პინანგი (მალ.
მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, მალაკის სრუტის გასწვრივ. შედგება ორი ნაწილისგან: კუნძულ პინანგისგან, სადაც შტატის დედაქალაქი ჯორჯთაუნი მდებარეობს და სებერანგ-პერაისგან, რომელიც მალაკის ნახევარკუნძულზ― ე მდებარეობს. შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს მალაიზიის ორი უგრძესი ხიდი: პინანგის ხიდი და სულთან აბდულ ჰალიმ მუაძამ შაჰის ხიდი. ეს უკანასკნელი მეორე უგრძესი საზღვაო ხიდია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ფართობის მიხედვით პინანგი მეორე ყველაზე პატარა შტატია მალაიზიაში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კედაჰის შტატი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― პერაკის შტატი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
პინანგი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | ჯორჯტაუნი | ||||
კოორდინატები | 5°24′09″ ჩ. გ. 100°21′54″ ა. გ. / 5.40250° ჩ. გ. 100.36500° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1786 | ||||
ფართობი | 1031.0 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 740 400 (2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 04 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10000–14400 | ||||
საავტომობილო კოდი | P | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.penang.gov.my | ||||
| |||||
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პინანგი მალაიზიის შტატებს შორის მერვე ადგილზეა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, შტატის მოსახლეობა თითქმის 1 767 000 ადამიანს უდრის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 684 ადამიანია 1 კმ²-ზე. პინანგი პირველ ადგილზეა მოსახლეობის სიმჭიდროვით და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ურბანიზებული შტატია. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სებერანგ-პერაი მეორე ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის. შტატის მოსახლეობა ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მალაიელებთან, ჩინელებთან და ინდოელებთან ერთად პინგანგში დიდი რაოდენობით ევრაზიელები, ტაილანდელები და სხვა თემები ცხოვრობენ.
პინანგის თანამედროვე ისტორია 1786 წლიდან იწყება, როდესეაც ფრენის ლაითმა ქალაქი ჯორჯთაუნი დააარსა. 1826 წელს პინანგი სრუტეთა დასახლებების ნაწილი გახდა, რომელიც 1867 წელს ბრიტანეთის კოლონია გახდა. ბრიტანელთა მმართველობა მცირე ხნით შეწყდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც პინანგი იაპონელებმა დაიკავეს. ბრიტანელებმა შტატი 1947 წელს დაიბრუნეს. მოგვიანებით პინანგი მალაიური ფედერაციის ნაწილი გახდა, რომელმაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1957 წელს მოიპოვა.
1970-იან წლებში შტატის, როგორც Entrepôt-ის ფუნქცია დაკნინდა, რის შემდეგაც ცენტრალურმა მთავრობამ პინანგის ეკონომიკა მრეწველობისკენ მიმართა. მალაიზიის შტატებსა და ფედერალურ ტერიტორიებს შორის პინანგი მესამე ადგილზეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, კუალა-ლუმპურისა და სელანგორის შემდეგ.
პინანგის ფართობი 1 048 კმ²-ია. იგი მალაიზიის მეორე ყველაზე პატარა შტატია პერლისის შემდეგ. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ჩრდილოეთ 5.59° და 5.12° განედებსა და აღმოსავლეთ 100.17° და 100.56° გრძედებს შორის. შტატი მოიცავს კუნძულ პინანგს, სებერანგ-პერაის (ვიწრო ზოლი მალაკის ნახევარკუნძულზე) და უამრავ მცირე კუნძულს. შტატის დედაქალაქია ჯორჯთაუნი, რომელიც კუნძულ პინანგის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს.
გეოგრაფიულად შტატი პინანგის სრუტით ორ ნაწილად იყოფა:
პინანგის სრუტე ჩრდილოეთ და სამხრეთ სრუტეებად იყოფა. უვიწროეს ნაწილში კუნძულზე მდებარე ჯორჯთაუნი კონტინენტისგან 3 კმ-ითაა დაშორებული.
კუნძულს პინანგს არარეგულარული ფორმა აქვს. შიდა ნაწილი ბორცვებითა და ტყეებითაა დაფარული. სანაპირო ვაკეები ვიწროა. ყველაზე ფართო სანაპირო ჩრდილო-აღმოსავლეთ კონცხზე მდებარეობს. კუნძულისა და შტატის უმაღლესი წერტილი, პინანგი, ზღვის დონიდან 833 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარე ჯორჯთაუნი პატარა დასახლებიდან დიდ ქალაქამდე გაიზარდა. იგი მეტწილად ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით გაფართოვდა, კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაიან-ლეპასს დაუკავშირდა და საბოლოოდ, კუნძულის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო მოიცვა. აღმოსავლეთ სანაპიროსგან განსხვავებით, კუნძულის დასავლეთი სანაპირო ნაკლებადაა ათვისებული და მხოლოდ მეთევზეთა პატარა სოფლებია. კუნძულ პინანგის დასავლეთ ნაწილში მანგროს ტყეები ჭარბობს.
პინანგის მთავარი მდინარეებია: პინანგი, პერაი, მუდა და კერიანი. მდინარე მუდა სებერანგ-პერაისა და კედაჰს შორის საზღვარს წარმოადგენს, ხოლო მდინარე კერიანზე სებერანგ-პერაის, კედაჰისა და პერაკის საზღარი გადის.
შტატი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, თუმცა დეკემბრიდან თებერვლამდე შედარებით მშრალი პერიოდია. შტატის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს მალაკის სრუტეს და გაბატონებული ქარების სისტემა.
პინანგი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰავის დიაგრამა (განმარტება) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article პინანგი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.