პრევალიტანია

პრევალიტანია (ასევე, პრევალიანა ან პრევალისი) — გვიანდელი რომაული პროვინცია, რომელიც 284-476 წლებში არსებობდა.

იგი მოიცავდა დღევანდელი მონტენეგროს, ჩრდილოეთი ალბანეთისა და სამხრეთ-დასავლეთი სერბეთის ნაწილებს.

ისტორიული ფონი

რომაელებმა ეს რეგიონი მესამე ილირიული ომის შემდეგ დაიპყრეს (ძვ. წ. 168 წ.). მათ სკოდრასთან დაამარცხეს ილირიის უკანასკნელი მეფე გენტიუსი ძვ. წ. 168 წელს, შეიპყრეს ის და მომდევნო წელს რომში ჩაიყვანეს. დაარსდა ოთხი ვასალური რესპუბლიკა, რომლებიც, ფაქტობრივად, რომიდან იმართებოდნენ. მოგვიანებით, ილირიკუმი უშუალოდ რომაულ მმართველობას დაექვემდებარა და პროვინციად იქცა დედაქალაქით სკოდრაში. ახ. წ. 10 წელს ილირიკუმი ორად გაიყო, პანონიად და დალმაციად. დალმაციის პროვინცია გაფართოვდა და მოიცვა მთელი დინარის ალპები და ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს უმეტესი ნაწილი, თანამედროვე მონტენეგროს ჩათვლით.

ისტორია

პრევალიტანიის პროვინცია შეიქმნა იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობისას (284-305 წწ.) ყოფილი დალმაციის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილისაგან და დიოკლეტიანეს მიერ შექმნილი 12 დიოცეზიდან ერთ-ერთის, მეზიის დიოცეზის ნაწილი გახდა. მეზიის დიოცეზი მოგვიანებით ორად გაიყო, დაკიის დიოცეზად ჩრდილოეთში და მაკედონიის დიოცეზად სამხრეთში. პრევალიტანია, თავდაპირველად, მაკედონიის დიოცეზის ნაწილი იყო, თუმცა შემდეგ შევიდა დაკიის დიოცეზის შემადგენლობაში, ილირიკუმის პრეტორიანული პრეფექტურის ადმინისტრაციულ ქვედანაყოფში (395). ხანმოკლე დროის განმავლობაში არსებული პროვინცია, მაკედონია სალუტარისი, პრევალიტანიასა და ეპირუს ნოვას შორის გაიყო (412).

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისა (476 წ.) და ხალხთა დიდი გადასახლების დაწყების შემდეგ, რეგიონს ოსტგუთები მართავდნენ.

შემდგომი ბედი

დალმაცია, პირველად, ბიზანტიის (აღმოსავლეთი რომის იმპერია) კონტროლქვეშ 530-იან წლებში მოექცა, როდესაც იმპერატორ იუსტინიანე I-ის სარდლებმა ის გოთური ომების შედეგად გოთებს წაართვეს. VI-VII საუკუნეებში ავარებისა და სლავების შემოსევებმა გაანადგურეს უმთავრესი ქალაქები და ააოხრეს შიდა რაიონები. ბიზანტიელთა კონტროლი შეიზღუდა და იგი კუნძულებით, კონკრეტული სანაპირო ქალაქებითა და ალბანეთის მთებით განისაზღვრა.

ქალაქები

პრევალიტანია 
პრევალიტანია და ჩრდილოეთი ბალკანეთი გვიან ანტიკურ ხანაში

პირველი წერილობითი ჩანაწერი რაიმე სახის დასახლებაზე სამხრეთ დალმაციაში, ეხება რომაულ პროვინცია პრევალიტანიასა და რომაულ ქალაქ ბირისიმინიუმს, რომელიც ილირიული ქალაქის, დოკლიის ჩრდილქვეშ არსებობდა, დიდი ქალაქი იმ დროის სტანდარტებით, 8-10 ათას მოსახლეს მოითვლიდა და იმ ერთ-ერთი ძირითადი ილირიული ტომის მიხედვით ერქვა სახელი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ — „დოკლიტია“. მეორე ტომი, „ლაბეტესი“, სახლობდა სკადარის ტბიდან დღევანდელ პოდგორიცამდე მთელ ტერიტორიაზე. მათ გააჩნდათ მეთეონის (დღეს მედუნის სახელით იცნობებ) სახელით ცნობილი საკუთარი ფორტიფიკაცია და მეტად განვითარებული სოციალური და სამხედრო სისტემები. დოკლიტია სახლობდა მდინარე ზეტას ნაყოფიერ ხეობაში, სანაპირო ხაზსა და მონტენეგროს კონტინენტური რეგიონების დამაკავშირებელ სასიცოცხლო ხაზთან, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფ ეკონომიკურ დაწინაურებას.

