953 და სხვ.). ჰამზათოვის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქალის თემას (ლექსები „დედას“, „მთიელი ქალი“ და სხვ.). აღსანიშნავია აგრეთვე მისი პოეტური კრებულები „მულატი ქალი“ (1966), „წელთა კრიალოსანი“ (1978) და სხვ.

რასულ ჰამზათოვი
ხუნძ. ХIамзатил Расул
რასულ ჰამზათოვი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1923(1923-09-08)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი წადა
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 2003(2003-11-03)[2] [4] [3] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი და ლირიკოსი
ენა ხუნძური ენა და რუსული ენა
მოქალაქეობა რასულ ჰამზათოვი სსრკ
რასულ ჰამზათოვი რუსეთი[5]
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჟანრი ლექსი, narrative poetry და პოემა
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინური პრემია, Order of St. Andrew the Apostle the First-Called, ოქროს საწმისის ორდენი და ორდენი „კირილე და მეთოდე“

ლექსებისა და პოემების კრებულისათვის „ჩემი დაბადების წელი“ (1950) მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1952), კრებულისათვის „შორეული ვარსკვლავები“ (1962) — ლენინური პრემია (1963). ქართველი ხალხის პატივისცემითა და სიყვარულით არის გამთბარი საქართველოს თემაზე შექმნილი ლექსები: „ლეკი“, „ნანა ღვინეფაძე“, „ალაზანზე“ და სხვა. მისი პროზაული თხზულება „ჩემი დაღესტანი“ (წგნ. 1, 1968, ქართული თარგმანი 1982) დაღესტნელი ხალხის ცხოვრების ლირიკული-ფილოსოფიური ენციკლოპედიაა. წერს ბავშვებისთვისაც („ჩემი ბაბუა“, 1967). აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატიებს.

ხუნძურ ენაზე თარგმნა რუსი პოეტების ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სსრკ და მსოფლიო ხალხთა მრავალ ენეზე. ჰამზათოვი დაღესტნის მწერალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

სსრკ VI-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1962-1966 და 1971-იდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. აზიისა და აფრიკის ქვეყნების სოლიდარობის საბჭოთა კომიტეტის წევრი. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> Гамзатов Расул Гамзатович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • 2.0 2.1 SNAC — 2010.
  • 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • Find a Grave — 1996.
  • LIBRIS — 2013.
  • Tags:

    1923194319441945194719501953195919661974197820033 ნოემბერი8 სექტემბერიდაღესტანიმაქსიმ გორკიმოსკოვისოციალისტური შრომის გმირიხუნძებიჰამზათ წადასა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ზღარბისებრნიმაიკლ ჯექსონიგანმანათლებლობარუსთავიისლამიმზებოდბის მონასტერიდაუნის სინდრომითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიათონის ივერთა მონასტერისეფსისიდემოკრატიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)წითელი წიგნითბილისის მეტროსადგურების სიაჰექტარიიგავ-არაკიპარიზითერგდალეულებიმენისკიმთავარი გვერდილეიკოციტებიქართული ხალხური ცეკვებითბილისის ისტორიასლოვენიაჯონჯოლიდედოფალამუსიკაფოტოსინთეზიგოგონა გარეუბნიდანქვეწარმავლებიავსტრიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასაქართველოს ფრინველთა სიაბისექსუალობაცვალებადობათა ფორმებიკანონიერი ქურდიქართვლის დედასამხრეთი კორეააქლემიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიტერენტი გრანელიმონღოლთა იმპერიატაო-კლარჯეთიანემიადედამიწის ისტორიაპრაღაენცეფალოპათიაბულგარეთირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)სოკოებიფესვები (ფილმი)საქართველოს სოფლებიმელალიმფოციტებიივანე მაჩაბელიცხოველებიფოცხვერიანტონიმიმესამე რაიხიაპენდიციტინეიმარიქიმიური რეაქციანიდერლანდებირუსეთიიულიუს კეისარიფრინველებიქანდაკებამგელიერითროციტებისაქართველოს მუნიციპალიტეტებიალტრუიზმიმარჯნის რიფისოციალიზმიპირველი რესპუბლიკის მოედანიფრენბურთიკელი დეგნანი🡆 More