კედაჰი ― შტატი მალაიზიაში.
მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. შტატის ფართობი 9 000 კმ²-ია. მოიცავს კონტინენტურ ნაწილსა და ლანგკავის კუნძულებს. კონტინენტური ნაწილი შედარებით ბრტყელი რელიეფით ხასიათდება. ლანგკავი არქიპელაგია და კუნძულების უმრავლესობა დაუსახლებელია.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
კედაჰი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | ალორ-სეტარი | ||||
კოორდინატები | 6°07′42″ ჩ. გ. 100°21′46″ ა. გ. / 6.12833° ჩ. გ. 100.36278° ა. გ. | ||||
ფართობი | 9427.0 კმ² | ||||
მოსახლეობა | 2 131 400 (2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 04 | ||||
საფოსტო ინდექსი | 02000–02999 და 05000–09999 | ||||
საავტომობილო კოდი | K | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.kedah.gov.my | ||||
| |||||
წარსულში შტატს ძველი და შუა საუკუნეების ტამილები კადარამს (ტამილ. கடாரம்) უწოდებდნენ, არაბები ― კატაჰას ან კალაჰბარს, სიამელები ― სიბურის.
ჩრდილოეთიდან კედაჰის შტატს პერლისის შტატი და ტაილანდის პროვინციები, სონგქალა და იალა ესაზღვრება. სამხრეთიდან პერაკის შტატი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან პენანგი ითვლება.
შტატის დედაქალაქი ალორ-სეტარია, ხოლო სამეფო ქალაქია ანაკ-ბუკიტი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია სუნგაი-პეტანი (უდიდესი ურბანული ტერიტორია მოსახლეობის მიხედვით), კულიმი, კუაჰი და ლანგკავი.
კედაჰი მე-8 ადგილზეა მალაიზიის შტატებს შორის როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. შტატის ფართობი 9 500 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 1 890 098 ადამიანს შეადგენს. შტატის უდიდესი ხელოვნური ტბაა პედუს ტბა.
შტატის კონსტიტუციური მმართველი კედაჰის სულთანია. სულთანი მემკვიდრეობით ინიშნება და პოზიცია მთელი სიცოცხლის მანძილზე უკავია. შტატში ისლამის წარმომადგენელია სულთანი, რომელსაც შტატის მთავრობის აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს გადაცემული. ამჟამინდელი სულთანი სალეჰუდინ იბნი ალმარჰუმ სულთან ბალიშაჰია, რომელიც 2017 წლის 12 სექტემბრიდან იკავებს ამ პოზიციას.
სულთანთან ერთად კედაჰის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლებას წარმოადგენს შტატის აღმასრულებელი საბჭო. მასში თავმჯდომარე (მენტერი ბესარი), რომელიც მთავრობის მეთაური და თავმჯდომარეა, და ათი წევრი შედის. მენტერი ბესარსა და სხვა წევრებსკედაჰის სულთანი ნიშნავს შტატის საკანონმდებლო ასამბლეის (Dewan Undangan Negeri Kedah) წევრებიდან.
კედაჰის შტატს ჰყავს შტატის ასამბლეა, რომელსაც კედაჰის შტატის საკანონმდებლო ასამბლეა ეწოდება. იგი პარლამენტს წააგავს, თუმცა მხოლოდ შტატთან დაკავშირებული კანონების მიღება შეუძლია. მისი წევრებს არჩევნებში ირჩევენ, რომლებიც ჩვეულებრივ ფედერალურ არჩევნებთან ერთად ტარდება. შტატის ასამბლეის წევრებს 5 წლის ვადით ირჩევენ.
კედაჰის შტატის საპარლამენტო ასამბლეის დეპარტამენტებია: კედაჰის შტატის ფინანსებისა და ხაზინის ოფიცრის, ირიგაციისა და დრენაჟის, სახელმწიფო მეტყევეობის დეპარტამენტის, სახელმწიფო სატყეო საქმის, სოციალური ჯანდაცვის, კედაჰ-სიარიაჰის იურიდიული, საჯარო სამუშაოების, შტატის ისლამური რელიგიურ საქმეთა, საჯარო სამსახურის, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო მუფტის, ქალაქისა და ოლქის დაგეგმარების, ვეტერინარულ სერვისთა დეპარტამენტები და კედაჰის მიწებისა და მაღაროების ოფისი.