V საუკუნიდან, დაიწყო ამ ტერიტორიაზე სლავური და ავარული ტომების ჩამოსახლება, რომლებმაც ადგილობრივი ტომებისა და დასახლებების გამანადგურებელი დარბევები დაიწყეს. დოკლია ამ ძალადობრივი თარეშის გამონასკლისს არ წარმოადგენდა, რამაც, ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად, ერთ დროს აყვავებული ქალაქის სრული მოშლა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ამ არეაში სლავური ტომები დასახლდნენ, მათ საკუთარი დასახლება დააარსეს, რომელმაც ის როლი დაიკავა, რომელსაც მანამდე დოკლია ასრულებდა. მას რიბნიცა (პოდგორიცა) უწოდეს. ადგილობრივმა არარომანიზებულმა (ალბანურმა) მოსახლეობამ ალბანეთის მთიანეთისაკენ დაიხია, ხოლო სანაპიროზე მდებარე აკრუვიუმი (თანამედროვე კოტორი) გადაურჩა სლავთა შემოტევებს და ჩამოყალიბდა თავდაპირველად რომანიზებული ილირიელების სავაჭორ ქალაქ-სახელმწიფოდ და X საუკუნემდე იარსება. პროვინციის სხვა ქალაქები იყო ანდერვა (ნიკშიჩი) და რისინიუმი (რისანი).

სქოლიო

ლიტერატურა

Tags:

პრევალიტანია ისტორიული ფონიპრევალიტანია ისტორიაპრევალიტანია შემდგომი ბედიპრევალიტანია ქალაქებიპრევალიტანია სქოლიოპრევალიტანია ლიტერატურაპრევალიტანიაალბანეთიმონტენეგრორომის იმპერიარომის პროვინციებისერბეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აფრიკის ქვეყნების სიაუკრაინაივანე ჯავახიშვილილიტრიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებივიქტორ ორბანილუქსემბურგითეიმურაზ IIვინსენტ ვან გოგიმამუკა მდინარაძეცხელი ძაღლიანტონიმიმუნისიმკვრივეემპათიაავსტრალიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფეოდალიზმიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსეფსისისიმონ Iკრწანისის ბრძოლაიეჰოვას მოწმეებიდეჟავიუვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)თეთრი დათვიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითრკინამალდივის რესპუბლიკამორალისაქართველო XV საუკუნეშილავრენტი ბერიაალიტერაციაგიორგი მამარდაშვილიჰაერისერგო ორჯონიკიძეკოპენჰაგენიქართული ვაზის ჯიშებიარაპენეტრაციული სექსიზედსართავი სახელიიესო ქრისტეთბილისისამასი არაგველივეფხვისაქართველოს თავდაცვის ძალებითერგდალეულებიასურეთიდონ კიხოტიფობიების სიანიდერლანდებიასკარიდისებრნინიკა გვარამიაკუნილინგუსილომისაქართველოს ისტორიაუინსტონ ჩერჩილისაქართველოს ტერიტორიული მოწყობასაფრანგეთის რევოლუციასაქართველო VI საუკუნეშიზმნაასტიგმატიზმისაქართველოს დამოუკიდებლობის დღებაგრატის ტაძარიევროპის საბჭოერითროციტებიერეკლე II-ის ოჯახისკოლასაუდის არაბეთისაქართველოს სამოქალაქო ომისაქართველოს სატელეფონო კოდებიმეტაფორამამებისა და შვილების ბრძოლატაო-კლარჯეთიქრისტიანობაფოტოსინთეზიძვალიილონ მასკიალექსანდრე მაკედონელივენერა🡆 More