ხუნძური ენა

ხუნძური ენა, ავარული ენა — კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიური ქვეჯგუფის ენა.

გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკასა და აგრეთვე აზერბაიჯანში (ბელაქნის და ზაქათალის რაიონებში). ხუნძურ ენაზე დაახლოებით 790 000 კაცი ლაპარაკობს.

ხუნძური ენა
магІарул мацІ
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახ. 766.500
ლინგვისტური კლასიფიკაცია ხუნძურ-ანდიური ენები
დამწერლობის სისტემა კირილური დამწერლობა
ენის კოდები av
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-av}}

ხუნძური ენა ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ხუნძური ენა

ხუნძურ ენაში განირჩევა დიალექტთა 2 მთავარი ჯგუფი: ჩრდილოეთისა (ხუნძახური) და სამხრეთის (ჰიდურ-ანდალალურ-ყარახული, ანწუხური, ჭარული). სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ჩრდილოეთის (ხუნძახური) დიალექტი. დამწერლობა ემყარება კირილიცას.

ხუნძური ენის ბგერითი შედგენილობა ხასიათდება მარტივი ვოკალიზმით და რთული კონსონანტიზმით. გარჩეულია 5 ხმოვანი (ა, ე, ი, ო, უ). მახვილი სიტყვაში შეიძლება იყოს თავიდან პირველ ან მეორე მარცვალზე. მორფოლოგიული კატეგორიებიდან გარჩეულია 3 გრამატიკული კლასი. ძირითადი ბრუნვები: სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი და მიცემითი; გარჩეულია ადგილობით (ლოკალურ) ბრუნვათა 5 სერია (წყება), თითოეულში 3-3 ბრუნვაა (ადგილობითი, მიმართულებითი და დაშორებითი). არსებობს ორ- და ერთფუძიანი ბრუნების ტიპები. თვლის სისტემა ოცობითია. მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასისა და რიცხვის მიხედვით; მდიდარია დრო-კილოთა და სხვადასხვა მოდალური მნიშვნელობის ფორმებით. ზმნის უარყოფით ფორმათა წარმოების პრინციპი სინთეზურია. მორფოლოგიური ელემენები სახელსა და ზმნაში შეიძლება იყოს პრეფიქსიცა და სუფიქსიც. ფორმათა წარმოების ზოგადი პრინციპი აგლუტინაციურია.

დამოკიდებული წინადადების როლში გვევლინება ინფინიტივიანი და მასდარიანი, აბსოლუტივიანი და მიმღეობიანი კონსტრუქციები. საკუთარი ძველი ლექსიკა კარგადაა დაცული. გვხვდება ნასესხები სიტყვებიც თურქული, არაბული, სპარსული და რუსული ენებიდან.

ორთოგრაფია

А а Б б В в Г г Гъ гъ Гь гь ГI гI Д д
/a/ /b/ /w/ /ɡ/ /ʁ/ /ɦ/ /ʕ/ /d/
Е е Ё ё Ж ж З з И и Й й К к Къ къ
/e/, /je/ /jo/ /ʒ/ /z/ /i/ /j/ /k/ /qː’/
Кь кь КI кI КIкI кIкI Кк кк Л л М м Н н О о
/t͡ɬː’/ /k’/ /t͡ɬː/ /ɬ/ /l/ /m/ /n/ /o/
П п Р р С с Т т ТI тI У у Ф ф Х х
/p/ /r/ /s/ /t/ /t’/ /u/ /f/ /χ/
Хх хх Хъ хъ Хь хь ХI хI Ц ц Цц цц ЦI цI ЦIцI цIцI
/χː/ /qː/ /x/ /ħ/ /t͡s/ /t͡sː/ /t͡s’/ /t͡sːʼ/
Ч ч ЧI чI ЧIчI чIчI Ш ш Щ щ Ъ ъ Ы ы Ь ь
/t͡ʃ/ /t͡ʃ’/ /t͡ʃːʼ/ /ʃ/ /ʃː/ /ʔ/ /ɨ/
Э э Ю ю Я я
/e/ /ju/ /ja/

ლიტერატურა

  • ცერცვაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 516.
  • Алексеев М. Е., Атаев Б. М., Аварский язык. М., 1997.
  • Атаев Б. М., Аварцы: история, язык, письменность. Махачкала, 1996.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ხუნძური ენა ორთოგრაფიახუნძური ენა ლიტერატურახუნძური ენა რესურსები ინტერნეტშიხუნძური ენა სქოლიოხუნძური ენააზერბაიჯანიდაღესტნის რესპუბლიკადაღესტნური ენებიკავკასიური ენები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კუთრი თბოტევადობამონოთეიზმიბორჯომიმუსიკა26 აპრილიშარკა ბლუუდაბნოსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაფემინიზმიკვიპროსიკოლოსეუმიეროზიასომხეთის ისტორიაკახეთისაქართველოს სოფლებიმინერალებიიმანუელ კანტიწრეწირივატიკანიEuropebetხეოფსის პირამიდასოციალიზმიასლან აბაშიძელოცვა ეფრემ ასურისაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითაზერბაიჯანიპლანეტასვანეთინაპოლეონის ომებიჯუზეპე ვერდიინგლისის რევოლუციადავით გურამიშვილიბატონებიშოთა რუსთაველიდათა თუთაშხიაგრემივერძი (ასტროლოგია)იოჰან სებასტიან ბახიგლიცინიაბირთვული იარაღისასანიანთა იმპერიაქანი (გეოლოგია)ფესახიიგავ-არაკიესპანეთიავსტრალიანარიყალაინსულტისაქართველოს პრეზიდენტიატომილეკიანობადიდგორის ბრძოლაკრიშტიანუ რონალდუდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიპროტესტანტიზმიდედამიწის სტრუქტურააქლემილომიგიორგობამცენარეებიჩინეთის დიდი კედელიბერძნული მითოლოგიანოქალაქევიდედამიწამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიანოდარ დუმბაძესვანური კოშკისაქართველოს მდინარეების სიამეგობრობამენსტრუაციაშუმერიემპათიაბაბუაწვერასაბერძნეთისაქართველო XV საუკუნეშიაზიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობამარქსიზმი🡆 More