თანამედროვე კედაჰი 12 ადმინისტრაციულ რაიონად, 12 ადგილობრივ სამთავრობო ერთეულად და 132 მუქიმად იყოფა.
კედაჰის შტატის ადგილობრივი მთავრობის ერთეულებია: ალოტ-სეტარის საქალაქო საბჭო, ბალინგის ოლქის საბჭო, ბანდარ-ბაჰარუს საოლქო საბჭო, კუბანგ-პასუს მუნიციპალური საბჭო, კულიმის ჰაიტექის ინდუსტრიული პარკის ადგილობრივი სააგენტო, კულიმის მუნიციპალური საბჭო, ლანგკავის მუნიციპალური საბჭო, პადანგ ტერაპის საოლქო საბჭო, პენდანგის, სიკის, იანის საოლქო საბჭოები და სუნგაი-პეტანის მუნიციპალური საბჭო.
კედაჰის მოსახლეობა შედარებით ჰეტეროგენულია. შტატის სამ მთავარ ეთნიკური ჯგუფს: მალაიელები, ჩინელები და ინდოელები წარმოადგენენ. მალაიზიის სხვა შტატების მსგავსად კედაჰის მოსახლეობის მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფს მალაიზიელი სიამელებიც წარმოადგენენ. მალაის ფედერაციის შექმნამდე შტატის ტერიტორიაზე სამ-სამის ეთნიკური ჯგუფიც სახლობდა. ისინი კულტურულად მალაიელი მუსლიმები არიან, თუმცა სამხრეთ სიამურ ენაზე საუბრობდნენ. დღეისთვის სხვა ჯგუფებთან ასიმილაციის გამო ეს ჯგუფი თითქმის გამქრალია. ზოგიერთ ადგილას სამ-სამები დღემდე ინარჩუნებენ სიამურ ენას, როგორც მშობლიურ ენას. სამ-სამები ცხოვრობენ პენდანგის, კუალა-ნერანგისა და კუბანგ-პასუს რაიონში. კედაჰში ძალიან მცირე რაოდენობით ორანგ-ასლის ჯგუფის წარმომადგენლებიც სახლობენ. ისინი მეტწილად ბალინგის რაიონსა და მახლობელი პერაკის შტატის ტერიტორიაზე სახლობენ.
2015 წელს შტატის მოსახლეობა 2 071 900 ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობის 76%-ს ბუმიპუტრები, 12.7%-ს ჩინელები, 6.9%-ს ინდოელები, 0.9%-ს სხვა ჯგუფები, ხოლო 3.4%-ს არამალაიზიელები წარმოადგენენ.
2010 წლის აღწერით კედაჰის მოსახლეობის 77.2%-ს მუსლიმები, 14.2%-ს ბუდისტები, 6.7%-ს ინდუისტები, 0.8%-ს ქრისტიანები, 0.3%-ს ტაოისტები, 0.1%-ს სხვა რელიგიების მიმდევრები, 0.1%-ს არარელიგიური ადამიანები წარმოადგენდნენ, ხოლო 0.6% თავს არცერთ რელიგიას მიაკუთვნებდა.
2010 წლის აღწერის მიხედვით ჩინელი მოსახლეობის 94.3% ბუდისტია, ხოლო მცირე ნაწილი, 2.4% ― ქრისტიანია, 2.4% ― ჩინური ხალხური რელიგიების მიმდევარია, ხოლო 0.4% ― მუსლიმია. ინდოელების 91.7% ინდუისტია, 3.7% ― ქრისტიანი, 2.4% ― მუსლიმანი, ხოლო 1.3% ბუდისტია. არამალაიური წარმოშობის ბუმიპუტრები მეტწილად ქრისტიანები (39.7%) არიან. მნიშვნელოვან უმცირესობას წარმოადგენენ: მუსლიმები (26.9%) და ბუდისტები (26.3%). მალაიელები მუსლიმები არიან.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კედაჰი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.